თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილი სამოქალაქო პირია. მისი ახლობლების განცხადებით, ატენში მცხოვრებმა 31 წლის ლევან ჯიოშვილმა სამედიცინო დაწესებულებას მხრის არეში ჩივილებით ორი დღის წინ მიმართა, მოგვიანებით კი ოჯახის წევრებს აცნობა, რომ ფილტვების ანთების დიაგნოზით სტაციონარში მოათავსეს. გარდაცვლილის ნათესავების თქმით, ლევან ჯიოშვილის მდგომარეობა დღეს გართულდა და რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა, თუმცა, გარდაცვალების მიზეზებზე […]
კატეგორია: საზოგადოება
მეფე ტრაქტორზე – დავით ბაგრატიონი მამულებს ხნავს
განახლებული ორბელიანის მოედანი გაიხსნა
მე დავპირდი მოსახლეობას, რომ ორბელიანის მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები იქნებოდა რეაბილიტირებული, ჩვენი დაპირება შევასრულეთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რეაბილიტირებული ორბელიანის მოედნის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პროექტი დასრულებულია, ხოლო თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება შესრულებული. „დღეს ჩემთვის, ჩვენთვის, ყველასთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რადგან […]
საქართველოში წვიმა, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელია
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3-6 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ღამისა და საღამოს საათებში, მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსია მოსალოდნელი. ქ. თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.
ბიძინა ივანიშვილი საჩხერეში “ჩიხურას” თამაშს დაესწრო – ვიდეო
საქართველოში ორი ფსიქიატრიული საავადმყოფო აშენდება
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის, ლაშა კილაძის განცხადებით, საქართველოში ორი ფართოპროფილური ფსიქიატრიული საავადმყოფო აშენდება. მისი თქმით, პროექტი უკვე შეთანხმებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან, საავადმყოფოებს კი ჩინური კომპანია ააშენებს. როგორც კილაძემ აღნიშნა, ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების მკურნალობა მხოლოდ ფსიქიატრიულ კლინიკებში არ ხდება, რადგან იზოლაცია არაა სწორი. “მკურნალობა არ მიმდინარეობს მხოლოდ საავადმყოფოში და ეს იზოლაცია არ არის […]
გიგლა ბარამიძემ ლივერპულის გამო თბილისის ზღვა სიგრძეზე გადაცურა
მისი და ლივერპულის მეგობრობა 40 წლის წინ დაიწყო. როდესაც თბილისის დინამომ ინგლისური გრანდი 3:0 დაამარცხა, სხვებთან ერთად ზეიმობდა და ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ლივერპულის თავგადაკლული ფანი გახდებოდა. წელს მისი საყვარელი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და მეგობრებმა ფინალზე დაპატიჟეს, მაგრამ პოლიტიკამ ხელი შეუშალა. 2 ივნისს მისი პარტია ყრილობას ატარებს. ის პარტიის ერთ-ერთი ლიდერია და […]
სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს გზაზე მსვლელობას სათავეში ჩაუდგა
სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს გზას დაადგა. მსვლელობას, რომელიც დღეს, ნინოობის დღესასწაულზე, ფოკაში დაიწყო, პრეზიდენტი მიუძღვებოდა. მომლოცველების მსვლელობა ქართლის მიმართულებით გრძელდება, ისინი მტკვრის სანაპიროს მოუყვებიან. სალომე ზურაბიშვილი, წმინდა ნინოს ჯვრით 42-დღიან ლოცვით მსვლელობას რამდენიმე საათით შეუერთდა. ,,წმინდა ნინო ფარავდეს სრულიად საქართველოს და თითოეულ ჩვენგანს. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. 1700 წლის წინ შემოვიდა ნინო საქართველოში და იმის […]
რაჭაში 24 წლის ნიკო ჯელაძეს მეათე დღეა, ეძებენ
”საქართველოში შიმშილს ამ გაუსაძლის პირობებში ყოფნა გვირჩევნია” – სტრასბურის ტყე-პარკი ქართველი ემიგრანტების თავშესაფრად იქცა
ქართველების კარვების ქალაქები ევროპაში სულ უფრო მრავლდება. სტრასბურის ტყე-პარკი უკვე რამდენიმე კვირაა, საქართველოდან ჩასული ემიგრანტების თავშესაფრად იქცა. ათობით ქართველი ღამეს კარვებში მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ათენებს, სააბაზანო სივრცე ხეების ძირში აქვთ მოწყობილი და საკვებს ნაჭრის კარადაში ინახავენ. უმძიმეს პირობებში საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთის ხელისუფლებისგან დევნილის სტატუტის მიღებას ელოდებიან. ისინი ამბობენ, რომ საქართველოში შიმშილს ამ გაუსაძლის პირობებში ყოფნა ურჩევნიათ. […]










