რეჟისორი გია დანელია საავადმყოფოში გადაიყვანეს

რეჟისორი გია დანელია საავადმყოფოში გადაიყვანესცნობილი რეჟისორი გიორგი დანელია ჰოსპიტალიზებულია. ოჯახის წევრების განცხადებით, 89 წლის რეჟისორის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.საავადმყოფოში ის ფილტვების ანთების დიაგნოზით გადაიყვანეს.

მეუღლის განცხადებით, ამ დროისთვის ექიმებმა გიორგი დანელიას სასუნთქი გზების სტაბილიზება შეძლეს და მცირე დადებითი დინამიკა შეინიშნება.

გიორგი დანელია 1930 წელს თბილისში დაიბადა. არის რეჟისორი ფილმებისა „მიმინო“, „ქინ-ძა-ძა“, „შემოდგომის მარათონი“ და სხვები.

იპნ