კატეგორია: საზოგადოება

ლანჩხუთელი პედაგოგი ლადო აფხაზავა მსოფლიოს 50 საუკეთესო პედაგოგს შორის მოხვდა

ლანჩხუთელი პედაგოგი ლადო აფხაზავა მსოფლიოს 50 საუკეთესო პედაგოგს შორის მოხვდა

ჩიბათის სკოლის პედაგოგი მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტებს შორისაა სამოქალაქო განათლების პედაგოგი ჩიბათის საჯარო სკოლიდან, ლადო აფხაზავა, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს (GlobalTeacherPrize) 50 ფინალისტს შორის შეირჩა. BM.GE-ს, USAID-ის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო განათლების პროგრამიდან განუცხადეს, რომ ლადო აფხაზავა მათი პროგრამის ყოფილი მონაწილეა. პროგრამა, ხელს უწყობს სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას სკოლებში და ახალგაზრდების ჩართულობას სამოქალაქო აქტივობებში. სწავლის პარალელურად, […]

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი ციხიდან გამოუშვეს

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი ციხიდან გამოუშვეს

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში აბაზოვის მეგობარმა დათო გუსეინოვმა გაავრცელა. ”ჩემი ძმა თავისუფალია” – დაწერა მან. “ნიუპოსტი” დეტალებს პროკურატურაში აზუსტებს. თემურ აბაზოვის წინააღმდეგ გამოძიება მარნეულის მკვიდრის მიმართ, ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე დაიწყო. მოგვიანებით მას ბრალი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების გამო დაუმძიმდა. ნიუპოსტი

გაიზრდება თუ არა სამარშრუტო ტაქსებზე მგზავრობის გადასახადი – „თბილისის მიკროავტობუსების“ განცხადება

გაიზრდება თუ არა სამარშრუტო ტაქსებზე მგზავრობის გადასახადი - „თბილისის მიკროავტობუსების“ განცხადება

„თბილისის მიკროავტობუსები“ სამარშუტო ტაქსებზე მგზავრობის გადასახადის ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მგაზვრობის ტარიფის ცვლილება ან მომატება კომპანიის მენეჯმენტის მიერ დღის წესრიგში არ განიხილება: „კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი” სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მგაზვრობის ტარიფის ცვლილება ან მომატება კომპანიის მენეჯმენტის მიერ დღის წესრიგში არ განიხილება. უმორჩილესად ვთხოვთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წევრებს ნუ ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, რითიც […]

სტამბულში ქართველი ემიგრანტი ეთერ ქობულაძე გარდაცვლილი იპოვეს

სტამბულში ქართველი ემიგრანტი ეთერ ქობულაძე გარდაცვლილი იპოვეს

სტამბულში ქართველი ემიგრანტი ეთერ ქობულაძე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ოჯახის უფროსმა იპოვა. მისი ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. პრაიმ ტაიმი

მარგველაშვილმა დღეს შეწყალების კომისიის სხდომა მოულოდნელად ჩაშალა

მარგველაშვილმა დღეს შეწყალების კომისიის სხდომა მოულოდნელად ჩაშალა

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შესაძლოა, შეწყალების ბოლო აქტი არ მიიღოს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს მოულოდნელად გაუქმდა შეწყალების კომისიის სხდომა, რომელსაც გიორგი მარგველაშვილისთვის ვადის ამოწურვის წინ შესაწყალებელ პატიმართა ბოლო სია უნდა მოემზადებინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არც უარყვეს და არც დაადასტურეს ეს ინფორმაცია. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ, რომელიც აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, შედგება თუ […]

ძმები, რომლებმაც ნახევარი თბილისი ააშენეს – ზუბალაშვილების არქივი საქართველოს დაუბრუნდა

ძმები, რომლებმაც ნახევარი თბილისი ააშენეს - ზუბალაშვილების არქივი საქართველოს დაუბრუნდა

ცნობილი მრეწველებისა და ქველმოქმედების – ძმები ზუბალაშვილების – უნიკალური არქივი საქართველოს გადმოეცა და ეროვნული მუზეუმის კოლექციის ნაწილი გახდა. ოთხი ძმიდან ერთ-ერთის – პეტრე ზუბალაშვილის შვილთაშვილებმა საკუთარი ოჯახის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი საქართველოს ანდეს – 114 წლის განმავლობაში შვეიცარიასა და შემდგომ საფრანგეთში, მათ სახლში დაცული ზუბალაშვილების ისტორიული დოკუმენტაცია და ნივთები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს აჩუქეს. ძმების ისტორია გარკვეულწილად […]

მარგველაშვილი – ”ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს”

მარგველაშვილი - ”ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს"

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს დედის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს: “ვუსამძიმრებ ყოფილ პრემიერმინისტრს და პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს დედის, ციცინო ივანიშვილის გარდაცვალებას. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს”- აღნიშნავს პრეზიდენტი. ბიძინა ივანიშვილის დედა, ციცინო ივანიშვილი, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნიუპოსტი

“ქართული დასი” იუსტიციის სახლთან უცხოელებზე მიწის მიყიდვას აპროტესტებს

"ქართული დასი" იუსტიციის სახლთან უცხოელებზე მიწის მიყიდვას აპროტესტებს

ხმაურია იუსტიციის სახლთან – “ქართული დასის” წევრები და მათი მხარდამჭერები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვის უფლების მინიჭებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც შეზღუდვა გააუქმა, “ანტიქართულს” უწოდებენ და შეზღუდვების დაწესებას მოითხოვენ. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ის სამართლებრივი ნორმა, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 2017 წლიდან მიწის რეგისტრაციის უფლება შეჩერებული ჰქონდათ კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლამდე.

ბიძინა ივანიშვილის დედა გარდაიცვალა

ბიძინა ივანიშვილის დედა გარდაიცვალა

ლეილა ცინაძე-მელიქიძემ ფეისბუქში დაწერა: “96 წლის ასაკში გარდაიცვალა ბატონ ბიძინა ივანიშვილის დედა.. გაანათლე უფალო მისი სული..” ამ პოსტს სამძიმრის გამომხატველი უამრავი გამოხმაურება აქვს.

”უპასუხო კითხვები უნდობლობას აჩენს” – ია კერზაიას გარდაცვალების გამოსაძიებლად ”ოცნების” დეპუტატებმა პროკურატურას 1 თვე მისცეს

”უპასუხო კითხვები უნდობლობას აჩენს” - ია კერზაიას გარდაცვალების გამოსაძიებლად ”ოცნების” დეპუტატებმა პროკურატურას 1 თვე მისცეს

”ქართული ოცნების” დეპუტატ ლევან კობერიძის გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელსაც ხელს ინტელექტკლუბის ”სად? რა? როდის?” ვეტერანი წევრები, დეპუტატები გიორგი მოსიძე, გედევან ფოფხაძე, ირინა ფრუიძე და ლევან კობერიძე აწერენ. მიმართვაში საუბარია ამავე კლუბის ვეტერანი წევრის, ბაჩანა შენგელიას, დედის, ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორ ია კერზაიას გარდაცვალებაზე. განცხადებაში ნათქვამია: ”ა.წ. 9 დეკემბერს მოხდა ძალზე სამწუხარო ფაქტი: ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ღვაწლმოსილი პედაგოგი ია […]