კატეგორია: საზოგადოება

დედა სიდონია – “თავს ნუ მოიტყუებთ, რომ სარწმუნოებრივი ნიშნით იცავთ სამშობლოს”

დედა სიდონია - “თავს ნუ მოიტყუებთ, რომ სარწმუნოებრივი ნიშნით იცავთ სამშობლოს”

“არაფერი განსაკუთრებული არ ხდება დღეს აქ, ეს არის უბრალოდ პროცესში მყოფი ქვეყანა, რომელიც მიდის რაღაც მდგომარეობიდან რაღაც მდგომარეობისკენ. კორდონის ერთ მხარეს სხვა მსოფლმხედველობის ხალხი დგას, მეორე მხარეს – განსხვავებული, სულ ესაა. მხოლოდ ისაა აუცილებელი, რომ ორივემ იცოდეს, რა არის თავისუფლება. მე აქეთა მხარეს იმიტომ ვდგავარ, რომ აქ არ ჩანს არავინ საზიზღარი, არავინ მოძალადე, არავინ მატყუარა. […]

მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს – “20 ივნისის ღამე იყო წყალგამყოფი”

მამუკა ხაზარაძე - "ნაციონალების წინააღმდეგ დაწერილ იმ წერილს დღესაც ხელს მოვაწერდი"

მამუკა ხაზარაძე თანამოაზრეებთან ერთად, საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. ამის შესახებ ხაზარაძე მიმართვაში საუბრობს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. “თიბისი ბანკის” დამფუძნებელი ხაზარაძე წერს, რომ ქვეყანაში არსებული პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს, რაც საზოგადოების დაპირისპირებისკენაა მიმართული. “ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს. სახეზეა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. 20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა […]

ვასაძის მომხრეები შსს-კენ დაიძრნენ ღირსების მარშის ჩასაშლელად

ვასაძის მომხრეები შსს-კენ დაიძრნენ ღირსების მარშის ჩასაშლელად

ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველის გამზირიდან შსს-კენ მიემართება. გადაწყვეტილება ლევან ვასაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც შეიტყო, რომ შსს-ს შენობასთან აქციაა ლგბტ თემის წარმომადგენლები მართავენ. ლევან ვასაძემ მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ ის არ მისცემს საშუალებას ლგბტ თემის წარმომადგენლებს რომ ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდნენ.

თბილისი პრაიდმა ღირსების მარში შსს-ს შენობასთან მოაწყო

თბილისი პრაიდმა ღირსების მარში შსს-ს შენობასთან მოაწყო

ღირსების მარში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან – ლგბტ თემის წარმომადგენლებმა დაანონსებული მსვლელობა წინააღმდეგობების მიუხედავად მაინც მოაწყვეს. მათ მარშით სწორედ ძალოვანი უწყების შენობასთან ჩაიარეს. “პრაიდის” ორგანიზატორები შს მინსიტრის გადადგომას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, ის მოქალაქეების დაცვას ვერ უზრუნველყოფს.

რუსთავი 2-მა გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერა

რუსთავი 2-მა გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერა

“რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების ორგანომ, საკუთარი ინიციტივით განიხილა 7 ივლისს გადაცემა “პოსტ სკრიპტუმში,” ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ მომზადებული საავტორო ტექსტი, რომელიც მან გადაცემის შესავალ ნაწილში წარმოთქვა. თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას, სრულად შეუჩერდა უფლებამოსილება ორი თვით, ეს შეზღუდვა ეხება ყველა იმ გადაცემას, რომელსაც იგი ამზადებს ან/და მიჰყავს (არჩევანი, P.S.). გადაწყვეტილების დასაბუთებული ტექსტი გამოქვეყნდება მოგვიანებით “რუსთავი […]

კალაძე – ”რუსთავი 2-ის დახურვის მოთხოვნა სწორი არ არის”

"კახა კალაძე "ქართულ ოცნებას" გაემიჯნა"

ჩვენ ვამაყობთ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული გვაქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. ცხადია, ამ პროგრესს ყოფილი ხელისუფლების ნარჩენები ვერ გუობენ და ყველა საშუალებით ცდილობენ სიტუაციის არევას, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, მომხდარის მიუხედავად, კერძო არხის დახურვის მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის. „ჩვენ გვაქვს შეცდომები განვითარების რთულ გზაზე, ვინაიდან დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, […]

დეკანოზი დავით ისაკაძე იმუქრება – ”მიშა მშვილდაძეები და ღამის სერენადების ავტორები ჯობია, დროზე მოვიდნენ გონს”

დეკანოზი დავით ისაკაძე იმუქრება - ”მიშა მშვილდაძეები და ღამის სერენადების ავტორები ჯობია, დროზე მოვიდნენ გონს”

მიშა მშვილდაძეები და ღამის სერენადების ავტორები ჯობია, დროზე მოვიდნენ გონს და მიხედონ თავის საქმეს, – ასე მიმართა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილებს დეკანოზმა დავით ისაკაძემ. მისი თქმით, მათ საქართველოს და რუსთაველის პროსპექტს თავი უნდა დაანებონ. სასულიერო პირების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე უამრავი ადამიანი აპირებს მისვლას და ისინი სამართალდამცველებს სთხოვენ, რომ პერიმეტრი შემოსაზღვრონ. „პოლიციამ არ უნდა […]

ვასაძის მომხრეებს პარლამენტთან თავზე ლგბტ დროშა აუფრიალეს

ვასაძის მომხრეებს პარლამენტთან თავზე ლგბტ დროშა აუფრიალეს

პარლამენტთან, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის თავზე ლგბტ დროშა ფრიალებს. დროშა ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდა და ის აქციის მონაწილეთა თავზე ამ დრომდე, დრონის საშუალებით ფრიალებს. ლგბტ თემის დროშის გამოჩენას აქციის მონაწილეთა მხრიდან ხმაური და გაღიზიანება მოჰყვა, თუმცა აქციის ორგანიზატორებმა, მათ შორის ლევან ვასაძემ ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რადგან მათი თქმით, “ეს ისეთი არაფერია”. “მათ არასოდეს არაფერი […]

რუსთავი 2-მა მაუწყებლობა გათიშა

რუსთავი 2 - "გიორგი გაბუნიას გამოხატვის ფორმა არ არის შესაბამისობაში ჩვენი არხის მიერ დადგენილ მაღალ სტანდარტებთან"

რამდენიმე წუთის წინ რუსთავის 2-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია მაუწყებლობას დროებით წყვეტს. ეს გადაწყვეტილება მან მიიღო ტელეკომპანიის ეზოში მიმდინარე აქციის გამო, რომელზედაც შეკრებილი მოქალაქეები ტელეკომპანიის წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ პუტინის გინების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

რუსთავი 2 – “გიორგი გაბუნიას გამოხატვის ფორმა არ არის შესაბამისობაში ჩვენი არხის მიერ დადგენილ მაღალ სტანდარტებთან”

რუსთავი 2 - "გიორგი გაბუნიას გამოხატვის ფორმა არ არის შესაბამისობაში ჩვენი არხის მიერ დადგენილ მაღალ სტანდარტებთან"

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ, გადაცემა “პოსტ კრიპტუმში” გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საჭიროდ მიგვაჩნია დავაფიქსიროთ ტელეკომპანიის პოზიცია. პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდით მაყურებელს მომხდარი ფაქტის გამო. მივიჩნევთ რომ ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერი ფასეულობის დასაცავად ჟურნალისტმა, თუნდაც საკუთარ საავტორო გადაცემაში საავტორო პოზიციის დაფიქსირების დროს უნდა დაიცვას არხის სარედაქციო პოლიტიკა და მაღალრეიტინგული ეთერისთვის შესაბამისი ეთიკური მოთხოვნები. გამოხატვის ფორმა, მათ შორის მწვავე […]