კატეგორია: საზოგადოება

“აქ ყ.ე არავინ არ არის”- მოქალაქეების პროტესტი პუტინის დაფინანსებულ ფორუმს

"აქ ყ.ე არავინ არ არის"- მოქალაქეების პროტესტი პუტინის დაფინანსებულ ფორუმს

რუსეთის პრეზიდენტის გრანტით დაფინანსებული მედია-ფორუმი დღეს იხსნება. რუსული მედიის სახეების საქართველოში ვიზიტს მოქალაქეები აქციით შეხვდნან. სასტუმრო „ვერე პალასთან“ შეკრებილები მიიჩნევენ, რომ ღონისძიება რუსული პროპაგანდის გატარებას ემსახურება. რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით თბილისში მიმდინარე მედიაფორუმის წინააღმდეგ 7 სექტემბრამდე პერმანენტულ აქციები გაიმართება. რუსეთის დელეგაციის სამი წევრი საქართველოში „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ კანონის დარღვევის გამო არ შემოუშვეს. მათივე ინფორმაციით, უცხოელთა და […]

“საქართველოს გოუმარჯოს!” – 22 წლის ეკატერინბურგელმა ინგილო სპორტსმენმა საქართველოს დროშა ააფრიალა – ვიდეო

"საქართველოს გოუმარჯოს!" - 22 წლის ეკატერინბურგელმა ინგილო სპორტსმენმა საქართველოს დროშა ააფრიალა - ვიდეო

22 წლის ინგილო სპორტსმენმა, ეკატერინბურგელმა სურაჯი გასანოვმა (ქართული გვარი: იანუღაშვილი..), ივანოვოელი რუსი მეტოქის დამარცხების შემდეგ საქართველოს დროშის აფრიალებით ყველა დააბნია.. “საქართველოს გოუმარჯოს!” – ჩასძახა მან კამერას, იმ იმედით, რომ მის ქართულს სადღაც შორს, ვიღაც მაინც გაიგონებდა https://www.facebook.com/zurageorgiazura/videos/10210004977520462/

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი ხათუნა ბარაბაძე გადადგა – ხორავაზე მკვლელობის გამოძახილი

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი ხათუნა ბარაბაძე გადადგა - ხორავაზე მკვლელობის გამოძახილი

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი ხათუნა ბარაბაძე თანამდებობიდან გადადგა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბარაბაძემ განუცხადა, მან სამეურვეო საბჭოს გათავისუფლების თაობაზე თხოვნით 22 აგვისტოს მიმართა. ბარაბაძე ადასტურებს, რომ მისი გადაწყვეტილება ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეს უკავშირდება. ცნობისთვის, აღნიშნულ სკოლაში ის მსჯავრდებულები სწავლობდნენ, რომლებიც ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეში ფიგურირებდნენ, მათ შორის ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გ.ბ. და დავით სარალიძის […]

IDFI საგარეო საქმეთა სამინისტროს საეჭვო შესყიდვებში ედავება

IDFI საგარეო საქმეთა სამინისტროს საეჭვო შესყიდვებში ედავება

IDFI საგარეო საქმეთა სამინისტროს საეჭვო შესყიდვებში ედავება. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მთავრობამ 2017 წელს სამინისტროს 737,000 ათას ლარი ლეონიძის N3-ში მდებარე შენობა – ნაგებობების მდგრადობის დასადგენად გამოუყო. IDFI სამინისტროს საეჭვო შესყიდვებში და სამუშაოების არასწორად ჩატარებას ედავება. „კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გააფორმეს ერთი დღით ადრე დარეგისტრირდა ხელშეკრულებამდე მფლობელი არის მინისტრის მოადგილის ძმა. შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ ამ შესყიდვით, […]

დავა 3 ლიტრი წყლის გამო – კასპის მერს სასამართლოში უჩივიან

დავა 3 ლიტრი წყლის გამო - კასპის მერს სასამართლოში უჩივიან

კომპანია ,,გაზტექმშენი” კასპის მერს სასამართლოში უჩივის. მისი ხელმძღვანელი სოფელ გომში ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, თანხის ანაზღაურებას ითხოვს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა. მისი თქმით, მერიის შესაბამის სამსახურებში არაკომპეტენტური ადამიანები მუშაობენ და, არარეალური მიზეზების გამო, თანხას არ იხდიან. საქმე ეხება სოფელ ქვემო გომში ჩატარებულ სამუშაოებს. კომპანია ,,გაზტექმშენმა” 37 ათას ლარად სადრენაჟო სისტემა მოაწყო. […]

თენგიზ აბულაძე – “ექიმებმა თირკმელი მომპარეს და გაყიდეს”

თენგიზ აბულაძე - "ექიმებმა თირკმელი მომპარეს და გაყიდეს"

პაციენტი თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმებს თირკმელის ქურდობაში და მის გაყიდვაში ადანაშაულებს. ოპერაცია კლინიკაში თენგიზ აბულაძეს 22 იანვარს სწორ ნაწლავზე გაუკეთეს, რამდენიმე თვეში კი სხვა საავადმყოფოში ჩატარებული განმეორებითი კვლევების დროს აბულაძემ აღმოაჩინა, რომ ცალი თირკმელი აღარ ჰქონდა. დაზარალებული პაციენტი კლინიკას სამედიცინო რეგულირების სააგენტოში უჩივის. ექიმი კი ამტკიცებს, რომ აბულაძემ თავად მოაწერა ხელი ორგანოს ამოკვეთას. აბულაძე ოპერაციიდან […]

ზაზა სარალიძე 10 სექტემბრიდან ისევ მასშტაბურ აქციებს იწყებს

ზაზა სარალიძე 10 სექტემბრიდან ისევ მასშტაბურ აქციებს იწყებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნილი იყო იმ დარღვევების გამოსავლენად, რა დარღვევებიც გამოძიებაში და სასამართლო პროცესებზე იყო. „პროკურატურა ისევ ცდილობს მ.კ-ს დააფაროს ხელი და არა მარტო მას, არამედ ყველა იმ დამნაშავეს, რომელიც მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს და მკვლელობას. კომისიამ რაც გამოავლინა, ეს ფაქტები პროკურატურის მიერ იყო […]

ფილოსოფოსი გურამ თევზაძე 86 წლისა გარდაიცვალა.

ფილოსოფოსი გურამ თევზაძე 86 წლისა გარდაიცვალა.

მეცნიერი და ფილოსოფოსი გურამ თევზაძე 86 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას Artnews-ი ავრცელებს. გურამ თევზაძეს გამოქვეყნებული ჰქონდა 214 ნაშრომი ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ჩინურ ენებზე, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია. მის სახელთანაა დაკავშირებული წიგნები: “ანტიკური ფილოსოფია”, “ახალი ფილოსოფიის ისტორია”, “გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია”, “ნიკოლაი ჰარტმანის ონტოლოგიის კრიტიკა”, “იმანუელ კანტი”, “მე-20 საუკუნის ფილოსოფიის ისტორია” და ა.შ. ასევე თარგმნა მარტინ ჰაიდეგერის […]

ანაკლიაში ივანიშვილის გიგანტური ხეების ტრანსპორტირებისას დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას ითხოვენ

ანაკლიაში ივანიშვილის გიგანტური ხეების ტრანსპორტირებისას დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას ითხოვენ

ანაკლიის მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილის გიგანტური ხეების ტრანსპორტირებისას დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას ითხოვს. სამი თვის წინ ხეების გადატანისას ელექტრო ბოძების დემონტაჟი განხორციელდა, რა დროსაც წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის მილები დაზიანდა. კანალიზაცია თვეებია უკვე სამეგრელოს მთავარი საზღვაო კურორტის ცენტრალურ ქუჩაზე იღვრება, ერევა სასმელ წყალს და აბინძურებს ადგილობრივი მცხოვრებლების ეზოებს. უკმაყოფილო მოსახლეობამ გზის გადაკეტვა სცადა, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ […]

მოსახლეობამ ქობულეთი-ოზურგეთის გზა გადაკეტა – ”ფაროსანამ ყველაფერი გაგვინადგურა”

მოსახლეობამ ქობულეთი-ოზურგეთის გზა გადაკეტა - ”ფაროსანამ ყველაფერი გაგვინადგურა”

ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტილია. ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა აქციას მართავს. პოლიციამ აქციის დაშლა რამდენჯერმე სცადა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივების ინფორმაციით, წლევანდელი მოსავალი აზიურმა ფაროსანამ სრულად გაანადგურა და ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. მოსახლეობა კომპენსაციის მიღებას ითხოვენ. აქციაზე შეკრებილები ასევე ხელისუფლებას მიმართავენ, რომ საბანკო სექტორთან შუამდგომლობა გაუწიონ, რათა აგროსესხები გადაუვადდეთ. აქციაზე ადგილობრივებმა, სიმბოლურად, […]