შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერების საკითხი – მომხდარს უსამართლოს და სტუდენტების უფლებების დარღვევას უწოდებენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები. უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ავტორიზაციის საბჭომ არ გაითვალისწინა იმ სტუდენტების უფლებები, რომლებმაც მისაღები გამოცდების დროს სწორედ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აირჩია. „სტუდენტების უფლებების დარღვევად მიმაჩნია ეს, როდესაც სტუდენტს უნდა ისწავლოს ზუსტად აქ, შემოხაზა ეს უნივერსიტეტი, რატომ უნდა დაირღვეს […]
კატეგორია: საზოგადოება
თამარ სანიკიძე – “შავი ზღვის უნივერსიტეტის ახალ სტუდენტებს სხვა უმაღლესებში გავუშვებთ”
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის თამარ სანიკიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება 1 წლით შეუჩერდა, არსებულ სტუდენტებს არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ. რაც შეეხება, იმ აბიტურიენტებს, რომლებიც წელს აბარებდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სანიკიძის თქმით, ისინი მობილობის პრინციპით სხვა ავტორიზებულ სასწავლებლებში დაიწყებენ სწავლას. “არსებულ სტუდენტებს არავითარი პრობლემა არ აქვთ, ისინი ჩვეულ […]
ბიძინა ივანიშვილი აბასთუმნის სასტუმროში ისვენებს – ,,შემოვიდა ადამიანურად, გადახედა – კანალიზაცია არა, ეს – არა, ის – არა”
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე აბასთუმანში ოჯახთან ერთად დასასვენებლად ჩავიდა და კურორტზე არსებული მდგომარეობის გაცნობა გადაწყვიტა. სასტუმრო ,,აბასთუმნის” ხელმძღვანელი გენადი ენდელაძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი აბასთუმნელებს ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელებას დაჰპირდა. ,,შემოვიდა კულტურულად, ადამიანურად. გადახედა, კანალიზაცია – არა, ეს – არa, ის – არა. ხალხს დაუძახა და თქვა, რომ დასახმარებლად ვარ ჩამოსულიო. ჩამოიარა წყლის სანაპიროები… ყველა ობიექტს ნახულობს, ვის რა დახმარება სჭირდება, მეც მკითხა. თვითონ ნახა ყველაფერი. არ ვიცოდი, აბასთუმანი ასე ძალიან თუ იყო ჩამორჩენილი და აუცილებლად უნდა ვუშველოთო. გამგებელთან ერთად ყველაფერს წერენ და გეგმავენ. სპეციალურად ჩამოვიდა, რომ თავისი ხელი დაატყოს. ტელეფონში უთხრა ვიღაცას, სასწრაფოდ გაამზადეთ პროექტიო, მაგრამ ვის ესაუბრა, არ ვიცი”, – აცხადებს გენადი ენდელაძე. ბიძინა ივანიშვილის აბასთუმანში ყოფნისას სარეაბილიტაციო სამუშაოების შესამოწმებლად კურორტზე ვიცე-პრემიერიც ჩავიდა. […]
წყალდიდობამ სოხუმი დატბორა
ოკუპირებულ აფხაზეთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. გადაუღებელ წვიმას სოხუმსა და მის შემოგარენში წყალდიდობა მოჰყვა. დატბორილია ქუჩები და შენობების პირველი სართულები. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ძლიერი წვიმის შემდეგ, მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. სინოპის რაიონში ღვარცოფიც ჩამოწვა და ერთ-ერთი მაგისტრალი დააზიანა. რუსთავი 2
19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს
19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერიცვალების დღეს ტაძრებში ყურძენი და სხვა ხილი იკურთხება. მარხვის გამო ეს დღე თევზით ხსნილია. ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება. ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები მათე (XVII, 1-13), მარკოზი (VI, 2-13) და ლუკა (IX, 28-36). უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოირჩია […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
თელავში ღვარცოფია, ახმეტაში სოფლები დაისეტყვა – სტიქია კახეთში
სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ ქისტაურში. ნახევარსაათიანმა სტიქიამ ვენახები, სიმინდი, ხეხილის ბაღები და საკარმიდამო ნათესები გაანადგურა. სტიქიის ზონაში იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი. როგორც იოსებ ქარუმაშვილმა „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა სოფელ ახშანის გზაზე, სადაც ხეებია წაქცეული და შებამისი ტექნიკა მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს. „ძლიერი სეტყვა იყო, ახლაც წვიმს. რამდენიმე სოფელი დაისეტყვა, […]
წვიმა, სეტყვა, ღვარცოფი – დღეს საღამოდან ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 აგვისტოდან 19 აგვისტოს დილამდე დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 18 აგვისტოს დღის ბოლოდან 20 აგვისტომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
ხომალდი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, 4 დღეა, რადარებიდან გაქრა
ხომალდი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, 4 დღეა, რადარებიდან გაქრა. პანამის დროშის ქვეშ მცურავი ბერძნული კომპანიის კუთვნილ ტანკერთან ბოლო კავშირი 14 აგვისტოს შედგა, მას შემდეგ გემისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ არაფერია ცნობილი. ბოლო ინფორმაციით, ხომალდ “პანტელენას” განაში ორ პორტს შორის შიდა რეისი უნდა შეესრულებინა. ერთ-ერთი ვერსიით, ნავთობისა და ქიმიური ნივთიერების გადასატანად განკუთვნილი ტანკერი მეკობრეების ხელში […]
ბათუმში ყოფილი „ლეოგრანდი“ დღეს, 18:00 საათზე დაიხურება
სასტუმრო „ველმონდი”(ყოფილი „ლეოგრანდი“) დღეს, 18:00 საათზე დაიხურება,- ამის შესახებ სასტუმროს იურისტმა კახაბერ წერეთელმა „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სასტუმროში მყოფ ტურისტებს ბათუმის სხვადასხვა სასტუმროებში დააბინავებენ. „დღეს ჩვეულებრივ სრულდება გადაწყვეტილება და 18:00 საათზე სასტუმრო დაიხურება. რაც შეეხება ტურისტებს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დახმარებით მათ სხვადასხვა სასტუმროებში დავაბინავებთ. სასტუმრო ფუნქციონირებას დაიწყებს მაშინ, როგორც კი სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს დააკმაყოფილებს”,- […]










