გორის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
“ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, შეკრებილები არიან იმ სოფლების მცხოვრებლები, სადაც ორი დღის წინ ძლიერი სეტყვა იყო. ქერეს, ტყვიავის, ზარდიაანთკარის და კიდევ რამდენიმე სოფლის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სტიქიამ ისინი მოსავლის გარეშე დატოვა და ხელისუფლებას ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ.
აქციის მონაწილეები გორში სოფლის მეურნეობის მინისტრის ჩასვლას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან. ცნობისთვის, გორის 20-მდე სოფელს ძლიერმა სეტყვამ 2 დღის წინ გადაურა.

