2019 წლიდან ქალაქში ტაქსების ერთიანი ფერის სტანდარტი შემოდის. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული ფერი თეთრი იქნება.
„ჩვენ ვმუშაობთ ვიზუალურ სტანდარტზე, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან იქნება სავალდებულო. ეს უკვე მეორე ეტაპია. აქ საუბარია ფერზე. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ ამასთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ, რომ თეთრი ფერი იყოს, რაც 2019 წლის ოქტომბრიდან სავალდებულო იქნება. ასევე, 2019 წლის ოქტომბრიდან ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ამ სერვისის გაწევას ვერ შეძლებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

