დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მდგრადობის შესწავლა ექსპერტებმა დაიწყეს. ადგილზე სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან და ვითარებას ეცნობიან. ტრაგედიის ადგილზე შს სამინისტროს მეთვალყურეობით შევიდნენ ჟურნალისტებიც. როგორც კადრებში ჩანს, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, მეექვსე სართულზე დანგრეულია ყველა საცხოვრებელი სახლი, მოშლილია ტიხრები და ჩამტვრეულია ფანჯრები. მოსახლეობის ევაკუირება ორი საცხოვრებელი კორპუსიდან სრულად მოხდა. აფეთქება გუშინ საღამოს მოხდა. […]
კატეგორია: საზოგადოება
ათენში ქართველი ემიგრანტი მადონა ჩარკვიანი გარდაიცვალა
საბერძნეთის დედაქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში წინასწარი ვარაუდით ვირუსული ინფექციით 42 წლის ქართველი ემიგრანტი, მადონა ჩარკვიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილი თბილისიდან იყო და დიდი ხანი არ არის, რაც საბერძნეთში იმყოფება. როგორც ახლობლები აცხადებენ გარდაცვლილი ოჯახის წევრები ამჟამად საბერძნეთში იმყოფებიან. დიასპორა
17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
“აფეთქების მერე ბავშვების ხროტინის ხმა მესმოდა, ჩემი ხელით გამოვიყვანე ჩემი შვილები” – აფეთქება დიდ დიღომში ფირალიშვილების ოჯახში მოხდა
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი გოგონა, რომლის ფოტომ სოცქსელი შეძრა, ცოცხალია, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა, ასევე მძიმე მდგომარეობაშია მისი ძმა. დაშავებული და-ძმა ფირალიშვილები იაშვილის კლინიკაში არიან მოთავსებული. ხოლო ბავშვების ძმა ცოტა ხნის წინ “იმედის” კლინიკაში გარდაიცვალა. აფეთქება სწორედ ფირალიშვილების ოჯახში მოხდა. გარდაცვლილებს შორის ბავშვების დედაც არის. “სახლში ახალი მისული ვიყავი, აფეთქების ხმა გავიგე, ბავშვების ხროტინის ხმა მესმოდა, ჩემი ხელით გამოვიყვანე ჩემი შვილები” – აცხადებს ბავშვების მამა ფრიდონ ფირალიშვილი აფეთქების დროს მათთან ოჯახში სტუმრად მისი მეუღლის დაც იმყოფებოდა, რომლის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. ფირალიშვილების მეზობლის ირინა ბაძგარაძის თქმით, გაზის მძაფრი სუნი კორპუსში მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა. ინფორმაციას ambebi.ge ავრცელებს “დღის განმავლობაიში მოსული იყვნენ “ყასტრანსგაზის” წარმმადგენლები, დაათვალიერეს და წავიდნენ. სხვა არანაირი ზომები მიუღიათ. იმდენად ძლიერი აფეთქების ხმა იყო, ვერ აღგიწერთ” – განაცხადა ბაძგარაძემ. დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქება ახალაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. დაზიანებულია კიდევ რამდენიმე სართული, მათ შორის პირველი სართული. ჩანგრეულია ლიფტი. პრაიმ ტაიმი
პრეზიდენტი ზურაბიშვილი იაშვილის ბავშვთა კლინიკაში მივიდა
იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში სალომე ზურაბიშვილი მივიდა. ქვეყნის მეთაურმა ის ბავშვები უნდა მოინახულოს, რომლებიც კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით არიან მოთავსებული. პრეზიდენტს კლინიკაში შესვლისას კომენტარი არ გაუკეთებია. „ერთადერთი ინფორმაცია რაც არის, ეს არის მედიისგან მიღებული ინფორმაცია. სამი გარდაცვლილი და დაშავებულები ვიცით, რომ ბავშვი არის მძიმედ. პრეზიდენტი მობრძანდება,“ – აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ. წინასწარი ინფორმაციით, დიდ დიღომში, […]
საბანაძე – ”ამ ეტაპზე საფრთხე მოხსნილია”
3 გარდაცვლილი და 5 დაშავებული, ასეთი მონაცემებია ამ ეტაპზე დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად. როგორც ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ განუცხადა, კვლავ მიმდინარეობს ტერიტორიის დათვალიერება და შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმება. საბანაძის თქმით, ამ ეტაპზე საფრთხე მოხსნილია და მიმდინარეობს ტერიტორიის სრულად შესწავლა. ადგილზე იმყოფება პრემიერ-მინისტრი, რომელიც სიტუაციას გაეცნო. ასევე ადგილზე იმყოფებიან „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლებიც. ინტერპრესნიუსი
სერგეენკო – ”დიდ დიღომში აფეთქების შედეგად 4 არასრულწლოვანია დაშავებული”
აფეთქება დიდ დიღომში – დაშვებულების რაოდენობა იზრდება. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებს კლინიკაში გადაჰყავთ. დავით სერგეენკოს თქმით, იაშვილის კლინიკაში მყოფი არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მინისტრის თქმით, 4 არასრულწლოვანია დაშავებული. სერგეენკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის იაშვილის კლინიკაში ერთი არასრულწლოვანი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაჰყავთ. „სამი ბავშვი, რომელიც აქ იმყოფება, მძიმე, საბედნიეროდ, არცერთი არ არის. ყველა პაციენტს ვნახავ. ერთი, როგორც […]
ქეთი დოლიძე: დიდუბის პანთეონთან მდგარი შენობა უნდა დაანგრიონ და ტერიტორია გაფართოვდეს
პანთეონის მახათას მთაზე განთავსების ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობის ფონზე რეჟისორი ქეთი დოლიძე დიდუბის პანთეონის გაფართოებაზე საუბრობს. მას აქვს იდეა, რომ პანთეონის მიჯნაზე არსებული შენობა დაანგრიონ და შედეგად ახალი სივრცე გაჩნდეს. “საკმაოდ დიდი ფართობია. აქ საჯარო დაწესებულება იყო, შემდეგ დევნილები შესახლდნენ და დღეს საკუთრებაში აქვთ გაფორმებული. არაფერი დაშავდება თუ ამ ხალხს ალტერნატიულ ფართს შესთავაზებენ და გაასახლებენ. საერთოდ […]
ჯვრის მონასტერი გაიხსნა
ჯვრის მონასტერი გაიხსნა – ტაძარი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაკეტილი იყო. ტაძრის დაკეტვის გადაწყვეტილება ტაძრის წინამძღვარმა მიიღო, მიზეზად კი გარევაჭრობით გამოწვეული ანტისანიტარია დასახელდა.წერილში, რომელიც ჯვრის მონასტრის საძმომ გაავრცელა ნათქვამია, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ეკლესიასთან შეთანხმების გარეშე, გარემოვაჭრეებმა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომი დაიკავეს და უკანონო ვაჭრობა დაიწყეს. ნიუპოსტი
ძლიერი თოვლი, ქარბუქი და შტორმი – საქართველოში დღეიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16-17 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, 17 იანვარს დაბლობსა და ბარში შესაძლებელია თოვლჭყაპი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი. 17 იანვარს მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება […]










