გოჩა მაჩაიძე – “3 შვილი მყავდა. 2 გარდამეცვალა. 1 ბიჭი დამრჩა, რომელსაც შეიძლება შეუქმნან პრობლემები”

გოჩა მაჩაიძე - "3 შვილი მყავდა. 2 გარდამეცვალა. 1 ბიჭი დამრჩა, რომელსაც შეიძლება  შეუქმნან პრობლემები"შალვა ელიოზიშვილი ფეისბუქში წერს, რომ თბილისის “დინამოს” ვეტერანი ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე არ გამორიცხავს, რომ მის შვილს საფრთხე დაემუქროს, თუმცა, ბრძოლას სამართლიანობის აღსადგენად მაინც აგრძელებს.

– შიმშილით მკლავენ. ყველანაირად შემბოჭეს. ახლა პენსიონერი ვარ, 3 წლის წინ პენსიაც არ მქონდა. 3 შვილი მყავდა. 2 გარდამეცვალა. 1 ბიჭი დამრჩა. არ გამოვრიცხავ, რომ მას შეუქმნან პრობლემები. მაგრამ ჩემს სიმართლეს ვიტყვი. მესამე დღეა აქ ვარ. თუ პასუხი არ მექნა, აქ დავაფენ „ადიალას“ და გამოვაცხადებ უვადო შიმშილობას. პასუხი ყველამ უნდა აგოს, _ ამბობს მაჩაიძე.