ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალაზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. ის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში ინსულტის დიაგნოზით იყო მოთავსებული. ექიმებმა მისი გარდარჩენა ვერ შეძლეს.შეგხსენებთ, ია კერზაიას სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას აიძულებდნენ, უარის შემდეგ კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რის შედეგადაც მან ინსულტი მიიღო.

ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის, ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელისა და წევრების დასჯას ითხოვს.

პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ია კერზაიამ საავადმყოფოში მოხვედრამდე, „რუსთავი ორთან“ თავად ისაუბრა.

კერზაია ყვებოდა რომ მას შემდეგ, რაც დირექტორმა პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე გენ. ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა. შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ოფიციალური ინფორმაციით სწორედ ამ მოტივით უპირებდნენ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორს პოსტიდან დათხოვნას, პირად საუბარში კი ია კერზაიას აუხსნეს, რომ რეალური მიზეზი სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართვაზე უარის თქმა იყო.

ნიუპოსტი