რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევიდან მწყემსი გაიტაცეს.
არსებული ინფორმაციით, 45 წლის გოჩა ფიდიური სოფლის მიმდებარედ ოკუპანტებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის საქონელს აძოვებდა.
ოკუპანტები მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან.

