ბიძინა ივანიშვილის დისშვილი კობა კობიაშვილი გარდაიცვალა. როგორც ოჯახის ახლობლებმა „2020NEWS“-ს განუცხადეს, მისი გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. კობა კობიაშვილმა რამდენიმე კვირის წინ გულის ოპერაცია გაიკეთა. კობიაშვილი გუშინ საკუთარ სოფელში, ითხვისში გადაასვენეს.
კატეგორია: საზოგადოება
”50-50 გრამი ვისკი გვქონდა დალეული, ნასვამები არ ვიყავით” – რატომ ჩამოსვეს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თვითმფრინავიდან
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრსა და მერიის წარმომადგენელს რამდენიმე დღის წინ სერიოზული ინციდენტი შეემთხვათ. 10 მაისს დილის 6 საათზე ლევან ონიანი, გიგა ჯღარკავა და პაატა პაპელიშვილი ოფიციალური ვიზიტით ვარშავაში უნდა გაფრენილიყვნენ, მაგრამ ისინი რეისიდან მოხსნეს. როგორც “ინფო რუსთავს” “ლოტ პოლონეთის ავიახაზებში” განუცხადეს, მგზავრების ბორტიდან მოხსნა იმ შემთხვევაში ხდება, თუ ისინი საფრთხეს უქმნიან ფრენას და სხვა […]
ბაადურ წულაძეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ
ქართველ მსახიობს, კინორეჟისორსა და სცენარისტს ბაადურ წულაძეს 17 მაისს, 15:00 საათზე, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. მსახიობს საბურთალოს სასაფლაოზე, გივი ბერიკაშვილისა და დიმა ჯაიანის გვერდით დაკრძალავენ. მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე 83 წლისა მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ბაადურ წულაძე დაიბადა ბათუმში. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი ა. დოვჟენკოს და მიხეილ ჭიაურელის ხელმძღვანელობით (1961), სადიპლომო ნამუშევარი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ჯილდო”. პირველად როგორც მსახიობი […]
დემეტრე გამსახურდიამ პოლონეთში მუსიკალური პიესა “ვიკარე” დადგა – “მოუსმინეთ, გაიაზრეთ, და ნათესაობის გამო ნუ დაალაიქებთ…” – ვიდეო
ცოტა ხნის წინ ზვიად გამსახურდიას შვილიშვილმა და კონსტანტინე გამსახურდიას შვილმა, დემეტრე გამსახურდიამ, პოლონეთში მუსიკალური პიესა “ვიკარე” დადგა. ამის შესახებ კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა ფეისბუქში დაწერეა. კონსტანტინე გამსახურდია: “ინტერაქტიული, მუსიკალური თეატრისთვის შექმნილი პიესა “ვიკარე,” რომლის პრემიერაც ახლახანს გაიმართა კრაკოვის რეგიონში, პოლონური მუსიკალური სცენის დიდი ნესტორის, კჟიშტოფ პენდერეცკის სახელობის ცენტრში. ორკესტრი – ძირითადად შვეიცარიელი და პოლონელი მუსიკოსებითაა […]
ბინათმშენებლობებით დაზარალებულებს მერია მიწის ნაკვეთებს გამოუყოფს და სახლებს აუშენებს
დედაქალაქის მერიამ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის მიწის ნაკვეთები გამოყო და მასზე საცხოვრებელი შენობების აშენებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით, დღეს, მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქში 3000-ზე მეტი დაზარალებული ოჯახია, რომლებმაც 90-იანი წლებიდან დღემდე ვერ შეძლებ საკუთარი საცხოვრებელი ფართების მიღება. მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი კი, რომელზეც მათი სახლები უნდა აშენებულიყო, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს […]
რუსეთის საპატრიარქო საქართველოში თავის წარმომადგენელს აგზავნის – გადაწყვეტილება ქართულ ეკლესიასთან შეთანხმდა
რუსეთის საპატრიარქო საქართველოში რუსულენოვანი მორწმუნეებისთვის თავის წარმომადგენელს აგზავნის- განცხადება ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში სასულიერო პირის გამოგზავნის საკითხი ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან არის შეთანხმებული და ეს თემა 14 მაისს რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილეს. რუსეთის საპატრიარქო თბილისში დეკანოზ ვლადიმერ ალექსანდროვს გამოაგზავნის, რომელსაც დაევალება, აუცილებელ შემთხვევაში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის […]
“შს მინისტრმა მოგვატყუა…მოვიდა ტიპი ჩვენს მოედანზე და მივეცით საშუალება, რომ მისი წესებით გვეთამაშა”
ტელეწამყვანი ნიკა ქავთარაძე ამბობს, რომ შს მინისტმა „ჩვენი თავისუფლებისთვის“ აქციის მონაწილეები მოატყუა. მისი თქმით, გიორგი გახარიამ შეძლო, დაერწმუნებინა ისინი, თითქოს უუნარო იყო და კონტრაქციაზე მყოფი პირების შეკავებას ვერ ახერხებდა. სინამდვილეში კი, სიტუაცია სათავისოდ გამოიყენა და საკუთარი სცენარით იმოქმედა. „შს მინისტრმა მოგვატყუა. რა უუნარო აღმოჩნდა სახელმწიფო და ბალამუტი? მოვიდა ტიპი ჩვენს მოედანზე და მივეცით საშუალება, რომ მისი წესებით […]
ანი სუბელიანი – “მე მემუქრებიან ბავშვით, მაგრამ ამის გამო არ ვაპირებ, რომ შევწყვიტო გარეთ სიარული”
ანი სუბელიანი, რომელიც „ჩვენი თავისუფლებისათვის“ აქციის ღამეს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალზე ცეკვავდა, მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება. მისი თქმით, ცეკვის გამო, ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ის ასევე ამბობს, რომ მას ემუქრებიან სოციალურ ქსელში და ბოლო დროს ზეწოლის ობიექტი გახდა. – მე მემუქრებიან ბავშვით. რაღაც მომენტში რეალური საფრთხის შეგრძნებაც გამოჩნდა, მაგრამ ამის გამო არ ვაპირებ, რომ […]
ნაჯა ორაშვილი – “7 გამსაღებელს შეეწირა მსოფლიოში საუკეთესო სცენა”
კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი აცხადებს, რომ მისთვის მინისტრის ბოდიში საკმარისი არ არის. ის მოითხოვს იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, რომელთაც, მისივე თქმით, მსოფლოში საუკეთესო სცენა შეეწირა. „პირადად მე ჩემს არცერთ კითხვაზე პასუხი არ მიმიღია. ამიტომ ჩემი ბრძოლა იქნება უკომპრომისო და პრინციპული იმიტომ, რომ 7 გამსაღებელს, რომლებიც დაჭერილი არიან კლუბის ტერიტორიის გარეთ, სხვადასხვა უბნებში, შეეწირა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო […]
ომის 101 წლის ვეტერანს “გამარჯვების დღე” ვადაგასული პროდუქციით მიულოცეს
მოსკოვში, ომის ვეტერანს, 101 წლის კლავდია ტიმოფეევას, 9 მაისს საჩუქრად ვადაგასული პროდუქცია გადასცეს. ამის შესახემ მისმა შვილიშვილმა რუსულ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, გასული წლებისგან განსხვავებით, ბებიამისისთვის „გამარჯვების დღეს” შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებს არ მიულოციათ, სატელეფონო ზარითაც კი. ოლგას თქმით, ვეტერანთა საბჭომ მის ბებიას საკვები პროდუქტების ვაუჩერი 7 მაისს გაუგზავნა. საჩუქრის წამოსაღებად კი მისი შვილი წავიდა. „მაღაზია […]










