ვერძი – სპონტანურობა გჩვევიათ, მაგრამ თებერვალი ის თვეა, როცა სპონტანური გადაწყვეტილებები წარმატებას ვერ მოგიტანთ. იყავით უფრო მომთმენები, სანამ კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამთ, ჯერ კარგად დაფიქრდით. გამოიჩინეთ უფრო მეტი ორგანიზებულობა. მხოლოდ იმ ვერძებს გაუმართლებთ თებერვალში, რომლებიც წესებს მიჰყვებიან და ქაოსს თავს აარიდებენ. კურო – დაიწყეთ საქმე, რომლის გაკეთებაც დიდი ხანია გინდათ. ის აუცილებლად მოგიტანთ წარმაებას. იყავით უფრო მეტად აქტიურები. […]
კატეგორია: საზოგადოება
აფეთქება მოხდა სავარაუდოდ მე-6 სართულზე მდებარე 49-ე ბინაში – „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს
დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში ადასტურებენ, რომ 16 იანვარს, აფეთქებამდე ბუნებრივი აირის სუნის შესახებ შეტყობინება მიიღეს. „ყაზტრანსგაზის“ ინფორმაციით, შეტყობინებაში მითითებული ადგილები, ასევე ლიფტის შახტი და კორპუსის მიმდებარედ არსებული ჭები შემოწმდა ბუნებრივი გაზის კონცენტრაციის დამდგენი სპეციალური აპარატით. კომპანიის ცნობით, დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კორპუსის რამდენიმე ბინაში დამონტაჟებული ბუნებრივი გაზის გაჟონვის დეტექტორები […]
კალაძე – “პირადად მაკავშირებენ აფეთქებასთან” – თბილისის მერი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ
„სამწუხაროდ, ამ ემოციურ ფონზე გამოჩნდნენ გარკვეული დაჯგუფებები, რომლებიც ცდილობენ მერიის და პირადად ჩემს დისკრედიტაციას, პირადად მაკავშირებენ აფეთქებასთან,“ – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კალაძე გამოეხმაურა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც მისი თქმით, ექსპლუატაციაში მიღებამდე საცხოვრებელ კორპუსებში მოსახლეობის ცხოვრების ფაქტი კორუფციულ სქემას მიაბეს. „სამწუხაროდ, ამ ემოციურ ფონზე გამოჩნდნენ გარკვეული პირები, დაჯგუფებები, რომლებიც არაკვალიფიციურობის […]
ფირალიშვილების 4 წლის გოგონას თავზე ოპერაცია ჩაუტარდა – ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული ბავშვის ტყუპისცალის, 4 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ფირალიშვილების ბავშვს იაშვილის კლინიკაში თავზე ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების შეფასებით, პატარა პაციენტის მდგომარეობა გადატანილი ოპერაციის ადეკვატური და დამაკმაყოფილებელია. აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათგან ამჟამად კლინიკებში მხოლოდ 2 პაციენტი რჩება. ტრაგედიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსთავი 2
გია არაბიძე – “ბინაში აფეთქება შეიძლება ტელეფონის ზარმაც გამოიწვიოს, ოთახი რომ გაენიავებინათ, არაფერი მოხდებოდა”
ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ ბუნებრივ აირთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების და რეკომენდაციების შესახებ “პალიტრანიუსის” გადაცემა “ნიუსრუმის” ეთერში ისაუბრა. კითხვაზე, რამ შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება, თუ ბინაში არავინ არ არის მთელი დღის მანძილზე (ერთ-ერთი ვერსიით, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ადგილას, გაზის დაგროვება დაკეტილ ბინაში მოხდა, სადაც არავინ ცხოვრობს), ენერგეტიკოსი პასუხობს: “დავუშვათ, გაზმა მიაღწია მაქსიმალურ კონცენტრაციას 9%-ის ფარგლებში, ამ დროს […]
გერმანიიდან საქართველოს 62 მოქალაქე გამოაძევეს
…კიბეებზე შემხვდა მამაკაცი ბავშვით ხელში. მამაკაცი პულსს უსინჯავდა ბავშვს – რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც გადაიღო ფოტოები აფეთქების ადგილზე
დღეს დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებას, წინასწარი მონაცემებით, სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები, დაზიანებებით არიან მოთავსებული საავადმყოფოებში. “უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა” – მართვით სუნთქვაზე მყოფი ბავშვი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს აფეთქების ადგილას, სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა მედიაჰოლდინგ “პალიტრის” ფოტოკორესპონდენტი გიორგი ჟამერაშვილი. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აფეთქების ადგილი მოინახულა და პირველი, ექსკლუზიური ფოტოები სააგენტო […]
ნათია ციცვიძის და მისი 4 წლის ვაჟის ცხედრები მთაწმინდაზე მათ ძველ სახლში გადაასვენეს
დიდ დიღომში ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი დედა-შვილის ცხედრები ექსპერტიზის შემდეგ სახლში გადაასვენეს. 36 წლის ნათია ციცვიძის და მისი 4 წლის ვაჟის ცხედრები მთაწმინდაზე იმ ბინაში მიასვენეს, სადაც ოჯახი წლების მანძილზე, ახლადშეძენილ სახლში გადასვლამდე ცხოვრობდა. ნათესავები ჰყვებიან, რომ ახალგაზრდა ოჯახი მშენებლობის დასრულებას და ახალ სახლს რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდა, ბოლოს საცხოვრებლად ავთანდილის ქუჩაზე ახალი წლის წინ გადავიდნენ. „ახალი […]
გაზგაყვანილობის სისტემა დროთა განმავლობაში ფეთქებადსაშიში ხდება
ენერგეტიკის ექსპერტი გიორგი ჭაღიაშვილი M2B-სთან საუბარში ამბობს, რომ სისტემა, რითაც გაზის მიწოდება ხდება, დროთა განმავლობაში ფეთქებადსაშიში გახდება. ექსპერტის თქმით, მასალა, რომლითაც მოსახლეობისთვის გაზის მიწოდება ხდება, ეს არის ცხელი წყლის ჩვეულებრივი მილები. „თავიდანვე, როდესაც გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მსგავსი ტიპის მასალებით უნდა მომხდარიყო მრიცხველების გამოტანა და შიდა გაყვანილობების გაყვანა, მაშინვე ავტეხე განგაში, მაგრამ ამ ფაქტს ყურადღება არავინ არ მიაქცია. […]
ნათია ციცვაძე, მისი და და შვილი დიდ დიღომში აფეთქებისას დაიღუპნენ, მეუღლე დღეს კლინიკიდან გაწერეს
გუშინ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქებისას ერთ-ერთი გარდაცვლილი ნათია ციცვაძეა. ქალი, კორპუსის მეექვსე სართულზე იმ სახლში იმყოფებოდა, რომელშიც სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა. ნათია ციცვაძე ქართულ-ამერიკულ სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა. მასთან ერთად სახლში მისი სამი შვილი, და და მეუღლე იმყოფებოდნენ. სამი შვილიდან ერთი – 4 წლის ბიჭი გუშინ ღამით “იმედის” კლინიკაში გარდაიცვალა, ორი კი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს. აფეთქებისას […]










