შეკვეთილში ზღვამ დელფინი გამორიყა, რომელიც ტყვიით იყო მოკლული – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “მაესტრო” ავრცელებს და ურთავს ვიდეოს. მარშალპრესი https://www.facebook.com/MaestroTVOfficial/videos/2279070349045203/
კატეგორია: საზოგადოება
ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. სინპტიკოსების ცნობით, 25 თებერვალს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. 25 თებერვალს შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. თბილისში 22-24 […]
“მამა გიორგი მამალაძე შესაძლოა, ციხეში მოკლან ან შეურაცხადად გამოაცხადონ”
“მამა გიორგი მამალაძე შესაძლოა, ციხეში მოკლან ან შეურაცხადად გამოაცხადონ”, – თეოლოგმა მირიან გამრეკელაშვილმა “კურიერთან” საუბრისას განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძე შესაძლოა, ციხეში მოკლან ან შეურაცხადად გამოაცხადონ ამ თემასთან დაკავშირებით თეოლოგმა გაზეთ ბათუმელებს ხმაურიანი ინტერვიუ მისცა და იმ საიდუმლო წერილზე ელაპარაკა, რომელიც მამა გიორგი მამალაძემ ციხიდან ოთხ მღვდელმთავარს გაუგზავნა გამრეკელაშვილს საპატრიარქოში ბევრი სანდო წყარო ჰყავს. ის კულუარულ, ჯერ […]
ილია მეორე წირვის დროს შეუძლოდ გახდა
დავით ჯანდიერი – „მამა გიორგის საავადმყოფოდან გაწერის გადაწყვეტილება მკურნალ ექიმს არ მიუღია“
იურისტ დავით ჯანდიერის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის გაწერის შესახებ გადაწყვეტილება არა მისმა მკურნალმა ექიმმა, არამედ პენიტენციალურმა სამსახურმა მიიღო. მისი თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლის ოქმში მკურნალმა ექიმმა განაცხადა, რომ მას პაციენტის გაწერის გადაწყვეტილება არ მიუღია. მოგვიანებით კი თქვა, რომ ეს პოზიცია შეცვალა. „აქ არ არის საუბარი რაიმე სახის ეჭვებზე. ეს არის დადასტურებული ინფორმაცია, რომელიც დადასტურებულია სახალხო […]
რეჟისორი გია დანელია საავადმყოფოში გადაიყვანეს
ცნობილი რეჟისორი გიორგი დანელია ჰოსპიტალიზებულია. ოჯახის წევრების განცხადებით, 89 წლის რეჟისორის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.საავადმყოფოში ის ფილტვების ანთების დიაგნოზით გადაიყვანეს. მეუღლის განცხადებით, ამ დროისთვის ექიმებმა გიორგი დანელიას სასუნთქი გზების სტაბილიზება შეძლეს და მცირე დადებითი დინამიკა შეინიშნება. გიორგი დანელია 1930 წელს თბილისში დაიბადა. არის რეჟისორი ფილმებისა „მიმინო“, „ქინ-ძა-ძა“, „შემოდგომის მარათონი“ და სხვები. იპნ
ზაზა სარალიძე – ”მე შვილი არ დამიკარგავს. მე ის მელოდება და მივალ მასთან ღირსეულად თავაწეული. მაგრამ მე დავკარგე უნარი, რომ სიკეთისკენ მოვუწოდო ხალხს”
ზაზა სარალიძემ ფეისბუქში დაწერა: ”ბევრი ვიფიქრე ამ ხნის განმავლობაში,ბევრი სხვადასხვაგვარი ომი გადავიტანეთ და უამრავი დამცირება.ათასობით განსხვავებული აზრი მოვისმინე ამ ბრძოლის პერიოდში.ბევრჯერ ვყოფილვარ პიკზე მისული მაგრამ ჩემი შვილები მაძლებინებს. მაძლებინებს ჩემი მოკლული შვილი რომელიც არაკაცებმა დაჩეხეს თავისი მეგობრების და მეგობრობის გულისთვის.მაძლებინებს ჩემი ერთადერთი ქალიშვილი,რომელიც არაადამიანურად მოკლული შვილის საამაყო დაიკო იყო და დღეს უკვე მასთან გატარებული ცხოვრების […]
გრიპის ვირუსით ხულოში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა
ხულოს რაიონულ საავადმყოფში 4 წლის ბავშვი გუშინ დაახლოებით 13:00 საათზე სუნთქვის უკმარისობით შეიყვანეს. საავადმყოფოს პერსონალის განცხადებით, მათ ბავშვის წაბლნარიდან ტრანსპორტირებისთვის, რეანიმობილი გამოიძახეს, თუმცა დაახლოებით 15:00 საათისთვის ბავშვი უკვე გარდაიცვალა. ამის შესახებ „აიპრესი“ წერს. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ იგივე სოფლიდან გუშინ იქ გრიპის ნიშნებით კიდევ 8 ბავშვი მიიყვანეს, თუმცა, მოგვიანებით მშობლებმა ისინი ბათუმში გადაიყვანეს. მედიამალლ.გე
პატრიარქი სტიქაროსან ლევან ბორტიშვილს გამოემშვიდობა – ”ღმერთს უფრო მეტად ჰყვარებია იგი, ვიდრე ჩვენ”
21 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიონის ტაძარში პანაშვიდი გადაიხადა ახლადგარდაცვლილი 23 წლის ლევან ბორტიშვილისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ილია II-ს მთავარი სტიქაროსანი იყო. პანაშვიდი პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად გადაიხადა. პატრიარქი საკუთარ სტიქაროსანს ასე გამოემშვიდობა: “ლევანი, როგორც ანგელოზი, გაგვიფრინდა და გახდა ზეციური სამყაროს, ზეციური საქართველოს მკვიდრი. შევთხოვთ უფალს, დააწესოს მისი უკვდავი სული, სადაცა წმინდანნი და მართალნი […]
დეზერტირების ბაზრიდან ცხენის ხორცი ამოიღეს
თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა ეგრეთ წოდებული დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორცის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის დროს გამოვლინდა შემდეგი შეუსაბამობები: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობები; სხვადასხვა სახეობის ვადაგასული ხორცის, მათ შორის, ცხენის ხორცის, უკანონოდ განთავსების ფაქტები; ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე და ა.შ. ბიზნესოპერატორებს დაეკისრათ კანონით გათვალისწინებული სანქციები. სურსათის ეროვნული სააგენტოს […]










