კატეგორია: საზოგადოება

ბაია პატარაია: შინაგან საქმეთა სამინისტროდან მივიღეთ გაფრთხილება, რომ კარვების გაშლის შემთხვევაში დაგვარბევდნენ

ბაია პატარაია: შინაგან საქმეთა სამინისტროდან მივიღეთ გაფრთხილება, რომ კარვების გაშლის შემთხვევაში დაგვარბევდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროდან მივიღეთ გაფრთხილება, რომ კარვების გაშლის შემთხვევაში დაგვარბევდნენ – ამის შესახებ “ქალთა მოძრაობის” წევრის ბაია პატარაიამ განაცხადა. ,,ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ჩვენ ვითხოვთ, რომ პოლიტიკოსებს ჰქონდეთ პასუხისმგებლობის განცდა. ჩვენ არ ჩავდივართ უკანონობას, ჩვენი მოთხოვნა არის სამართლიანი“ – განაცხადა ბაია პატარაიამ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეებმა კარვები უკვე გაშალეს.

ბექა წიქარიშვილი: “როგორც დავაანონსეთ ვიწყებთ კარვების გაშლას”

ბექა წიქარიშვილი: "როგორც დავაანონსეთ ვიწყებთ კარვების გაშლას"

მოძრაობა თეთრი ხმაურის წევრი ბექა წიქარიშვილი პარლამენტის შენობის წინ შეკრებილებს მიმართავს და პრემიერ მინისტრისთვის მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს. “ ჩვენი მოთხოვნის ადრესატი არ ყოფილა თბილისი მერი. მისგან არაფერი არ გვაინტერესებს. ჩვენ გვჭირდება პასუხი გუშინდელ სპეცოპერაციაზე. რატომ მოგვექცნენ ასე. ხელისუფლებას საკუთარი მოსახლეობა ფეხებზე კიდია და ამას არავინ არ აპატიებს. ჩვენ ვიმეორებთ მათ ჩვენს […]

რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეებმა სრულად გადაკეტეს – ”მადლობა პოლიციას”

რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეებმა სრულად გადაკეტეს - ”მადლობა პოლიციას”

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტა. აქციის ორგანიზატორებმა პოლიციას მადლობა გადაუხადეს მათი მოთხოვნის შესრულებისთვის. პარლამენტის შენობასთან აქცია  „ჩვენი თავისუფლებისთვის გავდივართ გარეთ“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა და პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას ითხოვენ. აქციის ორგანიზატორები ამ წუთებში სიტყვით გამოდიან და ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ. თბილისში აქციის მხარდასაჭერად ქუთაისიდან და ბათუმიდანაც მიემართებიან […]

”თეთრი ხმაური” რუსთაველზე კარავს გაშლის

”თეთრი ხმაური” რუსთაველზე კარავს გაშლის

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები კარვის გაშლას გეგმავენ, – ამის შესახებ “თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრმა, დავით სუბელიანმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. – მინდა კარგად გავიაზროთ, რომ ეს არ იქნება მოკლე პროცესი, აქციები იქნება პერმანენტული. სავარაუდოდ, აქ გვექნება კარავი, შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. აქტიური გამოსვლების და სხვა აქტივობების გეგმას დავალაგებთ, – მიმართა […]

აქციის მონაწილეები გზის სრულად დაკავებას ითხოვენ – პოლიციის მაღალჩინოსანთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

აქციის მონაწილეები გზის სრულად დაკავებას ითხოვენ - პოლიციის მაღალჩინოსანთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

საპატრულო პოლიციის უფროსსა და ბექა წიქარიშვილს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. აქციის ორგანიზატორებმა შსს-ს გზის სრულად დაკავების მოთხოვნით მიმართეს. „სამწუხაროდ, შეთანხმება ვერ შედგა ჩვენ შორის. საკითხი ეხებოდა შემდეგს, რომ ჩვენ ვითხოვთ ქუჩის სრულად დაკავებას, რადგან მიგვაჩნია, რომ საკმარისი რაოდენობაა ხალხის, თუმცა საპატრულო პოლიციის მხრიდან სხვა პოზიციაა, ისინი ფიქრობენ, რომ არასაკმარისი ვართ,“ – აღნიშნა წიქარიშვილმა. ნიუპოსტი

ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმი იმყოფება

ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმი იმყოფება

ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმი იმყოფება. როგორც “ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ადგილზე დაახლოებით 50-მდე სპეცრაზმელია. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას. აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ: პირველი – თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე […]

ბექა წიქარიშვილი სამართალდამცველებს მიმართავს, აქციის მონაწილეებს სამანქანე გზის სავალი ნაწილი დაუთმონ

ბექა წიქარიშვილი სამართალდამცველებს მიმართავს, აქციის მონაწილეებს სამანქანე გზის სავალი ნაწილი დაუთმონ

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი ბექა წიქარიშვილი რუსთაველის გამზირის გასწვრივ მყოფ სამართალდამცველებს მიმართავს, აქციის მონაწილეებს დაუთმონ სამანქანე გზის სავალი ნაწილი, რადგან წიქარიშვილის თქმით, აქციის მონაწილეების სიმრავლის გამო პარლამენტის წინ არსებული სკვერი საკმარისი არ არის. აღნიშნული მოწოდების შემდეგ სამართალდამცველებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. აქციის რამდენიმე მონაწილე გზის სავალ ნაწილზე გადასვლას ცდილობს. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის […]

გვარჯალაძე: ეს ფაქტი დამაზიანებელია პოლიციის რეპუტაციისთვის

გვარჯალაძე: ეს ფაქტი დამაზიანებელია პოლიციის რეპუტაციისთვის

კლუბ „ბასიანსა” და „გალერიში” სპეცოპრეაციის ჩატარებას სერგი გვარჯალაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება. გვარჯალაძის შეფასებით, ეს ფაქტი დამაზიანებელია პოლიციის რეპუტაციისთვის. “მეგობრებო, საჭიროდ ვთვლი, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით. ის, რაც მოხდა და რასაც მთელი ღამის მანძილზე თვალს ვადევნებდი ადგილზე, აბსოლუტურად გაუგებარი და დამაზიანებელი მიმაჩნია თითოეული ჩვენგანისთვის; პირველ რიგში ადამიანებისთვის, რომლებიც საცეკვაოდ მივიდნენ პარასკევ ღამეს კლუბებში […]

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა პოლიციას უცეკვეს – ვიდეო

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა პოლიციას უცეკვეს - ვიდეო

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავების წინ დაკავებების შემდეგ იცეკვეს. მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს რამდენიმე ახალგაზრდა, რომელიც პოლიციელების წინ ცეკვავს. https://www.facebook.com/netgazeti/videos/10156615975402044/