ვინ არის 27 წლის მამაკაცი, რომლის ცხედარიც მტკვარმა გამორიყა

ვინ არის 27 წლის მამაკაცი, რომლის ცხედარიც მტკვარმა გამორიყათბილისში დღეს დილით მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. დაღუპული 27 წლის არტურ პეტროსიანია, რომელსაც ოჯახი 3 აპრილიდან ეძებდა.

ოჯახის წევრების თქმით, არტურს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და მათთან კამათის შემდეგ სახლიდან გაიქცა.

წინასწარი ინფორმციით, ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.