ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი მიიღეს. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას განმარტებით, აღნიშნული წესი არა მხოლოდ ზუგდიდის, არამედ ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოს აქვს მიღებული და მედიაში ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა. მისივე განმარტებით, აღნიშნული წესი ეს არის განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მიცვალებულის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში მოყვანა ვერ ხერხდება. – გვქონდა ამის მაგალითები, როდესაც უპატრონო მიცვალებული […]
კატეგორია: საზოგადოება
22 წლის ბიჭს პოლიცია მესამე დღეა ეძებს
სამართალდამცველები 22 წლის გიგა გოგიტიძეს ეძებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, იგი სახლიდან 12 მაისს გავიდა. ის სამეთვალყურეო კამერამ ბოლოს ბათუმში, სასტუმრო ,,ლეოგრანდის” მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირა. ძმის, გიორგი გოგიტიძის განცხადებით, საგამოძიებო უწყება ერთ-ერთი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ვიდეო-ჩანაწერებს დღეს დაათვალიერებს. ოჯახი, 22 წლის ბიჭის აზარტულ და საშიშ ინტერნეტ თამაშებთან კავშირს, კატეგორიულად გამორიცხავს. სამართალდამცველებმა გიგას პირადი მობილური ტელეფონი და […]
გიორგი ჭელიძე – “როცა მძინავს, მაშინაც ფაშისტი ვარ“
საქართველოში, საზოგადოების ერთი, ძალადობრივი ჯგუფი, ფიზიკურად თუ ვერბალურად ებრძვის ყველას და ყველაფერს, ვინც მათ მოსაზრებებს არ ეთანხმება. ამას “ქართული ღირსების” დაცვით ამართლებს, თვითონ კი ფაშისტური იდეოლოგის მიმდევარია. 32 წლის გიორგი ჭელიძე ერთი წელია, რაც ქართულ ფაშისტურ ორგანიზაციას „ საქართველოს ეროვნული ერთობა“ ჩაუდგა სათავეში. ორგანიზაციას მისალმება, იერარქია, მილიტარისტული პროპაგანდა, რასისტული განცხადებები და ის წესები აქვს, რაც […]
“კაცს რომელსაც ღამის თბილისი ანდო მერმა საკუთარი მობილური დაუმალა… აილაგმოს ეს ფიქტიური “სამსახური”
თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის სამსახურის გაუქმებას ითხოვს. ლევან ხაბეიშვილი სამსახურის ხელმძღვანელის, სერგი გვარჯალაძის ხელფასს ასაჯაროვებს და ამბობს, რომ სამსახური ფიქტიურია: “სელფ-მერი” კახი კალაძისგან ვითხოვთ იმ ფიქტიური სამსახურის გაუქმებას, რომლის ხელმძღვანელს მისი ტელეფონის ნომერიც კი ვერ ანდო. ყველამ ვნახეთ პირდაპირ ეთერში კალაძის მიერ დანიშნულმა სერგი გვარჯალაძემ როგორ უხერხულად აღიარა რომ მისი […]
სინოპტიკოსების პროგნოზით, 14-17 მაისს საქართველოში ტემპერატურა 28 გრადუსამდე მოიმატებს
14 – 17 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
ბასიანის მფლობელებს კლუბში არ უშვებენ
ამ დრომდე უცნობია, როდის გაიხსნება სპეცოპერაციის შემდეგ დალუქული ღამის კლუბები. შს სამინისტროში ზუსტ დროს არ აკონკრეტებენ. 5 კლუბი “კაფე გალერი,” “როკი-ტი,” ღამის კლუბი “მტკვარზე,” “ბასიანი” და “მედ” სამართალდამცველებმა შაბათს, ერთი დღით დალუქეს. განჩინებაში აღნიშნულია, რომ კლუბების დალუქვის მოთხოვნით სასამართლოს პროკურორმა მიმართა. – კლუბის ტერიტორიაზე არიან ისევ პოლიციის თანამშრომლები და არ გვაძლევენ უფლებას, რომ შევიდეთ კლუბში. […]
ვინც თავს თვლის საქართველოს ეკლესიის შვილად, თავი შეიკავონ დაპირისპირებისაგან – საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ჩვენი მოქალაქეები შესძრა ბოლო დროს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების გამავრცელებლებთან ბრძოლა როგორც ჩვენთვის, ისე ხელისუფლებისა და მთელი მოსახლეობისათვის აუცილებლებლობასწარმოადგენს, საზოგადოების ნაწილში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კითხვები გააჩინა (თუმცა, შესაბამის უწყებას ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია აქვს); მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ უარყოფითი დიდი მუხტი შემოიტანა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილის […]
საქართველოში სამოქალაქო გვარდიის შექმნა დაიწყო – რა ხდება ლონდონის ბაღში
„საქართველოს ეროვნულმა ერთობამ“ ე.წ. სამოქალაქო გვარდიის შექმნა დაიწყო. ორგანიზაციის წევრები მასში აწევრიანებენ რიგით მოქალაქეებს. არ ვრცელდება ასაკობრივი და სქესობრივი შეზღუდვა, გარდა მცირეწლოვნებისა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ერთობის წარმომადგენლებმა განუცხადეს, სამოქალაქო გვარდიის მიზანი იქნება შიდა სახელმწიფოებრივი წესრიგის დაცვა, საჭიროების შემთხვევაში კი საომარ მოქმედებებში ჩაბმაც. სამოქალაქო გვარდიაში გაწევრიანების მსურველები საბჭოს ქუჩასთან, ლონდონის ბაღში არიან შეკრებილები და რვეულზე სახელის, […]
ბექა წიქარიშვილი: „ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, აქციას დროებით ვწყვეტთ, სამოქმედო გეგმას ფეიბუქისთ გავავრცელებთ
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერის ბექა წიქარიშვილის ინფორმაციით, მათი აქცია შესაძლოა, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აღარ გაიმართოს. ამის შესახებ წიქარიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ესაკალაციის თავიდან ასაცილებლად, აქციის ორგანიზატორები სამომავლო გეგმებს შეიმუშავებე და საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით შეატყობინებენ. „სამოქმედო ნაბიჯების დასაგეგმად საორგანიზაციო ჯგუფი იკრიბება. აქ შეიძლება აღარ შევიკრიბოთ. ინფორმაციას მოგვიანებით, „ფეისბუქით“ გავავრცელებთ“,- განაცხადა წიქარიშვილმა.
ჯეოსელმა პარლამენტთან ინტერნეტის გამაძლიერებელი ტექნიკა მიიტანა
კომპანია ჯეოსელმა პარლამენტთან აქციაზე ინტერნეტის გამაძლიერებელი ტექნიკა მიიტანა. როგორც კომპანიის პრესსამსახურმა On.ge-ს უთხრა, ეს მიღებული პრაქტიკაა, რადგან თავშეყრის ადგილებში ინტერნეტის სიხშირე ეცემა და მსგავსი ტექნიკით აძლიერებენ. ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან აქცია გრძელდება. აქციის ორგანიზატორებმა პრემიერ კვირიკაშვილს ულტიმატუმი წაუყენეს, თუმცა პრემიერ-მინსიტრი მათ არ გამოხმაურებია. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა, დაპირებული კარვები გაშალეს. ბაია პატარაიას თქმით, შს მინისტრო, […]










