პაატა სალია – ”ქიბარ ხალვაში ჩემ მოხსნას არ აპირებს”

პაატა სალია - ”ქიბარ ხალვაში ჩემ მოხსნას არ აპირებს”ქიბარ ხალვაში აპირებს დასავლური გამოცდილების მქონე მედიამენეჯერის შერჩევას იმის თვის, რომ არხი მეტად წარმატებული გახდეს, -ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა.

სალიას თქმით, ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს შეცვლა იგეგმება, მათ შორის, არც თავად პაატა სალიასი. მისივე თქმით ეს იქნება ადამიანი რომელსაც ექნება გამოცდილება და ამ მიზნით უკვე მიდის რამდენიმე კადრთან გასაუბრება.”

„რაც შეეხება ქიბარ ხალვაშის განცხადებას, გეტყვით იმას, რომ ერთადერთი მიზანი რაც არხის მეპატრონეს დღეს აქვს, არის ის, რომ გაიზარდოს არხის რეიტინგი და ჰქონდეს მეტი შემოსავალი,იმისთვის რომ მოგვარდეს ის პრობლემები,რომელიც დღეს არის ტელეკომპანიაში და გახდეს უფრო წარმატებული. სწორედ ამ მიზნით ის აპირებს დასავლური გამოცდილების მქონე მედიამენეჯერის შერჩევას, რომლის პროცესიც უკვე მიმდინარეობს, რაც არ გულისხმობს და ცალსახად არის ხაზგასმული, რომ არ შეიცვლება სარედაქციო პოლიტიკა. ეს იქნება ადამიანი რომელსაც ექნება გამოცდილება და დაგვეხმარება, რომ უფრო წინ წავიდეთ. არანაირად არავის შეცვლას ეს განცხადება არ გულისხმობს.,ეს არ გულისხმობს ჩემი დირექტორობიდან წასვლას, ეს არის რგოლი, რომელიც უფრო ეფექტურ მოქმედებას,,შეუწყობს ხელს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რამდენიმე კადრთან საუბარი“, – განაცხადა პაატა სალიამ.

იპნ