მასწავლებლის გლობალური ჯილდოს Global Teacher Prize 2019 -ის ფინალურ ათეულში ქართველი პედაგოგი – ლადო აფხაზავა მოხვდა. 10 ფინალისტის ვინაობა ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა. დაჯილდოების ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ფინალისტი ლადო აფხაზავას ბიოგრაფიაც დევს. იგი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებელია. აფხაზავა სამოქალაქო განათლებას ასწავლის. „მე მიყვარს ჩემი საქმე. ეს მაძლევს შესაძლებლობას, მოვახდინო გავლენა და ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო. მუდმივად ვცდილობ, […]
კატეგორია: საზოგადოება
თამარ ჩერგოლეიშვილი: „მე და ბატონი გია, ბოლო სამი-ოთხი ეთერია ერთად ვართ და ბოლოს, შესაძლოა დავქორწინდეთ კიდეც” – ვიდეო
ხაშურელი ია გელაშვილი ირანში საწმენდი საშუალებების შესუნთქვის შედეგად გარდაიცვალა – “კრიჭა შეეკრა, ვეღარ სუნთქავდა”
ირანში ხაშურელი ქალი გარდაიცვალა. ია გელაშვილი რამდენიმე წელია ემიგრაციაში იმყოფებოდა,ის ოჯახში მომვლელად მუშაობდა. როგორც ოჯახის ახლობელმა ,,პრაიმტაიმს” განუცხადა, გარდაცვალება საწმენდმა საშუალებებმა გამოიწვია. „გარდაცვალების ზუსტი მიზეზი არ ვიცით, როგორც გავარკვიეთ, საწმენდი საშუალებების შესუნთქვის შედეგად არის გარდაცვლილი, ალბათ მოიწამლა. როგორც გვითხრეს ოჯახმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. კრიჭა შეეკრა, ვეღარ სუნთქავდა და გარდაიცვალა,” – განაცხადა ახლობელმა. […]
მყრალი “ნასკების” გამო რუსეთში შესაძლოა ჯარიმა შემოიღონ
მგზავრების მიერ ჰიგიენის წესების უფულვებელყოფა შესაძლოა სარკინიგზო ტრანსპორტში კონფლიქტების მიზეზი გახდეს. ამის შესახებ მედიასთან რუსეთის დუმის ტრანსპოტისა და მშენებლობის კომიტეტის წევრმა ალექსანდრ ვასილიევმა ისაუბრა. მისი თქმით, „მგზავრების ჭუჭყიანი წინდები“ აწუხებს ყველას, ვინც ე.წ პლაცკარტით მგზავრობს და დისკომფორტს იწვევს: „სხვა ქვეყნებში ჯარიმა არის დაწესებული, ჩვენთან კი ეს ვერ მოვახერხეთ, მაგალითად, ის რომ ადამიანს დაავალდებულო, არ მოწიოს […]
მეუფე ანტონი – “ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს ამბავი საზოგადოებამ გაიგოს… ნეტავ, მეც არ გამეგო“ – ვიდეო
მეუფე ანტონმა გადაცემა “რეაქციაში” დეკანოზ გიორგი მამალაძის სკანდალურ წერილთან დაკავშირებით ისაუბრა. „მოვისმინეთ, რომ ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს ამბავი საზოგადოებამ გაიგოს. ნეტავ, მეც არ გამეგო. გვაქვს მოსმენილი განცხადება, რომ ეს ციხის კადრებზე მეტად ძნელი გადასატანი იქნება. გვაქვს მოსმენილი ბედუკაძეობა. მოდი, ვივარაუდოთ, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. სასულიერო პირი იქნება თუ საერო პირის გამოსვლიდან, მრჩება შთაბეჭდილება, რომ […]
ხაშურელ ია გელაშვილს ერაყში გული გაუჩერდა – “ორი პატარა შვილი დატოვა, ვერც გამოეთხოვა ბოლო წუთებში”
სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ წერენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული 37 წლის, ია გელაშვილია, რომელიც ერაყში სამუშოდ იმყოფებოდა და მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. გთავაზობთ საფრანგეთში მცხოვრები დიანა ჭანკოტაძის პოსტს, რომელიც ახალგაზრდა ქალის შესახებ წერს. “გუშინ, ერთი ხაშურელი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა ემიგრაციაში.გული გაუჩერდაო. ორი პატარა შვილი დატოვა, ისე რომ ვერც კი გამოეთხოვა ბოლო წუთებში. მე არ […]
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიდან პაციენტი დაიკარგა
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიდან პაციენტი გაუჩინარდა. როგორც ირკვევა, 77 წლის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ გვიან ღამით, გულის უკმარისობით მოათავსეს, დღეს დილით კი საავადმყოფოდან გაუჩინარდა. პაციენტს ახლობლები და ოჯახის წევრები ეძებენ. როგორც “კვირას” ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ცირა აბულაძემ განუცხადა, პაციენტს გუშინ და დღეს დილით ყველა შესაბამისი სამედიცინო ღონისძება ჩაუტარდა, თუმცა მან საავადმყოფო თვითნებურად დატოვა. “ეს […]
გორელმა რობერტ მშვიდობაძემ პუტინთან ერთად ივარჯიშა
ორენბურგის ოლქის ძიუდოს ფედერაცია აქვეყნებს ფოტოებს, რომლებზეც რუსეთის ნაკრებში მოასპარეზე, წარმოშობით გორელი სპორტსმენი, რობერტ მშვიდობაძე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთადაა გადაღებული. ფედერაციის ინფორმაციით, რობერტ მშვიდობაძე სოჭში რუსეთის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს და გერმანიაში გასამგზავრებლად ემზადება. 22-24 თებერვალს გაიმართება დიუსელდორფის გრანდ სლემი, სადაც მშვიდობაძე რუსეთის სახელით 60 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს. „რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მსოფლიო რეიტინგის […]
მარინა გელანტია – “დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულტი არ დაუდასტურდა, მარჯვენა ხელ-ფეხი პარალიზებული აქვს”
მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულტი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილე მარინა გელანტიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ექიმის ინფორმაციით, ზუსტი დიაგნოზის დასადგენად პაციენტისთვის დამატებითი კვლევების ჩატარება გადაწყდა, რომელიც განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას. „გუშინ საღამოს ჩატარდა კონსილიუმი. კონსილიუმში ჩვენი კლინიკის ექიმებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს რესპუბლიკაში ამ დარგში ცნობილმა სპეციალისტებმა. მათ შეაფასეს პაციენტის მდგომარეობა და […]
ჩინური ენის სწავლება სკოლებში მე-5 კლასიდან დაიწყება
სკოლებში, ჩინური ენის სწავლება, სავარაუდოდ, 2019-2020 სასწავლო წლებიდან დაინერგება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, სკოლების სურვილის შემთხვევაში, ჩინური ენა სასწავლებელში მეორე უცხოურ ენად შევა. უწყების ინფორმაციით, ჩინური ენის მეორე უცხოურ ენად არჩევის შესაძლებლობა ნებისმიერ საჯარო სკოლას მე-5 კლასიდან ექნება. „ჩინურ ენასთან დაკავშირებით, შარშან დაიწყო მუშაობა, შემუშავდა სტანდარტი. უკვე შემუშავებულია ასევე პროგრამა. […]









