პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შესაძლოა, შეწყალების ბოლო აქტი არ მიიღოს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს მოულოდნელად გაუქმდა შეწყალების კომისიის სხდომა, რომელსაც გიორგი მარგველაშვილისთვის ვადის ამოწურვის წინ შესაწყალებელ პატიმართა ბოლო სია უნდა მოემზადებინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არც უარყვეს და არც დაადასტურეს ეს ინფორმაცია. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ, რომელიც აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, შედგება თუ […]
კატეგორია: საზოგადოება
ძმები, რომლებმაც ნახევარი თბილისი ააშენეს – ზუბალაშვილების არქივი საქართველოს დაუბრუნდა
ცნობილი მრეწველებისა და ქველმოქმედების – ძმები ზუბალაშვილების – უნიკალური არქივი საქართველოს გადმოეცა და ეროვნული მუზეუმის კოლექციის ნაწილი გახდა. ოთხი ძმიდან ერთ-ერთის – პეტრე ზუბალაშვილის შვილთაშვილებმა საკუთარი ოჯახის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი საქართველოს ანდეს – 114 წლის განმავლობაში შვეიცარიასა და შემდგომ საფრანგეთში, მათ სახლში დაცული ზუბალაშვილების ისტორიული დოკუმენტაცია და ნივთები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს აჩუქეს. ძმების ისტორია გარკვეულწილად […]
მარგველაშვილი – ”ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს”
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს დედის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს: “ვუსამძიმრებ ყოფილ პრემიერმინისტრს და პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს დედის, ციცინო ივანიშვილის გარდაცვალებას. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს”- აღნიშნავს პრეზიდენტი. ბიძინა ივანიშვილის დედა, ციცინო ივანიშვილი, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნიუპოსტი
“ქართული დასი” იუსტიციის სახლთან უცხოელებზე მიწის მიყიდვას აპროტესტებს
ხმაურია იუსტიციის სახლთან – “ქართული დასის” წევრები და მათი მხარდამჭერები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვის უფლების მინიჭებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც შეზღუდვა გააუქმა, “ანტიქართულს” უწოდებენ და შეზღუდვების დაწესებას მოითხოვენ. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ის სამართლებრივი ნორმა, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 2017 წლიდან მიწის რეგისტრაციის უფლება შეჩერებული ჰქონდათ კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლამდე.
ბიძინა ივანიშვილის დედა გარდაიცვალა
”უპასუხო კითხვები უნდობლობას აჩენს” – ია კერზაიას გარდაცვალების გამოსაძიებლად ”ოცნების” დეპუტატებმა პროკურატურას 1 თვე მისცეს
”ქართული ოცნების” დეპუტატ ლევან კობერიძის გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელსაც ხელს ინტელექტკლუბის ”სად? რა? როდის?” ვეტერანი წევრები, დეპუტატები გიორგი მოსიძე, გედევან ფოფხაძე, ირინა ფრუიძე და ლევან კობერიძე აწერენ. მიმართვაში საუბარია ამავე კლუბის ვეტერანი წევრის, ბაჩანა შენგელიას, დედის, ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორ ია კერზაიას გარდაცვალებაზე. განცხადებაში ნათქვამია: ”ა.წ. 9 დეკემბერს მოხდა ძალზე სამწუხარო ფაქტი: ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ღვაწლმოსილი პედაგოგი ია […]
ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერის გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა
ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის გზაზე მოძრაობა დროებით აკრძალულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე კლდის მასა ჩამოიშალა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლში შეჭრა სცადეს
ამ წუთებში იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელი ჩაკეტილია. შესაბამისად, იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელიდან შესვლის შესაძლებობა არავის აქვს. კარი მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც შენობაში შესვლა აქციის მონაწილეებმა სცადეს. იუსტიციის სახლთან ის ადამიანები და საზოგადოებრივი ჯგუფები არიან შეკრებილი, ვინც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე დაწესებული მორატორიუმის გაუქმებას აპროტესტებს. იუსტიციის სახლთან შეკრებილები იუსტიციის მინისტრს მიმართავენ, არ დაუშვან მიწების უცხოელებზე გასხვისება. აქციის მინაწილეები […]
პატრიარქი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე – “ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება ამ ზეიმს”
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიიჩნევს, რომ მოსახლეობა პრეზიდენტის ინაუგურაციას ღირსეულად შეხვდება. ამის შესახებ პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. „მომავალ კვირას არის ინაუგურაცია პრეზიდენტის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება ამ ზეიმს. პირველი შემთხვევაა, როდესაც ქალბატონი არის არჩეული პრეზიდენტად”,- განაცხადა პატრიარქმა. შეგახსენებთ, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. ის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში ინსულტის დიაგნოზით იყო მოთავსებული. ექიმებმა მისი გარდარჩენა ვერ შეძლეს.შეგხსენებთ, ია კერზაიას სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას აიძულებდნენ, უარის შემდეგ კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რის შედეგადაც მან ინსულტი მიიღო. ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის, ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელისა და […]










