გერმანიაში დაახლოებით 6-7 თვის შემდეგ ამოქმედდება კანონი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმების საშუალებას მისცემს, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა გერმანიაში, ელგუჯა ხოკრიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „საღამოს Newsroom”განაცხადა. მან ისაუბრა საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების პრობლემის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ მხრივ გარკვეული წინსვლაა. „გერმანიის ჯერ ბუნდესტაგმა, შემდეგ ზედა პალატამ, მიიღო შესაბამისი კანონი, რომელიც ამოქმედდება დაახლოებით 6-7 […]
კატეგორია: საზოგადოება
ნათია კუპრაშვილი – „ხალვაშმა სიტყვა უკვე გატეხა, რადგან დვალი არ დანიშნა რუსთავი 2-ის გენდირექტორად”
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ და იმ რეალობის შემდეგ, როცა ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით შეცვალა „რუსთავი 2“-ის მფლობელი საზოგადოებაში მთავარი კითხვაა, როგორი იქნება „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა და მივიღებთ თუ არა ისევ ერთ ხმაზე ალაპარაკებულ დიდ ტელეარხებს. „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ წარმომადგენელი და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის დირექტორი ნათია კუპრაშვილი […]
ნოდარ მელაძე – ”სუსი უკანონოდ მისმენს”
“რუსთავი2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, ვანო ზარდიაშვილის განცხადებას ეხმაურება. საუბარია იმ ინტერვიუზე, სადაც ზარდიაშვილი ამბობს, რომ ეკა ბესელიას “ოცნებიდან” ნოდარ მელაძესთან გაჰქონდა ინფორმაცია. “დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის თქმით, ჩემი, “რუსთავი 2′-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის წყარო იყო ეკა ბესელია, რომელიც ახდენდა ჩემს ინფორმირებას იმ სკანდალურ თემებთან დაკავშირებით, რომელიც “კურიერისთვის” მომზადდა, მათ შორის “ქართული ოცნების” დეპუტატების ბიზნესინტერესებსა […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქის ონის სამხრეთით, 1 კილომეტრის მოშორებით, სოფელი ჟაშქვასთან იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 4 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. იპნ
ცემა-ტყეპა გორის ფეშენ ვიკზე – დიზაინერი მასხულია ჟურნალისტმა ადამაშვილმა თმით ითრია
გორში ხმაურია, რესტორან “მზიურში” პოლიცია გამოიძახეს. “რეგიონ ფეშენ ვიქის” ორგანიზატორები შენობიდან POSTV-ის გადამღები ჯგუფის, კერძოდ კი, „რობერტო მავანის“ წასვლას ითხოვდნენ. ამ დროს, ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი სოსო კავკავაშვილი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო გამოიძახეს. “ფეშენ ვიქის” მეორე ორგანიზატორმა ინგა სიორიძემ საღამოს ჩაშლაში POSTV დაადანაშაულა და არ გამორიცხა, რომ ფაქტს სამართლებრივი გაგრძელება მოჰყვეს. ინტერნეტ ტელევიზიის წარმომადგენელმა მერიკო კარტოზიამ […]
პაატა სალია – ”ქიბარ ხალვაში ჩემ მოხსნას არ აპირებს”
ქიბარ ხალვაში აპირებს დასავლური გამოცდილების მქონე მედიამენეჯერის შერჩევას იმის თვის, რომ არხი მეტად წარმატებული გახდეს, -ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა. სალიას თქმით, ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს შეცვლა იგეგმება, მათ შორის, არც თავად პაატა სალიასი. მისივე თქმით ეს იქნება ადამიანი რომელსაც ექნება გამოცდილება და ამ მიზნით უკვე მიდის […]
დვალი – ”ივანიშვილი წყვეტს, დათმობს თუ არა ქიბარი წილს და რუსთავი 2-თან მიგვიშვებენ თუ არა”
„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლის, დავით დვალის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილია ის პირი, რომელიც მასსა და სამართლიანობის აღდგენას შორის დგას. ამასთან, როგორც დავით დვალი განმარტავს, „რუსთავი 2″-ის სარედაქციო პოლიტიკასა და კრიტიკული აზრს საფრთხე ემუქრება, რასაც ქიბარ ხალვაშის დღევანდელი განცხადება ადასტურებს. „რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობდი იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ის წყვეტს, დათმობს თუ არა წილს და რამდენს […]
“რუსთავი 2-ში ურთულესი მდგომარეობა დაგვხვდა” – ქიბარ ხალვაში ევროპელ ან ამერიკელ მედია-მენეჯერს ეძებს
რუსთავი 2 ის წილის 100% ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა, არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას, დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე მორგებას და მათი ეთიკის ჩარჩოებში ოპერირებას. ამავე განცხადებაში ხალვაში განმარტავს, რომ უკვე ეძებს კადრს, სატელევიზიო გამოცდილების მქონე ევროპელ ან ამერიკელ მედია-მენეჯერს, რომელიც ტელევიზიას ჩაიბარებს. ქიბარ ხალვაშის განცხადებას […]
პაატა სალია – ”ხალვაში, აქიმიძე და დვალი რუსთავი 2-ის წილებზე მოლაპარაკებას შეძლებენ”
„რუსთავი2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია მიიჩნევს, რომ ჯარჯი აქიმიძე, დავით დვალი და ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებით მოლაპარაკებას შეძლებენ. „ყველასთვის ცნობილია ქიბარ ხალვაშის განცხადება, რომელიც მან 18 ივლისს გააკეთა და ამ განცხადებაში მან მოიხსენია ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი. მათაც მიულოცა ეს გამარჯვება და თქვა, რომ მათთან ერთად ეცდება შემდგომ ამ კომპანიის მომავალი დაინახოს. […]
ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ს საბჭოს შექმნაზე უარი უთხრა
„რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელი არხის ჟურნალისტებს საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე უარს ეუბნება. ცოტა ხნის წინ დასრულდა “კურიერისა” და “პოსტკრიპტუმის” გუნდის შეხვედრა პაატა სალიასთან. სალიას თქმით, მან გაიარა კონსულტაციები ქიბარ ხალვაშთან, რომელიც უარს ამბობს შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობის დასაცავად. „რუსთავი 2“- ის ახალი გენერალური დირექტორის ამბობს, რომ ხალვაში ასევე უარზეა გაფორმდეს რაიმე სახის დოკუმენტი, სადაც […]









