უზნაძის 49 ნომერში, კარდიოლოგიური განყოფილების ყოფილ შენობაში დევნილები შეიჭრნენ. როგორც ადგილიდან imedinews-ის ჟურნალისტი იუწყება, შენობაში შეჭრილები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ. კარდიოლოგიური განყოფილების ყოფილ შენობაში ამ დრომდე დევნილების 7 ოჯახი ცხოვრობდა. ახლა კი 10 ოჯახი შეიჭრა. ამ დროისათვის დევნილებთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია იმყოფება. […]
კატეგორია: საზოგადოება
ლუბა ელიაშვილი – “ბიძინა ივანიშვილს ვაფრთხილებ, ნუ ამალაპარაკებს… ინვალიდი ვარ მისი წყალობით“
ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი მეუღლე შალვა შავგულიძე მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი გახდება. როგორც „2020NEWS“ ელიაშვილმა განუცხადა, მეუღლის გადაწყვეტილება, არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, თავიდანვე დადებითად შეაფასა. ლუბა ელიაშვილი: – მთაწმინდაზე გაიზარდა ჩემი ოჯახის ორი თაობა. შალვას იცნობს მთელი თბილისი, ჩემს შვილებსაც დიდი სამეგობრო ჰყავთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ შალვას დიდი შანსი აქვს, რომ 19 მაისის არჩევნები მოიგოს. – […]
ხარაგაულში სოფლები დაიტბორა – ვიდეო
ძლიერი წვიმების შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შეიქმნა. წყალმოვარდნების შედეგად დაიტბორა გზები და სანიაღვრე არხები. ამ დროისთვის ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად მოძრაობა შეზღუდულია ვანი-სხლითის დამაკავშირებელ გზაზე. პრობლემები შეიქმნა ადიდებული მდინარე ჯიხველას გამო. მდინარის ადიდების შედეგად სანიაღვრე არხმა წყალი აღარ გაატარა და მიმდებარე საცხოვრებელი სახლი დატბორა. მერიის ინფორმაციით, გაიწმინდა მდინარის კალაპოტი. ადგილზე შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, […]
„დაიხუროს „რუსთავი 2“ – ტელეკომპანიასთან პოლიციაა მობილიზებული
„რუსთავი 2-ის“ შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სამაუწყებლო კომპანიის სარედაქციო პოლიტიკას აპროტესტებენ. ამ წუთებში სამაუწყებლო კომპანიის შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. აქციაზე შეკრებილები „რუსთავი 2-ს“ დახურვას ითხოვენ. მათ აქციაზე მიიტანეს პლაკატები სახელწოდებით „დაიხუროს „რუსთავი 2“. აქციის მონაწილეები საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ “რუსთავი 2-ს“ ინტერვიუები არ მისცენ. მოქალაქეთა ჯგუფი, რომელიც სამაუწყებლო კომპანიასთან საპროტესტო აქციას მართავს, ხელისუფლების გადადგომასაც ითხოვს. […]
გორელმა კაცმა, პროტესტის ნიშნად, მოხუცი დედა სოციალური მომსახურეობის სააგენტოში დატოვა
გორელმა კაცმა, პროტესტის ნიშნად, მოხუცი დედა სოციალური მომსახურეობის სააგენტოში დატოვა. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, სწორედ ამიტომ, სოციალურ სააგენტოში პოლიცია გამოიძახეს. არჩილ ჭულუხაძის განცხადებით, მისი 70 წლის დედა სააგენტოში პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც მოხუცს, ასაკობრივი პენსია შეუწყვიტეს. ნანა ჭულუხაძე ნერვიულობის ნიადაგზე, სოციალურ სააგენტოში ცუდად გახდა, რის შემდეგაც, სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაიყვანეს. „სოციალურში დავტოვე და ვუთხარი: […]
ივანიშვილის ”პანორამა თბილისის” მშენებლობა შეაჩერეს
”პანორამა თბილისის” მშენებლობა დროებით შეჩერებულია – ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების სამსახურმა მიიღო. უწყების წარმომადგენლებმა შემთხვევის ადგილი გვიან ღამით დატოვეს. ბიძინა ივანიშვილის კომპანიის შესახებ დასკვნა, რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი, თუმცა პირველადი ინფორმაციით, მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო, რაც სამი ახალგაზრდის სიმაღლიდან ჩამოვარდნის მიზეზი გახდა. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის ბრალეულობა დადგინდება მას 10 ათას ლარამდე […]
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მეუღლე, შვილი და რძალიც დაასაქმა
მაშინ, როდესაც რუსთავში ადამიანთა უმრავლესობას უკიდურესად უჭირს და ბევრი კომპეტენტური კადრი უშედეგოდ ეძებს სამსახურს, ჩინოვნიკები ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ნათესავებს სრულიად უპრობლემოდ ნიშნავენ მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე. პრესა.ჯი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ნინო ქავთარაძის მაგალითზე წარმოგიდგენთ ნეპოტიზმის იმ ტენდენციას, რომელიც პრობლემებით დახუნძლულ და სიღარიბით სავსე ქალაქშია გაბატონებული. მაშ ასე: ქართული ოცნების მხარდამჭერი, ნინო ქავთარაზე, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის […]
ვინ არის 27 წლის მამაკაცი, რომლის ცხედარიც მტკვარმა გამორიყა
თბილისში დღეს დილით მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. დაღუპული 27 წლის არტურ პეტროსიანია, რომელსაც ოჯახი 3 აპრილიდან ეძებდა. ოჯახის წევრების თქმით, არტურს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და მათთან კამათის შემდეგ სახლიდან გაიქცა. წინასწარი ინფორმციით, ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კახა კალაძე – მივესალმები, რომ ტაქსის მძღოლები პოლიტიკურ პარტიებს გაემიჯნენ
„მივესალმები, რომ ტაქსის მძღოლები პოლიტიკურ პარტიებს გაემიჯნენ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. ის გამოეხმაურა ტაქსის მძღოლების განცხადებას, რომ ისინი პოლიტიკურ ძალებს პოლიტიკურ თამაშებში არ აყვებიან. „ტაქსის მძღოლების განცხადება მოვისმინე და მივესალმები, რომ ისინი გაემიჯნენ პოლიტიკურ პარტიებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არაერთი კომუნიკაცია გვქონდა და ერთი შეთანხმება, რასაც მივაღწიეთ, არის ის, რომ თეთრი ფირის გადაკვრის […]
მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში შეუძლოდ გახდა
პარლამენტში მყოფი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა, რის გამოც ის შენობიდან გაიყვანეს. მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს დილით პარლამენტის ბიუროს სხდომათა დარბაზთან მივიდა. როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, მისი საკანონმდებლო ორგანოში მისვლის მთავარი მიზანია, პარლამენტში დროულად შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საკითხებს შეისწავლის და შესაბამის დასკვნას გამოაქვეყნებს. მალხაზ მაჩალიკაშვილი აღნიშნავს, რომ მისი […]










