კატეგორია: საზოგადოება

დიდი დიღმის მესამე მიკროში 2 მილიონად პარკი მოეწყო

საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონის დასაწყისში პარკის მოწყობა დასრულდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 14 700 კვ.მ ფართობზე ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მეორე და მესამე მიკრორაიონებს შორის, ე.წ. წრესთან მდებარე ტერიტორია, სადაც ძველი სპორტული მოედანი არსებობდა, გასხვისებული იყო და რამდენიმე მესაკუთრე ჰყავდა, მაგრამ მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მოხდა მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა და ტერიტორია ქალაქს დაუბრუნდა. […]

კოვიდ კლინიკები პაციენტებით გადაიტვირთა

კოვიდ მიმღებ კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის განკუთვნილი საწოლები დატვირთულია. აღნიშნულის მიზეზი, ბოლო 1 კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაა. „ინტერპრესნიუსი“ თბილისში მოქმედ რამდენიმე კოვიდ კლინიკას დაუკავშირდა. როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განმარტავენ, კლინიკებში კოვიდ-პაციენტთათვის განკუთვნილი საწოლები არათუ დატვირთული, გადატვირთულია. კლინიკაში იმაზე მეტი კოვიდ-პაციენტია მოთავსებული, ვიდრე ეს საწოლ-ფონდით იყო გათვალისწინებული. „პაციენტების უმეტესი საშუალო სიმძიმის არის, […]

კორონავირუსი ისევ გააქტიურდა

კორონავირუსი გააქტიურდა – ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ომიკრონის ორი ქვეტიპის ცირკულირებაზე საუბრობს. ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარება განსაკუთრებით შეცვლილია ბოლო კვირის განმავლობაში, ეს კი ომიკრონის ორი ქვეტიპის, BA.4 და BA.5-ის გავრცელებას უკავშირდება, რომელიც უკვე 60%-ით არის დომინანტი საქართველოში. BA.4 და BA.5 მისი წინამორბედისგან განსხვავდება იმით, რომ უფრო […]

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, ლაგოდეხთან მიწისძვრა მოხდა. ბიძგები  თბილისის დროით 12:28 საათზე დაფიქსირდა. დღეს, თბილისის დროით 12:28 საათზე, ლაგოდეხთან , სოფელ ზემო ხეჩილთან მოხდა 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. იქამდე, 12:24 საათზე მიწისძვრა იყო რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 1 კმ_ში

თურქეთის კლინიკაში 22 წლის ქართველი გოგონა გარდაიცვალა

თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, თელაველი ახალგაზრდა გარდაიცვალა. 22 წლის მარიამ ხუცაიძეს, საავადმყოფოში, დაახლოებით  ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდნენ. ახალგაზრდა ქალი, საავადმყოფოში უბედური შემთხვევის გამო მოხვდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მეგობართან ერთად დასასვენებლად მყოფი გოგონა აივნიდან გადავარდა. დაცემის შედეგად თავის ტრავმა მიიღო. თითქმის ერთთვიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა, წუხელ გარდაიცვალა. გარდაცვლილს თელავში, სავარაუდოდ, ხვალ გადაასვენებენ.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ცნობით, დღეს, თბილისის დროით 14:10 საათზე, სოფელ მამიშლართან მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიდიდე  3.1 (ml) მაგნიტუდას შეადგენდა.

მიხეილ ცაგარელი – “29 ივნისი ფულის მოზიდვის დღეა”

“29 ივნისს ახალმთვარეობაა. ფინანსების მოსაზიდად  ძველი, მამაპაპური რიტუალის გამოყენება შეგიძლიათ” – ამბობს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი. მისი რეკომენდაცია ასეთია: “ლითონის ფული გარეთ გაიტანეთ, მთვარეს აჩვენეთ, სადმე დადეთ, რომ მთვარემ დაინახოს და ახალი ფინანსური შემოსავალი მოიტანოს.” – ამბობს ასტროლოგი. პრაიმ ტაიმი

„65 წლის რომ ვიქნები, კიდევ კობახიძეს უნდა ვუყურო?“ – ნინო ქათამაძე

საქართველოს არასოდეს არ ეშინოდა ბრძოლის და რა შეგვჭამეს, თუ საბრძოლველია რატომ არ უნდა იბრძოლოს ქვეყანამ – ამის შესახებ მომღერალმა ნინო ქათამაძემ განაცხადა. როგორც მომღერალი ამბობს, არჩევანი არ გვაქვს, საით უნდა წავიდეთ, ჩვენ ერთადერთი გზა გვაქვს, უნდა წავიდეთ წინ. „65 წლის რომ ვიქნები კიდევ კობახიძეს უნდა ვუყურო? ჩვენ ქვეყანას სჭირდება თავისუფლება, განვითარება, მეცნიერება, კულტურა და არავითარი […]

კალაძე – „მერია 2 და 3 ივლისს სამგორის რაიონში საკონცერტო საღამოებზე გეპატიჟებათ“

თბილისის მერის, კახა კალაძის სიტყვებით, მუსიკალური პროექტი თბილისის ცის ქვეშ გრძელდება – კონცერტები ამჯერად სამგორის რაიონში, 2 და 3 ივლისს გაიმართება. „პროექტი თბილისის ცის ქვეშ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, უამრავი ადამიანი ესწრება. პროექტის ფარგლებში, ესტრადის წარმომადგენლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში კონცერტები გამართონ. პროექტი გრძელდება და ამჯერად, სამგორის რაიონს ვეწვევით, სადაც 2 და 3 […]

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისქვეშა ბიძგები სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით 07:49 საათზე დაფიქსირდა.