ცოტა ხნის წინ ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს. მან პირველი კომენტარი უკვე გააკეთა. – ეს არის თავდასხმა ბიზნეს სექტორზე და პოლიციისგან ამას არავინ ელოდა. დამაკავეს ისე, რომ არაფერი დამიშავებია. სამი საათი გავატარე პოლიციის განყოფილებაში. ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ ქუცნაშვილის და მაღრაძის ქვეყანაში, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. მანვე აღნიშნა, რომ პოლიციაში მის მიმართ თავაზიანად იქცეოდნენ. https://www.facebook.com/GirchiParty/videos/1995407773844005/
კატეგორია: საზოგადოება
ცემა-ტყეპა რუსთაველზე – “სპეცრაზმი დაიძრა პარლამენტისკენ, ფრთხილად!”
სულ ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან კლუბებიდან წამოსული ხალხი შეიკრიბა. მათსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე შეხლა-შემოხლა მოხდა. ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დემონსტრანტებმა პოლიციელების ტერიტორიიდან გაყვანა მოითხოვეს. პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა. “სპეცრაზმი დაიძრა პარლამენტისკენ. ფრთხილად, არ დაგავიწყდეთ, რისთვის და როგორ წავიდა წინა ხელისუფლება. სისტემის მარცხი.”- დაწერა ფეისბუქში ნაჯა ორაშვილმა.
“კალაძე ხვალ დიჯეებს სპეცრაზმთან ფეხბურთს გვათამაშებს… ყველას ვერ დაგვიჭერთ, კახა, დაგექცა ქალაქი!”
„ასეთი რაღაც ხდება მხოლოდ პუტინის რუსეთში,“- ეს განცხადება მუსიკოსმა, დავით გაბუნიამ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში კლუბ „ბასიანთან“ გააკეთა, სადაც სპეცოპერაცია და დაკავებები მიმდინარეობს. „ბატონ ბიძინას მადლობა ტრიუმფალური დაბრუნებისთვის. კახა კალაძე ალბათ, ხვალ დიჯეებს სპეცრაზმთან ფეხბურთს გვათამაშებს და ასე მოგვარდება ყველაფერი, ყველას ვერ დაგვიჭერთ, ფეხბურთი არ იქნება კახა, დაგექცა ქალაქი თავზე,“- განაცხადა დავით გაბუნიამ. რუსთავი 2
ბასიანთან ჟურნალისტ ირაკლი აბსანძეს ტანსაცმელი შემოახიეს – ვიდეო
ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე ამბობს, რომ გაურკვეველმა პირმა მისი ბასიანის ტერიტორიიდან გაყვანა სცადა, თუმცა აქ ამყოფმა ახალგაზრდებმა ამის უფლება არ მისცეს. მას ამ დროს შემოეხა ტანსაცმელი. პოლიციამ აღნიშნული პირისთვის მას ფოტოს გადაღების უფლება არ მისცა. ნეტგაზეტი https://www.facebook.com/netgazeti/videos/10156615584747044/
ტაძრის ეზოში მამაკაცმა ვენები გადაიჭრა
ოზურგეთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ეზოში ახალგაზრდა მამაკაცმა ვენები გადაიჭრა. როგორც თვითმხილველები საუბრობენ, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო. _ ძალიან აგრესიულად იქცეოდა. სასწრაფოს წინააღმდეგობა გაუწია, პოლიციის დახმარებით ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს საავადმყოფოში, _ ამბობენ თვითმხილველები. მამაკაცი ოზურგეთელია. ნიუპოსტი
როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო 3 დღის განმავლობაში
11-14 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება. კერძოდ, ჰაერის ტემპერატურა 11-13 მაისს დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსია მოსალოდნელი, 14 მაისს კი ტემპერატურა 2-3 გრადუსით მოიმატებს. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 11-13 მაისს +20, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო […]
ხალხის დამოკიდებულება საპატრიარქოს მიმართ უარესობისკენ შეიცვალა – TI-ს კვლევა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დღეს გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ორგანიზაციის დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ განახორციელა. კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8 პროცენტს შეადგენს. კვლევა მოიცავდა კითხვებს კორუფციის, სახელმწიფო და საზოგადოებირივი ინსტიტუტებისადმი ნდობის, ხელისუფლების ძირითადი შტოებისა და ორგანოების მუშაობის, საჯარო […]
გარდაბნის სკოლის მოსწავლე, რომელიც ბულინგის მსხვერპლი გახდა, მშობელმა საზღვარგარეთ წაიყვანა
გარდაბანში, ერთ-ერთი სკოლის მეშვიდეკლასელი, რომელიც თანატოლების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდა, მშობელმა საზღვარგარეთ წაიყვანა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მე-7 კლასელი მოსწავლის დედა, მანამდეც უცხო ქვეყანაში იმყოფებოდა. ის პერიოდულად ბრუნდებოდა საქართველოში და ამჟამად, გადაწყვიტა შვილი თან წაეყვანა. როგორც “ინტერპრესნიუსს” განათლების და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის შემდეგ, ბულინგთან და ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ სკოლაში არაერთი აქცია, შეხვედრების ციკლი და მშობელთა კრება […]
ინგა გრიგოლია – “სისხლისღვრა მქონდა ეთერში, ადამ მათრია და მლანძღა”
მწვავე კამათი იყო ტვ პირველის თოქშოუ რეაქციაში. ადა მარშანია მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებულმა კითხვამ გააღიზიანა, რის გამოც მან ინგა გრიგოლიას უყვირა კიდეც, რაზეც წამყვანმა დეპუტატს შენიშვნა მისცა. ადა მარშანიას ცხარე დებატების დროს ჭიქა გაუტყდა და ხელი გაეჭრა, მას პირველადი დახმარება ინგა გრიგოლიამ აღმოუჩინა. „სისხლისღვრა მქონდა სტუდიაში, პირდაპირი მნიშვნელობით. ადამ მათრია, მლანძღა, მერე ჭიქა გატეხა,ხელი გაეჭრა და […]
„პირდაპირ არაკაცი ხარ… იძიწე ნა ხუი… იბიო მატ…“ – გრიშა ონიანი ბადრი შუბლაძეს არ შეურიგდა და ,,ფაბრიკას“ წამყვანს პირდაპირ ეთერში აგინა – ვიდეო
გრიშა ონიანმა გადაცემა “ფაბრიკის” წამყვანს პირდაპირ ეთერში აგინა. მისი გაღიზიანების მიზეზი კი ის სიუპრიზი გახდა, რომელიც მას ჟურნალისტმა მოუმზადა. ეთერში დაპატიჟებულ ონიანს სტუდიაში ბადრი შუბლაძე დახვდა, რომელთან შერიგებაც გასვიანმა შესთავაზა. ეს გრიშა ონიანს არ მოეწონა და მან გადაცემის წამყვანს უცენზურო სიტყვებით მიმართა. ამის შემდეგ გრიშა ონიანმა გადაცემა დატოვა ისე, რომ სკამზე არც დამჯდარა. ბადრი შუბლაძეს […]










