თეოს ცოტა ხნის წინ დაუდგინდა თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე. ოჯახის, მეგობრების, ნათესავებისა და სრულიად უცხო ადამიანების დახმარებით ის თურქეთის ონკოლოგიურ კლინიკაში იქნა წაყვანილი სადაც ჩაუტარდა ძალიან ძვირადღირებული გამოკვლევები და ოპერაცია. თეოს ოპერაციის შემდეგ სიმსივნური კერების 60% ამოუღეს. ახლა კი აუცილებლად ესაჭიროება ქიმიოთერაპია, დასხივება და ფიზიოლოგიური ვარჯიშები, რისი საშუალებაც ოჯახს აღარ აქვს. თეოს დასახმარებლად გახსნილია საქველმოქმედო […]
კატეგორია: საზოგადოება
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება
კომპანია თელასის ცნობით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 8 მაისს ელექტრომომარაგება თბილისის ნაწილს დროებით შეეზღუდება. სამგორის რაიონი გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების (ნაწილობრივ) და ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს. გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, საქნავთობის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, […]
მიხეილ ცაგარელი – “ეს კვირა მაისში ყველაზე რთულია” – ვიდეო
“14 წლის ბავშვები დადიან თურქეთში ჩაის საკრეფად” – გაჭირვება, რომელიც ბავშვობას კარგავს
თურქეთში, ჩაის კრეფის სეზონზე, საქართველოდან უამრავი ადამიანი გადადის, მათ შორის არასრულწლოვნებიც არიან. უსახსრობის მიზეზით არაერთ მოზარდს უწევს სწავლაზე უარის თქმა. მოზარდები სკოლიდან გამოდიან, თურქეთში მიდიან და იქ საარსებო წყაროსთვის შრომობენ. არასრულწლოვნები ძირითადად აჭარიდან, სამეგრელოდან და გურიიდან მიდიან. დაბა ნასაკირალში, დაბა ნარუჯასა და ლაითურში, ამ დროისთვის აღნიშნული დასახლებების სკოლებიდან მოსწავლეების ნახევარი სწავლას წყვეტს და მეზობელ ქვეყანაში […]
კახეთში მსოფლიო რბენის მონაწილეებმა ბუნება დაანაგვიანეს – ვიდეო
საქველმოქმედო მარათონი – „Wings for Life მსოფლიო რბენა 2018“ წელსაც კახეთში გაიმართა. საქართველოში 7000 მონაწილე დარეგისტრირდა. მარათონის მიზანია, ღონისძიებიდან შესული თანხა სრულად გადარიცხოს wings for life-ის ფონდში, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. თუმცა, ამ მარათონის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ დააბინძურეს გარემო მარათონის მონაწილეებმა. იმედინიუსი https://www.facebook.com/Dea.Sanadze/videos/10211532640535559/
მარნეულის საავადმყოფოში 20 წლის ქანან ალიევი გარდაიცვალა – ”ცხვირიდან სისხლი რომ წამოუვიდა, მიიყვანეს ავერსის საავადმყოფოში”
მარნეულის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მოთავსებული 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ქანან ალიევის ოჯახის წევრების მტკიცებით, ახალგაზრდის მდგომარეობას ექიმები ჯანმრთელობისთვის საშიშად არ მიიჩნევდნენ, თუმცა დღეს კლინიკაში მისულებს ის დაღუპული დახვდათ. ალიევები კლინიკის ხელმძღვანელობისგან და მედიკოსებისგან მომხდარის მიზეზების განმარტებას ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ. “კურიერის” გადამღები ჯგუფის დანახვისთანავე, კლინიკის ადმინისტრაციამ კარი საერთოდ ჩაკეტა და შენობაში გარკვეული პერიოდი არავის […]
ლუდმილა ავიძბა: „აფხაზებს შიდსის ვირუსი მუსრს ავლებს. გვიშველეთ, პატარა ერი ვართ“
გასულ წელს სოხუმის შიდსის ლაბორატორიაში ვირუსით ინფიცირების 1100 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ განცხადება გააკეთა დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ვენეროლოგიური დისპანსერის ექიმმა ლუდმილა ავიძბამ. მისი მონაცემებით, 15 წლის მანძილზე შიდსის ვირუსით გარდაცვლილია 200 ადამიანი. დისპანსერში კონკრეტულ სტატისტიკას ვერ ფლობენ, რადგან ბევრი ინფიცირებული პაციენტი აღრიცხვაზე საერთოდ არ იმყოფება. ყოველთვიურად ცენტრში რვიდან ათამდე ახალი აივ ინფექციით დაავადებული პაციენტი ფიქსირდება. შარშან […]
გოჩა მაჩაიძე – “3 შვილი მყავდა. 2 გარდამეცვალა. 1 ბიჭი დამრჩა, რომელსაც შეიძლება შეუქმნან პრობლემები”
შალვა ელიოზიშვილი ფეისბუქში წერს, რომ თბილისის “დინამოს” ვეტერანი ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე არ გამორიცხავს, რომ მის შვილს საფრთხე დაემუქროს, თუმცა, ბრძოლას სამართლიანობის აღსადგენად მაინც აგრძელებს. – შიმშილით მკლავენ. ყველანაირად შემბოჭეს. ახლა პენსიონერი ვარ, 3 წლის წინ პენსიაც არ მქონდა. 3 შვილი მყავდა. 2 გარდამეცვალა. 1 ბიჭი დამრჩა. არ გამოვრიცხავ, რომ მას შეუქმნან პრობლემები. მაგრამ ჩემს სიმართლეს […]
„ინტოქსიკაცია არ მომხდარა” – კლუბ მეტრონომის დამფუძნებელი გოგა ტვილდიანი ახალგაზრდების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრალდებებს პასუხობს
– ინტოქსიკაცია არ მომხდარა, სასწრაფო არ გამოგვიძახებია მსგავს რაღაცაზე, – ასე უპასუხა კლუბ მეტრონომის დამფუძნებელმა, გოგა ტვილდიანმა, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამმა პირმა კლუბში დაუდგენელი ნივთიერება მიიღეს, სახლში მისვლის შემდეგ კი გარდაიცვალნენ. კლუბის დამფუძნებელი შაბათის კურიერთან ინტერვიუში ახალგაზრდების მოწამვლის ფაქტს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ კლუბში მათ ნარკოტიკული საშუალების მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. გოგა ტვილდიანის თქმით, […]
ბახტრიონზე გარდაცვლილი ლევან კალანდაძე კულტურის სამინისტროს პროტოკოლს ხელმძღვანელობდა
თბილისში დღეს გარდაცვლილი ორი ადამიანიდან, რომელთა დაღუპვის ვერსიად პოლიცია ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციას ასახელებს, ერთ-ერთი კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომელი, 39 წლის ლევან კალანდაძეა. ის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ოჯახს უკვე მიუსამძიმრა. იმედინიუსი










