საბანაძე – ”ამ ეტაპზე საფრთხე მოხსნილია”

საბანაძე - ”ამ ეტაპზე საფრთხე მოხსნილია”3 გარდაცვლილი და 5 დაშავებული, ასეთი მონაცემებია ამ ეტაპზე დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად.

როგორც ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ განუცხადა, კვლავ მიმდინარეობს ტერიტორიის დათვალიერება და შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმება.

საბანაძის თქმით, ამ ეტაპზე საფრთხე მოხსნილია და მიმდინარეობს ტერიტორიის სრულად შესწავლა.

ადგილზე იმყოფება პრემიერ-მინისტრი, რომელიც სიტუაციას გაეცნო. ასევე ადგილზე იმყოფებიან „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლებიც.

ინტერპრესნიუსი