გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში გაწვიმდება, ჰაერის ტემპერატურა +27, +32, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +26, +28 გრადუსამდე დაიკლებს. 1 სექტემბერს დღისით შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსით მოიმატებს. 2 – 3 სექტემბერს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. 31 აგვისტოს და 1 – 3 სექტემბერს აღმოსავლეთ […]
კატეგორია: საზოგადოება
დღეს ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება
დღეს ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება. როგორც “ინტერპრესნიუსს” გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, გამოცდების საბოლოო შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების ნახვა ეროვნული გამოცდების ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეეძლებათ. დღესვე აღნიშნულ თემაზე გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი გააკეთებს განცხადებას.
„რუსთავი 2“-ის წილის მფლობელი დეპუტატ კობა ნაყოფიას შვილი, ნიკოლოზ ნაყოფია გახდა
ტელეკომპანია „რუსთავის 2“ -ის წილის მფლობელი, საქართველოს პარლამენტის წევრის შვილი გახდა. „ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, ნიკოლოზ ნაყოფია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას შვილია, „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ 50%-ის მესაკუთრე გახდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ამჯერად ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ში 22%-იან წილს ფლობს ლევან ყარამანიშვილი, 18%-ს გიორგი ყარამანიშვილი, საკონტროლო პაკეტის – 51%-ის წილის მფლობელი კი […]
ანაკლიაში ახალგაზრდა მამაკაცი კომატოზურ მდგომარეობაში იპოვეს
მანჩო გიორგობიანმა ჩცდ-ს სცენარისტ ქეთი დევდარიანს ტუტუცი უწოდა – “ჩვენთანაა კობა დავითაშვილი და ნათია ფანჯიკიძეც შემოგვიერთდება” – ვიდეო
ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია იბერიის გადაცემაში “თავისუფალი სივრცე” მონაწილეობა მიიღო მანჩი გიორგობიანმა. მან ნარკოტიკებთან დაკავშირებით უამრავ თემაზე ილაპარაკა და თქვა, რომ თბილისის ღამის კლუბების მეპატრონეები ნარკოტიკის გასაღების წილებში არიან. “ჩვენი, მშობლების ბრალია ის, რაც ხდება. გასინჯოს, რა მოხდებაო, რომ ამბობენ, ეგ არის დამღუპველი, აქედან იწყება ყველაფერი”, – თქვა მანჩო გიორგობიანმა. გამომსვლელმა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” […]
ბაზარზე ქართული ჰეროინი გამოჩნდა
სამხარაულის ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის, ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, გური მენაბდიშვილის ინფორმაციით, საქართველოშიც დაიწყეს ოპიუმის მოყვანა და ბაზარზე უკვე გამოჩნდა ქართული ჰეროინი. ამის შესახებ მენაბდიშვილმა „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ჩემი ინფორმაციით, საქართველოშიც დაიწყეს ოპიუმის მოყვანა და ბაზარზე უკვე გამოჩნდა ქართული ჰეროინი. ის კუსტარულად მზადდება და შეუძლებელია სუფთა იყოს. მისი მოხმარებით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს კიდევ […]
რატომ გარდაიცვალა ტურის მიერ დაკბენილი როზა გოგოხია – ოჯახი ყველაფერს ექიმებს აბრალებს
65 წლის როზა გოგოხიას გარდაცვალებაში ოჯახი ზუგდიდისა და ქუთაისის კლინიკების ექიმებს ადანაშაულებს. ქალი გალის რაიონის სოფელ თაგილონში ტურამ დაკბინა. მომხდარიდან მალევე, მას პირველადი დახმარება ზუგდიდში აღმოუჩინეს, თუმცა, ოჯახის მტკიცებით, ექიმებმა მისთვის ანტირაბიული საშუალების გაკეთება საჭიროდ არ ჩათვალეს და საოპერაციოდ ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გაგზავნეს. როზა გოგოხიას ქუთაისის კლინიკაში, ოჯახის მტკიცებით, ჭრილობაზე ნაკერები დაადეს და ტეტანუსის აცრა […]
საქართველოში ძალიან დაცხება
23 – 27 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში, მათ შორის შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ️ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +30, +35, აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +29, +31 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. ქ. თბილისში შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის […]
ანაკლიის ფესტივალზე 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა – მისი მეგობარი გოგონა გადაარჩინეს
ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ECHOWAVES -ის ერთი მონაწილე ფესტივალის ტერიტორიაზე ცუდად გახდა, რის შემდეგაც ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა, გზაში გარდაიცვალა. მასთან ერთად იმყოფებოდა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ასევე ცუდად გახდა. თუმცა, მისი გადარჩენა ექიმებმა მოახერხეს. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერის, სულხან ორჟონიას, ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონას, დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიკური ეფექტი აღენიშნებოდა. […]










