რუსთავი 2-თან აქციაზე 2 ადამიანი მივიდა

რუსთავი 2-თან აქციაზე 2 ადამიანი მივიდატელეკომპანია “რუსთავი 2”-თან აქციაზე 2 ადამიანი მივიდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” მათ განუცხადეს, 20:00 საათზე ტელეკომპანიასთან კვლავ აქცია იყო დაანონსებული, თუმცა ადგილზე მისულებს მხარდამჭერები არ დახვდათ.

აღნიშნულმა მოქალაქეებმა „რუსთავი 2“-თან რამდენიმე წუთი დაყვეს, რის შემდეგაც ტერიტორია დატოვეს.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-თან საპროტესტო აქცია 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები ჟურნალიტ გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით ეთერში გაკეთებულ არაეთიკურ განცხადებას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ გაბუნიას არხის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან ერთად ტელევიზია დაეტოვებინა, თუმცა საბოლოოდ, გაბუნიას 2 თვით უფლებამოსილება შეუჩერდა.