გორის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, შეკრებილები არიან იმ სოფლების მცხოვრებლები, სადაც ორი დღის წინ ძლიერი სეტყვა იყო. ქერეს, ტყვიავის, ზარდიაანთკარის და კიდევ რამდენიმე სოფლის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სტიქიამ ისინი მოსავლის გარეშე დატოვა და ხელისუფლებას ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ. აქციის მონაწილეები გორში სოფლის მეურნეობის მინისტრის ჩასვლას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან. ცნობისთვის, […]
კატეგორია: საზოგადოება
ჭიათურაში სკოლები დაიკეტა – მოსწავლეები აქციას შეუერთდნენ
მაღაროელების გაფიცვა ჭიათურაში, საყოველთაო სახალხო გამოსვლაში გადაიზარდა. მას შემდეგ, რაც გაფიცულმა მუშებმა „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მაღაროელების ქალაქი მასობრივმა პროტესტმა მოიცვა. სასწავლო პროცესი შეწყდა, ქუჩებში სკოლის მოსწავლეებიც გავიდნენ. ქუჩაში მაღაროელებთან ერთად რიგითი მოქალაქეები მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებიან. ისინი მაღაროელებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და ჭიათურიდან კომპანიის გაძევებას ითხოვენ. „უსამართლობაა, ხალხი იხრჩობა მტვერში, ნაგავში, არაფერი შემოსავალი არ აქვთ. გამოვედი ჩემი […]
ჭიათურაში მაღაროელების სოლიდარობის ნიშნად სავაჭრო ობიექტები დაიხურა
მასშტაბური პროტესტი ჭიათურაში – მაღაროელების სოლიდარობის ნიშნად სავაჭრო ობიექტები დაიხურა. გაფიცულ მაღაროელებს ჭიათურელები მხარდაჭერას უცხადებენ.აქცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. მაღაროელები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა სკოლის მოსწვალეებმაც გამოუცხადეს. რამდენიმე წუთში საპროტესტო მსვლელობაც დაიწყება. გაფიცული მაღაროელები უკვე მე-11 დღეა შიმშილობენ.
გაფიცული მაღაროელები ჭიათურიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ გაძევებას ითხოვენ
ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის გამოც მაღაროელებმა შეხვედრა დატოვეს და კომპანიის ჭიათურიდან წასვლას მოითხოვეს. მათ ქალაქში კომპანიის წასვლის მოთხოვნით მსვლელობა მოაწყვეს. მაღაროელების განცხადებით, გაფიცვა და შიმშილობა გრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნების არ დაკმაყოფილდება. ჭიათურაში მაღაროელები მეათე დღეა შიმშილობენ. ერთ-ერთი დღეს შეუძლოდ გახდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, […]
ბორჯომში და ბაკურიანში ძლიერი სეტყვა იყო – დაზიანდა რამდენიმე მანქანა
ბორჯომში და ბაკურიანში ძლიერი სეტყვა იყო. ყველაზე უფრო ინტენსიური სეტყვა ბაკურიანში დაფიქსირდა, დაზიანდა რამდენიმე ავტომანქანა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, რაიონში ვითარება სტაბილურია. ,,სეტყვა დაფიქსირდა ბაკურიანში, ქვაბისხევსა და დვირში, თუმცა, ყველაზე ინტენსიური ბაკურიანში გახლდათ. საბედნიეროდ, სულ 2-3 წუთს გაგრძელდა, დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი. სხვა პრობლემები მუნიციპალიტეტში არ შექმნილა, ამჟამად ვითარება სტაბილურია“, – განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა […]
თელავში საზეიმო სცენა ჩაინგრა
თელავში საზეიმო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სცენა ჩაინგრა. რკინის კონსტრუქცის მონტანჟი თელავის თეატრის წინ წუხელ გვიან ღამით დაიწყო და დღეს დილით დასრულდა. თუმცა კონსტრუქცია მას შემდეგ ჩამოინგრა, რაც რამდენიმე ადამიანი დასრულებულ სამუშაოებს ამოწმებდა. მომხდარზე თელავის მერიაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ სცენის მონტაჟი კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარეობდა და შესაბამისად, პასუხიმგებელ კომპანიაზე ინფორმაცია არ აქვთ. თელავის მერიის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი […]
რუსეთის დროშებით ბათუმში მსვლელობა გაიმართა
რუსეთის დროშები და ტრანსფარანტები წარწერით “RUSSIA” – საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების პარალელურად, ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე რუსული სიმბოლიკა გამოჩნდა. მსვლელობა როსტოვიდან ჩამოსულმა ანსამბლმა გამართა, რომელიც ბათუმში სხვა ანსამბლებთან ერთად, ფესტივალის ფარგლებში იმყოფებიან. ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელის განცხადებით, მისთვის ცნობილია რა დღეს აღნიშნავს დღეს საქართველო და ისინი ბათუმში ფესტივალის ორგანიზატორის მოწვევით ჩამოვიდნენ. შეგახსენებთ, რომ ფესტივალი, რომელშიც როსტოვის ანსამბლი მონაწილეობს, […]
„თუ გაბედავს, მე შევხვდები“ – რატომ გააუქმა სოსო გოგაშვილმა მაჩალიკაშვილის ოჯახთან დაგეგმილი შეხვედრა
სოსო გოგაშვილმა მაჩალიკაშვილის ოჯახს 2 კვირის წინ შეხვედრა შეუთვალა – ამის შესახებ განცხადება 19 წლის მოკლული თემრილან მაჩალიკაშვილის დედამ შაბათის კურიერის ეთერში განაცხადა. მედიკო მარგოშვილი გოგაშვილის შუამავლების დასახელებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ გოგაშვილი მათ ოჯახს უთვლიდა, რომ თემირლანის მკვლელობის საქმეში ის უდანაშაულო იყო და შეეძლო ამის დასტურად ბიბლიასა და ყურანზე დაეფიცა.მედიკო მარგოშვილი ამბობს, რომ […]
ნიკა გვარამია ლადო ჭანტურიას წინააღმდეგ – ”იღებს ინსტრუქციებს ხელისუფლებიგან, როგორ იმოქმედოს რუსთავი 2-ის საქმეზე”
საქართველოს წარმომადგენელ მოსამართლეს სტრასბურის სასამართლოში, ლადო ჭანტურიას, რუსთავი2 აცილებას უცხადებს. ამის შესახებ განცხადება სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ნიკა გვარამიას თქმით, ჭანტურია იღებს ინსტრუქციებს ხელისუფლების მხრიდან, როგორ იმოქმედოს რუსთავი2-ის საქმეზე. „ჩვენი უტყუარი ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენელს, მოსამართლეს სტრასბურგის სასამართლოში, ბატონ ლადო ჭანტურიას აქვს კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან და იღებს ინსტრუქციებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, როგორ […]
ნინო ნიჟარაძე რუსთავი 2-გან 28 მილიონს ითხოვს – ნიკა გვარამიამ კრებაზე გადასახადების დაფარვის პოლიტიკაზე ისაუბრა
რუსთავი 2-ის ოფისში მიმდინარე პარტნიორთა კრება, რომელიც არხის 9-პროცენტიანი წილის მფლობელის – ნინო ნიჟარაძის, მოთხოვნით ჩაინიშნა, სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. კრებაზე 3 საკითხი განიხილაეს, მათ შორის, ნიჟარაძის მოთხოვნა, რომელიც არხის მფლობელებს და მენეჯმენტს მისთვის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს და კომპენსაციას მოითხოვს. დღის წესრიგის მიხედვით, ნინო ნიჟარაძის მხარე ითხოვდა საგადასახდო დავალიანების შესახებ არხის გენერალური დირექტორის ანგარიშს. […]










