მეტროს ვაგონებში წყალი ჩამოვიდა. მატარებელმა წვიმის დროს დიდუბის სადგურზე გამოიარა. მეტროს ახალმა მოდერნიზებულმა ვაგონებმა წვიმას ვერ გაუძლო და წყალი ჩამოვიდა. კურიერის ინფორმაციით, ვაგონში წყალი ყველა მხრიდან ჩამოვიდა და სკამები დაზიანდა. შეგახსენებთ, რომ მეტროს ვაგონები რამდენიმე თვის წინ განახლდა.
კატეგორია: საზოგადოება
მთავარეპისკოპოსი ზენონი – “დავით- გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო. მისი დამთმობი თავად დაითმობა ქართველი ერის მიერ!”
დმანისისა და აგარაკ ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი, ზენონ იარაჯული ტაო კლარჯეთში შექმნილ ვითარებას ეხმაურება. სასულიერო პირის თქმით, “დავით- გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო. მისი დამთმობი თავად დაითმობა ქართველი ერის მიერ!”. “დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთა კომპლექსი არის საქართველოს 15 საუკუნოვანი სასულიერო- საგანმანათლებლო, სახელმწიფოებრივი და კულტურული ყოფის ბალავარი, დედაბოძი, წარსული დიდების, ღვაწლის შეუვალი მთხრობელი. […]
არქიმანდრიტი კირიონი – 26 მაისი გარეჯშია და არა თავისუფლების მოედანზე, სცენას რომ აწყობენ საცეკვაოდ
„მე ვფიქრობ, ხელისუფლება რაღაც კორუფციულ გარიგებებშია აზერბაიჯანთან და არაფერს არ აკეთებს. 26 მაისი გარეჯშია და არა თავისუფლების მოედანზე, სცენას რომ აწყობენ საცეკვაოდ,“ – ამის შესახებ დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი ინფორმაციით, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანულმა მხარემ კვლავ განაახლა საგზაო სამუშაოები. როგორც არქიმანდრიტმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება უპრინციპოა და ვერ იცავს იმ ვალდებულებას, რაც ქვეყნის […]
შიმშილობის მე-9 დღე ჭიათურაში – საპროტესტო აქციამ მთელი ქალაქი მოიცვა
უმწვავესი პროტესტის და შიმშილობის მე-9 დღე ჭიათურაში – საპროტესტო აქციამ დღეს უკვე მთელი ქალაქი მოიცვა. მოშიმშილეები და ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლები კარვებიდან დროებით გამოვიდნენ და საპროტესტო მსვლელობა ქალაქის ქუჩებში გამართეს. ჯორჯიან მანგანეზის 15 თანამშრომელი უკვე 9 დღეა, პროტესტის უკიდურეს ფორმას ხელფასების გაზრდის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მიმართვას. აქციის მონაწილეებს თანამოაზრეები ყოველდღიურად ემატებიან. „პროტესტის შეწყვეტას, რა […]
საქართველოში მიწისძვრა მიხდა – ეპიცენტრი დმანისთან დაფიქსირდა
საქართველოში თბილისის დროით, 20:28 საათზე მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მისიწქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა. მისივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან დაფიქსირდა. ნიუპოსტი
წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. ქ. თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.
ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა მსვლელობა მოაწყვეს
მაღაროელების გაფიცვა ჭიათურაში – პროტესტმა ახალი მასშტაბი მიიღო და მაღაროელებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს. ჭიათურელები კარვებში მოშიმშილეებს სოლიდარობას უცხადებენ და მთავრობას მაღაროელების დახმარებისკენ მოუწოდებენ. ისინი მძიმე სოციალურ მგომარეობაზე საუბრობენ. მოსახლეობა ამბობს, რომ მმართველი პარტია მათ გვერდში არ დგას და ადგილობრივების მხარდაჭერა მხოლოდ არჩევნებისთვის უნდოდათ. „ჩამოვიდნენ აქ, შეხვედრა იყო, გივი მოდებაძე წარადგინეს იმ დღეს, მერე ჩამთავრდა არჩევნები და ბატონი კახი კალაძე შეპირდა ხალხს, […]
“პილოტმა გვითხრა, რომ ვითარება კრიტიკული იყო” – რა მოხდა თელ-ავივი-ბათუმის რეისზე
თელ-ავივი – ბათუმის ავიარეისმა აეროპორტში დაშვება რამდენიმე საათით დააგვიანა. ისრაელის ავიაკომპანია “El Al”-ის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში 7 საათის დაგვიანებით დაჯდა. მანამდე გამოფრენიდან მალევე ის ავარიულად დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში. გავრცელებული ინფორმაციით, იძულებითი დაშვების მიზეზი ერთ-ერთი ძრავის გადახურება გახდა. „აფრენიდან დაახლოებით 15 წუთში პილოტმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ვითარება კრიტიკულია და თვითმფრინავი ბენ-გურიონის აეროპორტში უნდა დაბრუნდეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბორტზე ძალიან ცუდი […]
მეუფე იაკობი – “დავით გარეჯში გადავალ და ვინც დამიდგება წინ, ის სამინისტრო აღარ დარჩება“
„ამ დღეებში მე ჩამოვალ და მე ავალ, გადავალ და ვინც დამიდგება წინ, ის სამინისტრო აღარ დარჩება,“ – ეს განცხადება, ქორეპისკოპოსმა იაკობმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა. მეუფე იაკობი ჩიჩხიტურის მონასტრისკენ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გზის მშენებლობის დაწყებას და ქართველი მესაზღვრეების მიერ სადავო ძეგლებთან მისასვლელი ბილიკების გადაკეტვას ეხმაურება. მეუფე ამბობს, რომ თავად ჩავა დავით გარეჯის […]
ჯონდი ბაღათურია – “ორი დღის წინ გავიგეთ, რომ ნათიას სიმსივნე აქვს, ორშაბათს თურქეთში მიმყავს””
პოლიტიკოსმა ჯონდი ბაღათურიამ, რომელიც “ქართული დასის” ლიდერია, “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, რომ მის მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. როგორც mshoblebi.ge-სთან საუბარში პოლიტიკოსმა განაცხადა, ნათიას სიმსივნე აღმოაჩნდა. “ორი დღის წინ გავიგეთ, რომ ნათიას სიმსივნე აქვს. ექიმებმა ჯერ ვერ დაადგინეს, სიმსივნე მკერდიდანაა წამოსული თუ ფილტვიდან. 14 წლის წინაც ჰქონდა მკერდზე ეს პრობლემა და მაშინ გადავრჩით. ერთი წელია დადის ექიმებთან, […]









