რუსეთის პრეზიდენტის გრანტით დაფინანსებული მედია-ფორუმი დღეს იხსნება. რუსული მედიის სახეების საქართველოში ვიზიტს მოქალაქეები აქციით შეხვდნან.
სასტუმრო „ვერე პალასთან“ შეკრებილები მიიჩნევენ, რომ ღონისძიება რუსული პროპაგანდის გატარებას ემსახურება.
რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით თბილისში მიმდინარე მედიაფორუმის წინააღმდეგ 7 სექტემბრამდე პერმანენტულ აქციები გაიმართება.
რუსეთის დელეგაციის სამი წევრი საქართველოში „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ კანონის დარღვევის გამო არ შემოუშვეს. მათივე ინფორმაციით, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის მე-11 მუხლის 1 პუნქტის “ი” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოში შემოსვლაზე უარი რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “იტარტასის” სამხედრო კორესპონდენტ ვიქტორ ლიტოვკინს, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტ გენადი ბორდიუგოვსა და НТВ-ს ჟურნალისტ ალექსანდრ ტოკარევს ეთქვათ.
ნიუპოსტი

