კატეგორია: საზოგადოება

მეუფე ანტონი – ქვეყნის დალაგება ჩვენი საკითხი არ არის

მეუფე ანტონი - ქვეყნის დალაგება ჩვენი საკითხი არ არის

“აქამდე არ უნდა მოსულიყო საქმე. როგორც ჩანს, მთავრობას რაღაც გამოეპარა. ბევრი პრობლემებია – აგერ რუსეთი, აგერ.. სასულიერო პირი ვარ და ვერ განვსჯი სასულიერო უწყებებს. ქვეყნის დალაგება ჩვენი საკითხი არ არის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვტკივა. ჩვენ ისეთივე მოქალაქეები ვართ ამ ქვეყნისა, როგორც თითოეული თქვენგანი. ჩვენ, რომ სასულიერო პირები ვართ, რომ ეს არ […]

7-9 მაისს რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

7-9 მაისს რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის სახანძრო-სავენტილაციო სისტემების შემოწმება-შესწავლის სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, 2019 წლის 7 მაისიდან 9 მაისის ჩათვლით, დროის გარკვეულ პერიოდში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. კერძოდ: 7 მაისს 22:00 სთ-დან 8 მაისის 08:00 სთ-მდე, 8 მაისს 22:00 […]

მეუფე გიორგი – “დავით გარეჯი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი… ჩვენი მეზობელი სახელმწიფო უხეშად არღვევს ჩვენს საზღვრებს”

მეუფე გიორგი - "დავით გარეჯი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი... ჩვენი მეზობელი სახელმწიფო უხეშად არღვევს ჩვენს საზღვრებს"

ვითარება დავით გარეჯში და კიდევ ერთი სასულიერო პირის განცხადება. დავით გარეჯის ლავრაში მიტროპოლიტ იობის მიერ წირვის ჩატარებისა და სკანდალური ქადაგების შემდეგ განცხადებას, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი აკეთებს. ეპისკოპოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ მეზობელი სახელმწიფო უხეშად არღვევს საქართველოს საზღვრებს და არ ითვალისწინებს იმას, რომ დავით გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველოს განუყოფელი ნაწილი. მიტროპოლიტი გიორგი იმედს გამოთქვამს, რომ აზერბაიჯანი […]

 საპატრიარქო ემიჯნება სასულიერო პირების მხრიდან გამწვავების მცდელობას და შეურაცხმყოფელ განცხადებებს

 საპატრიარქო ემიჯნება სასულიერო პირების მხრიდან გამწვავების მცდელობას და შეურაცხმყოფელ განცხადებებს

საქართველოს საპატრიარქო დავით გარეჯთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “ბოლო პერიოდში დავით გარეჯთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა ხალხის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია და უკვე არაერთმა ადამიანმა დააფიქსირა პოზიცია. ჩვენც ვაცხადებთ, რომ აღნიშნული კომპლექსი უდიდესი სიწმინდეა, ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია და საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს მის დასაცავად. გვინდა საზოგადოებას ასევე ვუთხრათ, რომ ამ თემაზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება […]

საქართველოში შუქის მიწოდება მთლიანად აღდგა

საქართველოში შუქის მიწოდება მთლიანად აღდგა

ამ დროისთვის ავარია სრულად ლიკვიდირებულია და მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „დღეს, 18:11 წუთზე ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამ დროისთვის, ავარია სრულად ლიკვიდირებულია და მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება“, – […]

დიდი ავარია საქართველოს ენერგოსისტემაში – გაითიშა ხაზი ”იმერეთი”, ქვეყნის დიდ ნაწილში შუქი ჩაქრა

დიდი ავარია საქართველოს ენერგოსისტემაში - გაითიშა ხაზი ”იმერეთი”, ქვეყნის დიდ ნაწილში შუქი ჩაქრა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზის „იმერეთი“ ავარიულად გათიშვის გამო, საქართველოს დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. “დღეს,18:11 წუთზე ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი იმერეთი. რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია” – აღნიშნულია გავცელებულ ინფორმაციაში.

მაია სტეფნაძე – “ტელეიმედმა სამსახურიდან გამომაგდო ქისტების მხარდაჭერის გამო” – ვიდეო

მაია სტეფნაძე - "ტელეიმედმა სამსახურიდან გამომაგდო ქისტების მხარდაჭერის გამო" - ვიდეო

მაია სტეფნაძემ ფეისბუქში დაწერა: “ტელეკომპანია ,,იმედის,, დირექტორს, გიორგი კალანდარიშვილს და ამ ხელისუფლებას მაგრად არ გაუმართლა, რომ მე ზუგდიდელი ქალბატონის, ია კერზაიასავით გული არ გამისკდა. მე გადავრჩი და ეხლა ვეღარ გამაჩუმებთ! თქვენ გაბედეთ და სამსახურიდან გამომაგდეთ ,,ფეისბუქზე,, დადებული პოსტის გამო, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში მთავრობის ანტისახელმწიფოებრივი, დანაშაულებრივი, ქვეყნის ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი შეფასების გამო, იმის გამო, […]

“ამდენი დიდი ხანია არ მიტირია” – როგორ განიცდის და ელოდება შვილის დაბადებას ქართველი მამა – ვიდეო

"ამდენი დიდი ხანია არ მიტირია" - როგორ განიცდის და ელოდება შვილის დაბადებას ქართველი მამა - ვიდეო

პირველის შვილის დაბადება და ყველაზე ემოციური კადრები – ქართველმა წყვილმა თავიანთი ისტორია ორსულობის დადგენიდან პატარას დაბადებამდე აღბეჭდა. https://www.facebook.com/GaguaClinic/videos/678264352608162/

მაკა ჩიჩუა ტელეწამყვანი ხდება

მაკა ჩიჩუა ტელეწამყვანი ხდება

ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ტელეგადაცემას წაიყვანს. ამის შესახებ ტელეარხ “მესამეზე“ გავრცელებული ანონსიდან ხდება ცნობილი. “მე პირადად სათქმელი მართლაც,  ბევრი დამიგროვდა. გადავწყვიტე, ამ თემებზე მესამეზე ვისაუბრო”, –  მაკა ჩიჩუა მაყურებელს მიმართავს და ახალ გადაცემას აანონსებს. რა ფორმატის გადაცემას წაიყვანს ყოფილი პირველი ლედი და როდიდან ამ  ეტაპზე ცნობილი არ არის. ნიუსრეპორტი

ბერა ივანიშვილმა ნატანებში 382 ათას 508 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა

ბერა ივანიშვილმა ნატანებში  382 ათას 508 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა

საყოველთაო სიღარიბის პარალელურად, ბიზნეს-მონოპოლიების, კორუფციული სქემების, საბიუჯეტო სახსრების გამოყენებითა და სხვადასხვა სახის მაქინაციებით, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი სულ უფრო და უფრო მეტად მდიდრდება. მაშინ, როდესაც ასეულობით ათასი ბავშვი შიმშილის ზღვარზეა,  ოლიგარქის ოჯახის წევრები იაფად და სამთავრობო რესურსების გამოყენებით ყიდულობენ სახელმწიფო ქონებას, მიწის ნაკვეთებს, შენობა-ნაგებობებსა და საუკეთესო ადგილებს… ისინი ისაკუთრებენ ბოტანიკურ ბაღებს, სანაპირო ზოლის მრავალ კილომეტრს, ისტორიულ […]