საემიგრაციო იურიდიული ფირმა “INNA KOGAN B.A, L,L,B”-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში მსურველებს კანადაში ლეგალურ ემიგრაციას სთავაზობს. როგორც “საქმიან დილაში” კომპანიის დამფუძნებელმა ინნა კოგანიმ განაცხადა, ლეგალური ემიგრაცია შესაძლებელია Express Entry-ის პროგრამით. მისი თქმით, საქართველოში უკვე გაიხსნა ინნა კოგანის სახელობის საემიგრაციო იურიდიული კომპანიის მეშვიდე ფილიალი, რომელიც მსურველებს საშუალებას მისცემს, კანადაში ლეგალურად იცხოვრონ, დროებითი სამუშაო ნახონ და სურვილისამებრ, უპრობლემოდ […]
კატეგორია: საზოგადოება
საქართველოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის,უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ისა. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, ქრისტე აღდგა! ,,მოდით და ნახეთ გოლგოთა, სადაც ეშმაკი სასიკვდილოდ დაიჭრა და სიკვდილი განქარდა, მოდით და ნახეთ აკლდამა, სადაც დადგინდა ჩვენი […]
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლიიერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:32 საათზე გადმოვიდა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც. მოციქულთა და […]
დღეს 23:00 საათიდან 28 აპრილის 04:00 საათამდე მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 27-28-29 აპრილს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გარკვეულ საათებში უფასო იქნება. როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დადგენილია 8 მარშრუტი, საიდანაც მოქალაქეებს გადაადგილება შეეძლებათ. „აღდომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილს, ღამის 23:00 საათიდან 28 აპრილის 04:00 საათამდე, მეტროს მომსახურება იქნება უფასო, ასევე გახანგრძლივდება სამუშაო დღე 04:00 საათამდე. რაც შეეხება […]
მამა გიორგი მამალაძეს შეწყალებაზე უარი უთხრეს _ დეკანოზის ოჯახი აქციებს აანონსებს
რამდენიმე კვირიანი შესვენების შემდეგ ციანიდის საქმე კვლავ აქტუალური გახდება. დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები სერიოზული აქციების მოწყობის პირობას დებენ. ისინი ამ გადაწყვეტილებამდე გუშინ, 25 აპრილს, მივიდნენ. ამ დღეს გახდა ცნობილი იმ პატიმრების ვინაობა, ვინც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სააღდგომოდ შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არ აღმოჩნდა დეკანოზი გიორგი მამალაძე. არადა ოჯახს იმედი მისცეს, რომ მამა გიორგის სააღდგომოდ შეიწყალებდნენ. […]
პრეზიდენტმა 19 პატიმარი შეიწყალა
პრეზიდენტმა 19 პატიმარი შეიწყალა, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა. მისივე თქმით, ასევე შეწყალებულია 23 პირობითი მსჯავრდებული. „სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში შეიწყალა 19 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, აქედან 2 ქალბატონი. ისინი დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ. ასევე, პრეზიდენტმა შეიწყალა 23 პირობითი მსჯავრდებული, აქედან 2 ქალი. 21 პირობითი […]
უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა აზერბაიჯანელმა მოსაზღვრეებმა გახსნეს
დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი მონაკვეთი, რომელიც აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს ჰქონდათ გადაკეტილი, გახსნილია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა განუცხადა, ამ დროისთვის მომლოცველებს, ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს მონასტრამდე გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ. ცნობისთვის, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ცნობით, სამი დღის განმავლობაში აზერბაიჯანელებს უდაბნოს მონასტერი გადაკეტილი ჰქონდათ და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებდნენ. ფაქტთან […]
ბათუმში ელექტრომობილების მეპატრონეებმა შიმშილობა დაიწყეს
ბათუმში ელექტრომობილების მეპატრონეებმა შიმშილობა დაიწყეს. მოშიმშილეებმა კარვები ბულვარში გაშალეს. ისინი აცხადებენ, რომ ელექტრომობილები მათი შემოსავლის ერტადერთი წყაროა და ამით ოჯახებს არჩენენ. ელექტრომობილების მეპატრონეები მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ ის გადაწყვეტილებ გააუქმოს, რომლის მიხედვითაც, ბათუმის ბულვარში ელექტრომობილებით მუშაობა იკრძალება. მეტრონომი
საბერძნეთიდან ქართველების გაძევებას აპირებენ – “გვექცევიან, როგორც მათხოვრებს”
საბერძნეთის ხელისუფლება საქართველოს ათობით მოქალაქეს დეპორტაციისთვის ამზადებს – ამის შესახებ “კურიერს” საბერძნეთიდან შეატყობინეს. „კურიერს“ ერთ-ერთ ემიგრანტი დაუკავშირდა. როგორც ათენში მცხოვრები ქართველი ამბობს, ის ამ დროისთვის ათენის ე.წ. სადეპორტო თავშესაფარში იმყოფება და ქვეყნიდან გამოძევებას ელოდება. მისი თქმით, პირობები არის საკმაოდ გაუსაძლისი და ათობით ქართველი საბერძნეთიდან გამოძევების მოლოდინშია. ქართველი ემიგრანტის თქმით, პოლიტიკურ თავშესაფარზე საბერძნეთის უარი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებამ გამოიწვია. მისივე განცხადებით, როდესაც საქართველოს […]
რატომ ქვია სუსი ლევან ჯიბღაშვილის კომპანიას
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული მსახიობი, ლევან ჯიბღაშვილი “რექციაში” სტუმრობისას მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა. ბიზნესმენი ამბობს, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში არაერთი ცილისწამება გაჟღერდა. მსახიობი და ბიზნესმენი არ უარყოფს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მეგობრობას, თუმცა აცხადებს, რომ მათ ურთიერთობას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არანაირი კავშირი არ ჰქონია. “ამოიღეს ჩემი კომპანიების ჩამონათვალი, სადაც იყო ერთ-ერთი […]










