საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველებმა მწვერვალ უშბიდან დაუდგენელი ვინაობის ორი პიროვნების გვამი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩამოასვენეს შეტყობინება მყვინვარწვერზე აღმოჩენილი ორი გვამის შესახებ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 23 აგვისტოს შემოვიდა. ბოლო დღეების განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან მთაში დაკარგული ან ჩარჩენილი პიროვნებების შესახებ შეტყობინება არ შემოსულა, შესაბამისად მთაში სამძებრო-სამაშველო […]
კატეგორია: საზოგადოება
დაკარგული 17 ქართველი მეზღვაური იპოვეს – ამ დროისთვის გემი ტოგოში მიემართება
კონგოს ტერიტორიულ წყლებში შვიდი დღის წინ გაუჩინარებულ გემთან, პანტელენასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს: „მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, კონგოს ტერიტორიულ წყლებში დაფიქსირდა 7 დღის წინ გაუჩინარებული გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება. ამ დროისათვის გემი მიემართება ლომეს პორტში (ტოგოს რესპუბლიკა). მიღებული ინფორმაციით, მეზღვაურების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მათი მდგომარეობა […]
მოწამეთას სამონასტრო კომპლექსში ისტორიული კედელი თაბაშირით შელესეს
მოწამეთას სამონასტრო კომპლექსის შესასვლელში, ერთ-ერთი კოშკის შიდა მხარეს ისტორიული კედელი თაბაშირით შელესეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება. ადგილზე პირველად მოკვლევას ჩაატარებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლები, მოგვიანებით კი სააგენტოს ზედამხედველობის ჯგუფი ჩაატარებს ინსპექტირებას. აღნიშნული კოშკი 1972 წელს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, რომანოზის ინიციატივითა და შემწეობით განახლდა.
სამთვიანი კომა ნახევარსაათიანი ოპერაციის შედეგად – 28 წლის ინგა ბალანჩივაძის ნათესავები ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ
10 მაისს ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში, ოპერაციის დასრულების შემდეგ 28 წლის ინგა ბალანჩივაძის მდგომარეობა დამძიმდა. ახალგაზრდა ქალს, გარე ორსულობის დიაგნოზით, ოპერაცია ჩაუტარდა. ნახევარი საათის ნაცვლად, ქალი საოპერაციოში 4 საათი გააჩერეს. ოჯახის წევრები ყვებიან, რომ ამ ხნის განმავლობაში ექიმები ოპერაციის გაჭიანურების მიზეზს არ ასახელებდნენ. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ პაციენტი კომაში ჩავარდა, კლინიკას რეანიმაციული ბლოკი არ ჰქონდა და მდგომარეობიდან […]
აუტისტი ბავშვი ქუთაისის აეროპორტში ათენის თვითმფრინავში არ აუშვეს
დღეს გამთენიისას ქუთაისი-ათენის რეისზე ინციდენტი მოხდა. აუტისტური სპექტრის მქონე 9 წლის ბავშვი ხომალდის მეთაურმა ბორტზე არ აუშვა და რეისი ბავშვის და მისი ახლობლების გარეშე განხორციელდა. მოგვიანებით ამასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ” განცხადება გააკეთა. გაერთიანება მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ავიაკომპანია „ვიზეართან“ შუამდგომლობის შედეგად გადაწყდა, რომ აუტისტური სპექტრის მქონე […]
უშბაზე 2 ადამიანის ჩონჩხი იპოვეს – „სავარაუდოდ, წლების წინ დაღუპული ტურისტები არიან”
მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსის, დავით რატიანის ინფორმაციით, ისინი უცხოელმა ალპინისტებმა იპოვეს. „სავარაუდოდ, წლების წინ დაღუპული ტურისტები არიან, თუმცა დაზუსტებით მაინც ვერ ვიტყვით. თოვლის ინტენსიურმა დნობამ ხელი შეუწყო მათ აღმოჩენას. ნეშტი ჯერჯერობით არ ჩამოგვისვენებია, ველოდებით სპეციალისტებს. ტურისტების მიერ მათი აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია ჩვენამდე დღეს მოვიდა“,- […]
საქართველოში 3 თვეში 1428 ავარია მოხდა
2018 წლის პირველ კვარტალში 1 428 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, აქედან 54 კი სიმთვრალით იყო გამოწვეული-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ლელა სტურუამ განაცხადა. მისივე თქმით, 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოს გზებზე მომხდარი ავარიებს 107 ადამიანი ემსხვერპლა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლის მეტად გამკაცრებისკენ მოუწოდებს.
საქართველოში დაბადებული “რუსი ტარზანი” ავსტრალიაში გარდაიცვალა
მაიკლ (მიხეილ) ფომენკო, რომელმაც ავსტრალიის ჯუნგლებში 60 წელი გაატარა, 89 წლის ასაკში კვინსლენდის შტატში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Daily Mail-ს მისმა დამ ინსესამ დაუდასტურა. გავრცელებული ინფორმაციით “ტარზანი” 1930 წელს საქართველოში, თავადის ასულ ელისაბეტ მაჩაბელისა და სპორტცმენ დანილა ფომენკოს ოჯახში დაიბადა. იმავე წელს ოჯახი ჩინეთში გაიქცა და იაპონიის ინტერვენციის შემდეგ სიდნეიში გადასახლდა. ავსტრალიაში ფომენკოს წარმატებულ სპორტულ […]
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერი +28, +33 გრადუსამდე გათბება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზის სამსახურის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები აქციებით იმუქრებიან
შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები აქციებს აანონსებენ. ისინი ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. სტუდენტები განათლების სამინისტროსთან აქციას 23 აგვისტოს გამართავენ. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს. „შეუფერებელია მინისტრის განცხადებები და მინისტრის პასუხები. ის არ იყო მზად ჩვენთან შეხვედრისთვის, მან პირდაპირ გვითხრა, რომ არ იყო კომპეტენტური. ვაპირებთ, ვიბრძოლოთ ბოლომდე, იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია 23 აგვისტოს […]










