„ასეთი რაღაც ხდება მხოლოდ პუტინის რუსეთში,“- ეს განცხადება მუსიკოსმა, დავით გაბუნიამ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში კლუბ „ბასიანთან“ გააკეთა, სადაც სპეცოპერაცია და დაკავებები მიმდინარეობს.
„ბატონ ბიძინას მადლობა ტრიუმფალური დაბრუნებისთვის. კახა კალაძე ალბათ, ხვალ დიჯეებს სპეცრაზმთან ფეხბურთს გვათამაშებს და ასე მოგვარდება ყველაფერი, ყველას ვერ დაგვიჭერთ, ფეხბურთი არ იქნება კახა, დაგექცა ქალაქი თავზე,“- განაცხადა დავით გაბუნიამ.
რუსთავი 2

