ექიმებმა მარნეულში, კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპული ორსულის ნაყოფის გადარჩენა შეძლეს. ჩვილი ახლა კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. „შემოსვლისას პაციენტი იყო გვამი, დაფიქსირდა ნაყოფის გულისცემა, ერთეული იყო, ნაყოფის გადარჩენის მიზნით სასწრაფოდ შეყვანილ იქნა საოპერაციოში. საკეისრო კვეთის შემდგომ, პარალელურად გრძელდებოდა ქალბატონზეც რეანიმაციული ღონისძიებები, ნაყოფის ამოყვანისას იყო ნაყოფთანაც გულის გაჩერება მაგრამ ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად ბავშვი გადარჩა”, – […]
კატეგორია: საზოგადოება
ჩვენს კოლეგას, ბაქარ ახვლედიანს, საზოგადოების დახმარება სჭირდება
ჩვენს კოლეგას ბაქარ ახვლედიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მას გულის გადანერგვის სასწრაფო ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რისთვისაც საჭიროა 100 000 დოლარი. ბაქარ ახვლედიანის ოჯახს თანხის გადახდის საშუალება არ აქვს. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ანგარიშის შემდეგ ნომრებზე შეუძლიათ : “თიბისი ბანკი”: #GE51TB7642345063300014 (GEL; EURO; USD) “საქართველოს ბანკი”: #GE76BG0000000193632200 (GEL; EURO; USD) paypal.me/GvantsaVashakidze მიმღები: გვანცა […]
ლევან კბილაშვილი დღეს დაკრძალეს
მომღერალი ლევან კბილაშვილი დღეს დაკრძალეს. ქართველი მომღერალი სიონის საკათედრო ტაძრიდან გალობითა და აპლოდისმენტებით 14:00 საათზე გამოასვენეს. ლევან კბილაშვილის სულის მოსახსენებელი პარაკლისი მამა შალვა კეკელიამ აღავლინა. ის უკანასკნელ გზაზე ახლობლებმა, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა გააცილეს. „ჯეოსტარელი“ მომღერლის უდროოდ გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. მისი მეგობრების თქმით, ლევანს კოვიდის შემდეგ ფეხი დაეთრომბა. ის „ჯეოსტარში“ მონაწილეობის დროს ავარიაში […]
„ღმერთმა დაგვიფარა, რომ არ გაგვიტანა ამ მეწყერმა” – რა მოხდა ფშავში
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ფშავში. როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, მაცაცო ნარიმანიძე ადგილიდან იუწყება, პრობლემა შეექმნა მუნიციპალიტეტის თვრამეტივე თემს. „ღმერთმა დაგვიფარა, რომ არ გაგვიტანა ამ მეწყერმა, როცა ქვეშეთიდან ვბრუნდებოდით, რომ ფშავში წავსულიყავით … ისევ სტიქია უკვე მერამდენედ ….. თითქმის 18 თემი ამ მდგომარეობაშია… მადლობა ყველას მოთმინებისთვის“, – წერს მანანო ნარიმანიძე და სტიქიის ზონიდან ვიდეოსა და ფოტოებს […]
უკრაინაში დაღუპული ალუდა ზვიადაური მშობლიურ სოფელში გადაასვენეს
უკრაინაში დაღუპული ალუდა ზვიადაური მშობლიურ სოფელში გადაასვენეს. 42 წლის ქართველი მოხალისე, საგარეჯოს მუნიციპლიტეტის სოფელ გომბორიდანაა. ზვიადაური საქართველოში გუშინ, 25 ივნისს ჩამოასვენეს. ცხედარს თბილისის აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები ელოდებოდნენ. ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ზურგიდან, დაჭრილის გამოყვანის დროს აქვს მიყენებული და ნასროლი აქვს საკონტროლო ტყვიაც. ალუდა ზვიადაური ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში ესტონეთიდან […]
სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს შეხვდა
დღეს, 24 ივნისს სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა და პატრიარქს შეხვდა – ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს: „საქართველოს პრეზიდენტი მის უწმინდესობას ესაუბრა წმ. სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რომში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და აღნიშნა, რომ გუნდის კონცერტს თვითონაც დაესწრება.მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დალოცა ქ-ნი სალომე და წარმატებული ვიზიტი უსურვა.” – წერს საპატრიარქო თავის განცხადებაში.
ტვ პირველის ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას და ოპერატორს დოლიძეზე თავს დაესხნენ
“ფორმულას” ჟურნალისტის, თიკო ერაძის ინფორმაციით, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე თავს დაესხნენ “ტვ პირველის” ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას და ოპერატორს: “ამ წამს, დოლიძეზე, ნარკომანი, დამპალი სირების ბრბო თავს დაესხა, ჩემ თვალ წინ, Nanuka Kajaia-ს და მის ოპერატორს, გინებით, ხელების ქნევით, ჯაჯგურით, შემთხვევით შევესწარი. საერთოდ სხვა რესპოდენტის ჩასაწერად მოსულებს. მხოლოდ იმიტომ, რომ ტვ პირველის მიკროფონი ეჭირა ხელში. მამუკა მდინარაძე […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ტვ პირველის ოპერატორი ბათუმში 5-მა კაცმა სცემა
ბათუმში, “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ – ნაცემია ოპერატორი. ინციდენტი 26 მაისი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ოპერატორი პირდაპირ ეთერში სტუმრად უფლებადამცველ ციალა ქათამაძეს რთავდა, როდესაც თავს დაესხნენ. თავდასხმა გამოწვეულია ჟურნალისტური საქმიანობით, აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების ჯგუფი ყვიროდა, რომ არ მოსწონდათ “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკა. პირები, ვინც ოპერატორ მურმან ზოიძეს მცირეწლოვანი შვილის თვალწინ გაუსწორდა ამ დრომდე არ დაუკავებიათ. […]
დღეს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 2 წელი გავიდა
18 ივნისს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 2 წელი გავიდა. 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლების ერთ-ერთ აგარაკზე გამართულ დაბადების დღის წვეულებაზე, ახალგაზრდებმა იჩხუბეს. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის […]










