რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევიდან მწყემსი გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, 45 წლის გოჩა ფიდიური სოფლის მიმდებარედ ოკუპანტებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის საქონელს აძოვებდა. ოკუპანტები მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან.
კატეგორია: საზოგადოება
15 წლის შალვა შიმშილმა თვითმკვლელობამდე მიიყვანა – ვიდეო
ბავშვი, რომელმაც გაჭირვებას ვერ გაუძლო – შიმშილმა 15 წლის შალვა თვითმკვლელობამდე მიიყვანა. არასრულწლოვნის შემზარავი ისტორია საქართველოდან. „შაბათის კურიერში“ დღეს ვიხილავთ ისტორიას მოზარდზე, რომელსაც შიოდა, მაგრამ დახმარების თხოვნის სცხვენოდა. ხელისუფლება კი გვეუბნება, რომ 5 სულიანი ოჯახისთვის თვეში 361 ლარი საკმარისია. https://www.facebook.com/rustavi2/videos/337364886807128/
აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე გადააყენეს
აჭარის ტელევიზიის გენერალურ დირექტორს, ნათია კაპანაძეს მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტი გამოუცხადა. ამის მომხრე ოთხი მრჩეველი იყო, წინააღმდეგი – ერთი. კაპანაძე ტელევიზიის დირექტორად 2016 წელს დაინიშნა სამი წლით. ვადის ამოწურვამდე მას ექვსი თვე ჰქონდა დარჩენილი. 2017 წლის აგვისტოში მას აჭარის ტელევიზიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა მალხაზ ბოლქვაძემ პროკურატურაში უჩივლა. “ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის მოთხოვნა უპირისპირდება აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობას”
ხათუნა ხოფერია გულის შეტევით საავადმყოფოში მოხვდა
საფრანგეთში 49 წლის მარინა დოლიძე გარდაიცვალა – “მისი 7 წლიანი სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა უცხო მიწაზე… მიწა არ მინდა, დამაყარეთ ცრემლები წრფელი”
შოთო სიხარულიძემ ფეისბუქში დაწერა: კუბო არ მინდა ჩამაწვინეთ თქვენს სიყვარულში შემომახვიეთ მოგონება ყველასი თქვენი შუბლზე მაკოცეთ მაგრძნობინეთ ბოლოჯერ სითბო მიწა არ მინდა დამაყარეთ ცრემლები წრფელი <3 საფრანგეთში გარდაიცვალა მარინა დოლიძე ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე უკეთილშობილესი ქალბატონი, მისი 7 წლიანი სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა, დასრულდა უცხო მიწაზე…. შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. უფალმა სამოთხის კარი გაგიღო […]
ქართველები საფრანგეთში ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ – კარვების ქუჩა მონპელიეში
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოდან საფრანგეთის მონპელიეში უკიდურესი გაჭირვების გამო გაიქცნენ, ღამეს ღია ცის ქვეშ ათევენ. ქუჩას “ქართველების კარვების” ქუჩა შეარქვეს. მონპელიეში „კურიერის“ ჟურნალისტი ჩავიდა და საქართველოს მოქალაქეებს ესაუბრა. მცირეწლოვან ბავშვებს ასფალტზე სძინავთ, არ აქვთ საპირფარეშო, აბაზანა, საკვები. ქართველი ემიგრანტები იბრძვიან გადარჩენისთვის და ცდილობენ, ევროკავშირის წევრი ქვეყანა დაარწმუნონ, რომ თავშესაფარი მისცეს. მათი თქმით, საქართველოს დატოვება უმძიმესი ეკონომიკური […]
ყვარელში ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გარდაიცვალა
სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ ცხინვალში გასტროლებს გამართავს
რუსი მსახიობის, სერგეი ბეზრუკოვის თეატრალური დასი ოკუპირებულ ცხინვალში გასტროლებს გამართავს. ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავრცელებენ. ბეზრუკოვის თეატრი ცხინვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მიწვევით ჩადის. დასი, რომელსაც ბეზრუკოვი ხელმძღვანელობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში სავარაუდოდ აგვისტოში ჩავა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ამჟამად ცხინვალში თეატრალური დასის სხვა ხელმძღვანელები და ტექნიკური პერსონალი იმყოფება, რომლებიც გასტროლების დეტალების შესახებ მოლაპარაკებებს მართავენ. პირველი რადიო
იტალიაში 36 წლის თამარ დარჩია გარდაიცვალა – “6 თვე საქართველოსგან შორს ყოფნას ვერ გაუძლო შენმა გულმა”
შოთო სიხარულიძემ ფეისბუქში დაწერა: “გარდაიცვალა ემიგრანტი 36 წლის თამარ დარჩია იტალიაში…. მეხის გავარდნას ჰგავდა შენი უეცარი გარდაცვალება. (ეს ფოტო ხომ შორენამ 16 აპრილს გადაგიღო) ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? 6 თვე საქართველოდან და ოჯახისგან შორს ყოფნა ვერ გაუძლო შენმა პატარა მაგრამ საოცრად დიდმა და კეთილმა გულმა… […]
საუდის არაბეთიდან გაქცეული დები საქართველოში დახმარებას ითხოვენ
საუდის არაბეთიდან გაქცეული დები – მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები აცხადებენ, რომ საქართველოში იმყოფებიან. ისინი „ტვიტერში“ ვიდეომიმართვებს აქვეყნებენ და გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს დაცვას სთხოვენ. „ჩვენ საუდელი დები ვართ, ჩემი სახელია მაჰა და ჩემი დის – ვაფა. ჩვენ საფრთხეში ვართ, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება, რათა ჩვენი ხმა მივაწვდინოთ. ჩვენ გვინდა ქვეყანა, რომელიც მიგვიღებს და დაიცავს ჩვენს უფლებებს. გთხოვთ, დაგვეხმარეთ. […]










