კატეგორია: საზოგადოება

ლაგოდეხის სოფელ შრომაში დაუდგენელი ჯიშის ქვეწარმავალი მოსახლეობას აწიოკებს – ხალხს ღამე იარაღით სძინავს

ლაგოდეხის სოფელ შრომაში დაუდგენელი ჯიშის ქვეწარმავალი მოსახლეობას აწიოკებს - ხალხს ღამე იარაღით სძინავს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში დაახლოებით ერთი თვეა, დაუდგენელი ჯიშის ქვეწარმავალი გამოჩნდა. ხალხი ამტკიცებს, რომ სამი მეტრის სიგრძის ქვეწარმავალი შინაურ ცხოველს და ფრინველს ანადგურებს. თვითმხილველები ყვებიან, რომ ქვეწარმავალი ყველაზე ხშირად სოფლის ფერმის ტერიტორიაზე ჩნდება, დაახლოებით 3 მეტრის სიგრძისაა და განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა. სოფელ შრომის მოსახლეობა ყვება, რომ ღამე იარაღით სძინავთ, რადგან იყო შემთხვევა, როდესაც გველმა საკბენად ადამიანზეც […]

აგვისტოში საქართველოს ზღვისპირეთში მხოლოდ 2-3 დღე იქნება სრულად მზიანი

აგვისტოში საქართველოს ზღვისპირეთში მხოლოდ 2-3 დღე იქნება სრულად მზიანი

ზაფხულის შვებულების საქართველოს ზღვისპირეთში გატარების მსურველებს მოუწევთ, ზღვაზე გასასვლელი დღეები ყურადღებით შეარჩიონ. accuweather.com-ის ინფორმაციით, მოწმენდილი ცა და მზიანი დღეები აგვისტოს თვეში არცთუ ხშირად იქნება. მაგალითად, ბათუმში ყველაზე ცხელი დღე, 29 გრადუსი, 1 აგვისტოს იქნება, სრულად უღრუბლო დღე კი მხოლოდ 2-ჯერ დაფიქსირდება. 7 დღე კი იწვიმებს. ნიუპოსტი

რა დაინახა ვანგამ საქართველოზე – რიცხვი 20 და ოთხი მეფე – კახა ბასილია: ,,ვფიქრობ, ვანგამ ჩვენი ქვეყნის ოთხი პრეზიდენტი იგულისხმა”

რა დაინახა ვანგამ საქართველოზე – რიცხვი 20 და ოთხი მეფე – კახა ბასილია: ,,ვფიქრობ, ვანგამ ჩვენი ქვეყნის ოთხი პრეზიდენტი იგულისხმა”

ბულგარელი ნათელმხილველისა და სახალხო მკურნალის, ვანგას, სახელი მის სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. მისი არაერთი წინასწარმეტყველება ასრულდა, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომი, ფაშიზმის დამარცხება, თავდასხმა ამერიკის პრეზიდენტ ჯონ კენედიზე, “ამერიკელი ძმების (სავარაუდოდ, ტყუპი ცათამბჯენების) დაცემა რკინის ჩიტებით” და სხვა. ამბობენ, რომ სტალინის სიკვდილი ვანგამ ნახევარი წლით ადრე იწინასწარმეტყველა, რის გამოც დააპატიმრეს და მხოლოდ საბჭოთა ბელადის გარდაცვალების შემდეგ გაათავისუფლეს. […]

ჯეიმს ბონდის გოგოს გენერალ კვინიტაძის შვილიშვილი თამაშობს – როგორ გადაურჩა მარიამ დ’აბო ტვინის ანევრიზმას

ჯეიმს ბონდის გოგოს გენერალ კვინიტაძის შვილიშვილი თამაშობს - როგორ გადაურჩა მარიამ დ’აბო ტვინის ანევრიზმას

“ბაბუაჩემი გენერალი გიორგი კვინიტაძე იყო. ბებია კი – მარიამ მაყაშვილი. ამ სურათიდანაც ჩანს, რომ ბაბუას ბევრი მედალი ქონდა. თუმცა მე მას არ ვიცნობდი როგორც გენერალს, მაგრამ ვიცნობდი როგორც ბაბუას,“ – ასე იხსენებს ქართველ გენერალს შვილიშვილი, მარიამ დ’აბო „კურიერთან“ ინტერვიუში. დ’აბო ჯეიმს ბონდის გოგო 1987 წელს გახდა. ფილმში „ნაპერწკლები თვალებიდან“ მან აგენტ 007-ზე შეყვარებული ჩელისტის, კარა […]

სმიტების ოჯახი დაკრძალეს

სმიტების ოჯახი დაკრძალეს

დღეს სმიტების ოჯახი დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიალი არიზონას შტატში გაიმართა და მას სმიტების ნათესავები, ხლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ. ხადას ხეობაში ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი 3 კვირის წინ მოკლეს. სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსია დაკავებული.

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება რამდენიმე დღით დაგვიანდება

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება რამდენიმე დღით დაგვიანდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის განცხადებით, განრიგის შეცვლის გამო გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება, შესაძლოა რამდენიმე დღით დაგვიანდეს. “ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი აბიტურიენტები და ზოგადად აპლიკანტები ამას გაგებით მოეკიდებიან. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა რაც შეიძლება დროულად დავიწყოთ პირველადი შედეგების გამოცხადება. სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისიდან უკვე ეტაპობრივად გამოვაცხადებთ პირველად შედეგებს, რომელსაც შემდგომში მოსდევს […]

ამ წუთებში ჭუბერსა და ხაიშში ხმაურია – პოლიცია მოსახლეობას უპირისპირდება

ამ წუთებში ჭუბერსა და ხაიშში ხმაურია - პოლიცია მოსახლეობას უპირისპირდება

ხმაურია ამ წუთებში ხაიშსა და ჭუბერში, სადაც დღეს დილით ფინანსური პოლიცია შევიდა. “ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, სამართალდამცავთა მობილიზებას მოსახლეობაში პროტესტი მოჰყვა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა. რაც შეეხება ხაიშსა და ჭუბერში ფინანსური პოლიციის მობილიზებას, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ საქმე ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვებას ეხება. ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირების შემდეგ სვანეთში ასობით პოლიციელი შევიდა.

ვანო ჩხარტიშვილმა პატრიარქს გადადგომა ურჩია

პატრიარქი -  „დაიკვლება დიდი მოზვერი, 7 ცხვარი, ყოჩი და მადლობას შევწირავთ უფალს"

„კურიერის“ წყაროს ინფორმაციით, პატრიარქს გადადგომა ბიზნესმენმა, ვანო ჩხარტიშვილმა ურჩია. აღნიშნულს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში თავად ჩხარტიშვილი არ ადასტურებს. მეუფე გრიგოლი ადასტურებს, რომ უწმინდესს მოსაყდრედ მეუფე შიოს დანიშვნის შემდეგ გადადგომა და სახლში წასვლა შესთავაზეს. სკანდალური განცხადება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გუშინ გააკეთა, თუმცა მან არ დააკონკრეტა, ვინ იყვნენ ის პირები, ვინც ილია მეორეს გადადგომა ურჩიეს. მეუფე გრიგოლის სკანდალური განცხადება […]

ახალციხეში საბავშვო ბაღის მასწავლებელმა მადლენა გიორგაძემ 3 წლის ბავშვი სცემა

ახალციხეში საბავშვო ბაღის მასწავლებელმა მადლენა გიორგაძემ 3 წლის ბავშვი სცემა

ახალციხის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მასწავლებელმა 3 წლის ბავშვი სცემა. მეორე ცვლის აღმზრდელის მადლენა გიორგაძის წინააღმდეგ საჩივარი სამი წლის ბიჭის მშობელმა 19 ივნისს დაწერა. ახალციხის N1 ბაგის მენეჯერი თამარ ქიმერიძე ამბობს, რომ ინციდენტის დროს იგი სამსახურში იმყოფებოდა, თუმცა ფაქტს არ შესწრებია. მისი თქმით, მშობელმა განცხადებაში დაწერა, რომ მასწავლებელი მის შვილს უდიერად მოექცა. „საღამო იყო, მასწავლებელს ბავშვები […]

”ვაგონებში დაკვამლიანება იყო, ჰაერი ჩაიხუთა, სუნთქვა ჭირდა” – რა მოხდა საბურთალოს ხაზზე

''ვაგონებში დაკვამლიანება იყო, ჰაერი ჩაიხუთა, სუნთქვა ჭირდა'' - რა მოხდა საბურთალოს ხაზზე

 ”ჯი-ეიჩ-ენს” მეტროს ერთ-ერთი მგზავრი დაუკავშირდა, რომელმაც დღეს დილით, საბურთალოს ხაზზე მომხდარი ინციდენტის შესახებ უამბო. „დაახლოებით, 12:00 საათზე, ვაჟა-ფშაველადან სადგურის მოედნის მიმართულებით მიმავალი მეტროს ვაგონი გვირაბში გაჩერდა. დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში არავინ არაფერს გვეუბნებოდა. ვაგონებში საშინელი კვამლი გამოვიდა, ჰაერი ჩაიხუთა, სუნთქვა ჭირდა. საშინელი პანიკა ატყდა, ერთი ქალი ხან სასწრაფოში რეკავდა, ხან სახანძროში, გაგვიყვანეთო, ითხოვდა. ძლივს დავამშვიდეთ. შემდეგ […]