ნინი ქარსელაძის მამა თეიმურაზ (თეკუჩა) ქარსელაძე გარდაიცვალა. თეკუჩა ქარსელაძე რამდენიმე დღის განმავლობაში, ინსულტის დიაგნოზით მართვით სუნთქვაზე კლინიკაში იმყოფებოდა. ნიუპოსტი ნინი ქარსელაძე – “მამა მომაკვდავი მყავს საავადმყოფოში… ვნახე ძალის გადამეტება, რაც ჩემთვის მიუღებელია და სტატუსიც წავშალე…”
კატეგორია: საზოგადოება
ნიკა გვარამია – “ვის საკუთრებასაც ვიცავ, ის მიპირებს გადაყენებას”
“რუსთავი 2”-ის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დღეს 17:00 საათზე ჩანიშნულ პარტნიორთა კრებაზე არხის გენერალური დირეტორის ნიკა გვარამიას პოსტიდან გადაყენების საკითხის დაყენებას აპირებს. მიზეზად ხელმძღვანელის მიერ არჩეული სარედაქციო პოლიტიკა სახელდება, რომელიც ნინო ნიჟარაძის მოსაზრებით, არხის დისკრედიტაციას იწვევს. აღნიშნულ თემას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი. ნიკა გვარამიას თქმით, მის გადაყენებას ის ადამიანი აპირებს, ვის საკუთრებასაც […]
ზღვაზე დღეს მაშველებმა 17 ადამიანი გადაარჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე მაშველებმა, დღეს შავი ზღვის სანაპიროზე 17 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. მათგან 5 არასრულწლოვანი და 12 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დაბა ურეკში, 2-დან 3 ბალამდე შტორმი ფიქსირდება. გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს […]
ბატიაშვილის მოადგილე ირინე აბულაძეს ბათუმში თავში კინაღამ ბანერი დაეცა – ვიდეო
აჭარაში ჩასული განათლების მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე დაშავებას შემთხვევით გადაურჩა. კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის კამპუსის გახსნაზე სარეკლამო ბანერი ჩამოვარდა და ზუსტად იმ ადგილზე დავარდა, სადაც მინისტრის მოადგილე იდგა. ირინე აბულაძემ გაქცევა მოასწრო. უნივერსიტეტის კამპუსისა და სკოლის მშენებლობა ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე იგეგმება. კამპუსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით და სტუდენტური საერთო საცხოვრებლით. […]
ადა მარშანია – “რატომ არ არის აქამდე დაპატიმრებული გაბუნია? თადუმაძე, აუუუ!”
„პატრიოტთა ალიანსის“ სახე, დეპუტატი ადა მარშანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის მისამართთ გაკეთებულ არაკორექტულ განცხადებას ვერ ინელებს და საქართველოს მთავარ პროკურორს ჟურნალისტის დაპატიმრებისკენ მოუწოდებს. „თადუმაძე, აუუუ! არსებობთ როგორც პროკურორი, საერთოდ, ქვეყანაში? სად ბრძანდებით? რატომ არ არის აქამდე დაპატიმრებული გაბუნია? ამ საქმეში მხოლოდ პუტინის გინების პრობლემაა? ჩვენ, საზოგადოებას შეურაცყოფა არ მოგვაყენეს?! თუ ბელადის […]
რუსთავი 2-თან აქციაზე 2 ადამიანი მივიდა
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან აქციაზე 2 ადამიანი მივიდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” მათ განუცხადეს, 20:00 საათზე ტელეკომპანიასთან კვლავ აქცია იყო დაანონსებული, თუმცა ადგილზე მისულებს მხარდამჭერები არ დახვდათ. აღნიშნულმა მოქალაქეებმა „რუსთავი 2“-თან რამდენიმე წუთი დაყვეს, რის შემდეგაც ტერიტორია დატოვეს. შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-თან საპროტესტო აქცია 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები ჟურნალიტ გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით […]
მირზა სუბელიანი მონასტერში მიდის
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებული პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი მონასტერში მიდის. აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” სუბელიანის ადვოკატმა, ეკა ხუციშვილმა მიაწოდა. თუ როდის და რამდენი ხნით მიდის სუბელიანი მონასტერში, ეს მისი ადვოკატისთვის უცნობია. მირზა სუბელიანმა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულება 8 ივლისს დატოვა. სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს. მას საგამოძიებო უწყებამ ბრალი […]
3 თვის გვანცა გოგსაძისა და მისი მამის ფოტო, რომელმაც კლინიკიდან დაფინანსებაზე უარი მიიღო…
3 თვის გვანცა გოგსაძისა და მისი მამის ფოტო, რომელიც საფრანგეთში მდებარე ერთ-ერთი კლინიკიდან პასუხს ელოდება, სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა გააზიარა. ძვირად ღირებული მკურნალობის დაფინანსებაზე საფრანგეთის სახელმწიფომ ქართულ ოჯახს უარი უთხრა. გვანცას დიაგნოზი კუნთების გენეტიკური სპინალური ატროფიაა, რომელიც ავსტრიაში დაუსვეს. როგორც ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საჭიროა ძვირად ღირებული ნემსის გაკეთება, რისი საშუალებაც საქართველოში არ არის. […]
იღუმენია თამარ გამყრელიძე – ”იქნებ ჯერ საპატრიარქოში დაგეწყოთ მამათმავლობასთან ბრძოლა?!”
ჭყონდიდის ეპარქიის იღუმენია თამარ გამყრელიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება პარლამენტის წინ ლევან ვასაძის და მმკ-ს მიერ ორგნიზებულ აქციას. „ვასაძე ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მხოლოდ პატრიარქის კურთხევით ჩაერთვებოდა პოლიტიკურ პროცესებში, და დღეს ვერავინ ვერ დამაჯარებს, რომ რაინდი საპატრიარქოს გარეშე ახდენს პროვოცირებას მოქალაქების დაპირისპირებაში!!! (გადაახვიეთ არქივი) მორწმუნე მრევლო არამგონია ღვთისმშობლისთვის სათნო იყოს თქვენი ლოცვა-ვედრება! იქნებ ჯერ საპატრიარქოში დაგეწყოთ მამათმავლობასთან […]
მამა პეტრე – “ყველაზე მეტად, ვემიჯნები იმ ადამიანების დაჯგუფებას, რომელიც ქრისტეს სახელით ძალადობას მიმართავს”
ყველაზე მეტად, ვემიჯნები იმ ადამიანების დაჯგუფებას, რომელიც ქრისტეს სახელით ძალადობას მიმართავს – ეს განცხადება მამა პეტრე კვარაცხელიამ, ანტისაოკუპაციო აქციაზე გააკეთა. “მოვედი იმისთვის, რომ მკაფიოდ გამოვხატო ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. ვემიჯნები ყოველთვის, ყველა დროსა და ეპოქაში ძალადობას, უზნეობას, ამორალიზმს და ყველაზე მეტად – ვემიჯნები იმ ადამიანების გუნდს, დაჯგუფებას, რომელიც ქრისტეს სახელით ძალადობას მიმართავს და […]










