ბათუმში ყოფილი „ლეოგრანდი“ დღეს, 18:00 საათზე დაიხურება

ბათუმში ყოფილი „ლეოგრანდი“ დღეს, 18:00 საათზე დაიხურებასასტუმრო „ველმონდი”(ყოფილი „ლეოგრანდი“) დღეს, 18:00 საათზე დაიხურება,- ამის შესახებ სასტუმროს იურისტმა კახაბერ წერეთელმა „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სასტუმროში მყოფ ტურისტებს ბათუმის სხვადასხვა სასტუმროებში დააბინავებენ.
„დღეს ჩვეულებრივ სრულდება გადაწყვეტილება და 18:00 საათზე სასტუმრო დაიხურება. რაც შეეხება ტურისტებს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დახმარებით მათ სხვადასხვა სასტუმროებში დავაბინავებთ. სასტუმრო ფუნქციონირებას დაიწყებს მაშინ, როგორც კი სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს დააკმაყოფილებს”,- განაცხადა კახაბერ წერეთელმა.