„65 წლის რომ ვიქნები, კიდევ კობახიძეს უნდა ვუყურო?“ – ნინო ქათამაძე

„65 წლის რომ ვიქნები, კიდევ კობახიძეს უნდა ვუყურო?“ - ნინო ქათამაძესაქართველოს არასოდეს არ ეშინოდა ბრძოლის და რა შეგვჭამეს, თუ საბრძოლველია რატომ არ უნდა იბრძოლოს ქვეყანამ – ამის შესახებ მომღერალმა ნინო ქათამაძემ განაცხადა.

როგორც მომღერალი ამბობს, არჩევანი არ გვაქვს, საით უნდა წავიდეთ, ჩვენ ერთადერთი გზა გვაქვს, უნდა წავიდეთ წინ.

„65 წლის რომ ვიქნები კიდევ კობახიძეს უნდა ვუყურო? ჩვენ ქვეყანას სჭირდება თავისუფლება, განვითარება, მეცნიერება, კულტურა და არავითარი მინისტრები. ამ ქვეყანას სჭირდება ევროპული ინსტიტუტები. მე არ უნდა ვუყურებდე მინისტრს თავლებში, გამარჯობას მეტყვის თუ არა, რომ ხვალ დამიფინანსებს თუ არა პროექტს. მე დამოუკიდებლად უნდა შემეძლოს ჩემი საქმიანობის წარმართა. აუცილებლად უნდა იყოს ისეთი ადამიანები, ხელისუფლება, რომ ის იქნება ვალდებული და პასუხისმგებელი, რანაირი ფორმის კითხვას უნდა მქონდეს მე.

უკრაინის საშინელ თემასთან დაკავშირებით ფონდთან ვმუშაობთ და მივხვდი, რომ არც ერთ ნაწილში, არცერთ ინსტიტუტში, ჩემი ქვეყანა მზად არა არის მიიღოს გამოწვევა, უპასუხოს ნებისმიერ გამოწვევას. არჩევანი არ გვაქვს ჩვენ, საით უნდა წავიდეთ, ჩვენ ისეთ ადგილას ვდგავართ, უკან ვერ წავალთ. რუსეთშიც რომ გვინდოდეს მოხვედრა, იქაც ვერ მოვხვდებით, იმიტომ, რომ ეს ის ქვეყანა, რომელსაც მომავალი არ აქვს. ჩვენ ერთადერთი გზა გვაქვს, უნდა წავიდეთ წინ და ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, საოცარ ახალგაზრდებთან ერთად, რომ ყველა კითხვაზე გვექნება ღირსეული პასუხი.

საქართველოს არასოდეს არ ეშინოდა ბრძოლის და რა შეგვჭამეს, თუ საბრძოლველია რატომ არ უნდა იბრძოლოს ქვეყანამ. არასოდეს ეშინოდა და ამდენი საუკუნის იმიტომ არის, რომ სულ ბრძოლაში იყო, არასდროს თავს არ ესხმოდა, ერთადერთი ეს პარლამენტია თავს რომ გვესხმის და რა უნდათ?”, – ამბობს ქათამაძე.