როგორ დავსაქმდეთ კანადაში ლეგალურად? – საემიგრაციო ფირმის შეთავაზება ქართველებს

როგორ დავსაქმდეთ კანადაში ლეგალურად? - საემიგრაციო ფირმის შეთავაზება ქართველებსსაემიგრაციო იურიდიული ფირმა “INNA KOGAN B.A, L,L,B”-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში მსურველებს კანადაში ლეგალურ ემიგრაციას სთავაზობს.

როგორც “საქმიან დილაში” კომპანიის დამფუძნებელმა ინნა კოგანიმ განაცხადა, ლეგალური ემიგრაცია შესაძლებელია Express Entry-ის პროგრამით.

მისი თქმით, საქართველოში უკვე გაიხსნა ინნა კოგანის სახელობის საემიგრაციო იურიდიული კომპანიის მეშვიდე ფილიალი, რომელიც მსურველებს საშუალებას მისცემს, კანადაში ლეგალურად იცხოვრონ, დროებითი სამუშაო ნახონ და სურვილისამებრ, უპრობლემოდ დაბრუნდნენ სამშობლოში.

“წარმოდგენილია, როგორც სტუდენტური, ასევე სამუშაო პროგრამები. სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, ტარდება კონკურსი და სტუდენტის შერჩევა ხდება მათი ინგლისური ენის ცოდნის ხარისხის მიხედვით. ამ პროგრამის ფარგლებში მონაწილეობა შეუძლიათ, მხოლოდ ახალგაზრდა თაობას, ხოლო რაც შეეხება სამუშაო პროგრამას, 25-დან 40 წლამდე დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ ჩართვა. სამუშაო ვიზის მიღება დამოკიდებულია კვალიფიკაციასა და ინგლისური ენის ცოდნის ხარისხზე”, – აცხადებს კოგანი.

კანადაში ლეგალური დასაქმების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ გვერდზე: https://www.facebook.com/pg/NewPossiibility/about/?ref=page_internal

ბიემჯი