კატეგორია: საზოგადოება

“არა წყალი, არა მომავალი!” – სპორტსმენები “ლაგუნა ვერეს” აღდგენას ითხოვენ

"არა წყალი, არა მომავალი!" - სპორტსმენები "ლაგუნა ვერეს" აღდგენას ითხოვენ

“არა წყალი, არა მომავალი!” – სპორტსმენების ნაწილმა ქართუ ჯგუფის ოფისთან ლაგუნა ვერეს აღდგენა და აუზის სახელწიფო მფლობელობაში გადაცემა მოითხოვეს. სპორტსმენები ამბობენ, რომ ლაგუნა ვერე წლების წინ კომპანია იუნონამშეიძინა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ქართუ ჯგუფის მფლობელობაშია. თუმცა, ლაგუნა ვერეზე ამ დრომდე რეაბილიტაცია არ დაწყებულა. ” ჩვენი მოთხოვნა არის, რომ აღვადგინოთ კულტურულ გამაჯანსაღებელი ცენტრი. მარტო აუზი ხომ არ […]

ძიუდოისტები 7 მაისიდან ფართომასშტაბიანი აქციით იმუქრებიან

ძიუდოისტები 7 მაისიდან ფართომასშტაბიანი აქციით იმუქრებიან

ძიუდოისტების განცხადებით, მათი პროტესტი 7 მაისიდან ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს. ქართველი სპორტსმენები დღეს ვაკის პარკში შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს. “ორშაბათს ამას მასშტაბური სახე მიეცემა. ძალიან ბევრი პრობლემებია ფედერაციაში. გუნდი და ბიჭები ისევ ერთ აზრზე ვრჩებით. გამოიჩინოს ქევხიშვილმა კეთილგონიერება და დატოვოს დაკავებული პოსტი”, – განაცხადა ძიუდოისტმა […]

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების კიდევ ერთია აქცია მერიასთან

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების კიდევ ერთია აქცია მერიასთან

თბილისის მერიასთან კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები მორიგ აქციას მართავენ, ისინი ბინების მშენებლობაში შეტანილი თანხის ანაზღაურებას და მერთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 2016 წლის არჩევნების დროს მათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. „კეთილი ინებონ და მოგვხედონ, ჩვენი მეტი არაფერი გვინდა. გააკეთონ ის, რაც გასაკეთებელია იმიტომ, რომ ეს ხალხი ჩვენი მოყვანილია,“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები. […]

აზიური ფაროსანა კახეთსაც ემუქრება – რეგიონი მწერის გავრცელების საშიშროების წინაშეა

აზიური ფაროსანა კახეთსაც ემუქრება - რეგიონი მწერის გავრცელების საშიშროების წინაშეა

აზიური ფაროსანას გავრცელების საფრთხე უკვე კახეთშიც არსებობს – როგორც ცნობილია თელავში მცხოვრები მუმლაურების ნაკვეთში კარტოფილის ნარგავები განადგურდა, შესაძლოა მწერი, რომელიც ნარგავებს შეესია, სწორედ აზიური ფაროსანა იყოს. ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ბოტკოველი, ხელისუფლებას პრობლემის დროულად დაინტერესებისა და შესწავლისაკენ მოუწოდებს: „წელს გამოყოფილი 50 მილიონი ლარიდან ნახევარ მილიონზე მეტი იხარჯება მხოლოდ საინფორმაციო კამპანიაზე და არაფერი არ არის დაწყებული […]

თბილისში 5-7 მაისს ტემპერატურა +28-30 გრადუსის ფარგლებში იქნება

მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 მაისამდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა იქნება. ინფორმაციის თანახმად, ტემპერატურა ბარში +26-31 იქნება, მთაში +24-29, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +20-25 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში 5–7 მაისს ტემპერატურა +28-30 გრადუსის ფარგლებში იქნება. ღამისა და საღამოს საათებში კი შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

დღეს თბილისში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალა

შსს-ში საკადრო ცვლილებები დაიწყო

ევროპის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, თბილისში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრულო პოლიცია ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 5 მაისს თბილისში, რიყის პარკსა და ევროპის მოედანზე ევროპის დღე აღინიშნება, რის გამოც, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიასა და გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა აიკრძალება. 4 მაისს, 21:00 საათიდან […]

„სტუდია მონიტორმა“ პალიტრამედიასთან მიმართებაში გავრცელებული ცრუ ინფორმაცია ოფიციალურად უარყო

„სტუდია მონიტორმა“ პალიტრამედიასთან მიმართებაში გავრცელებული ცრუ ინფორმაცია ოფიციალურად უარყო

„სტუდია მონიტორმა“ 1-ელ მაისს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ფაროსანას წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის წარმოებისთვის, მედია ჰოლდინგ “პალიტრაში” შემავალმა კომპანია შპს “ედლაინმა” ტენდერში კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა. სტუდია „მონიტორი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათ მიერ თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციაში შესწორება შეიტანეს. „ამ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 3 დღის შემდეგ, შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ტენდერში შპს “ედლაინს” კონკურენტი ჰყავდა, […]

პალიტრამედია ცილისმწამებლური ცნობების უარყოფას ითხოვს

პალიტრამედია ცილისმწამებლური ცნობების უარყოფას ითხოვს

4 აპრილს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მომსახურების შესყიდვის მიზნით. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ. გამარჯვებული გახდა სარეკლამო კომპანია „ედლაინი“ (პალიტრამედია), რომელმაც წარადგინა მრავალფეროვან დოკუმენტაციასთან ერთად ყველაზე დაბალი ფასი. პალიტრამედიამ შეძლო დაბალი ფასის დაფიქსირება იმის გათვალისწინებით, რომ მას საკუთარი მედიაპლატფორმები გააჩნია. სანამ პალიტრამედიასთან გაფორმდებოდა ხელშეკრულება, სხვადასხვა პირებმა გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, […]

საატესტატო გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია – მოსწავლეებს პრეტესტი 19 მაისს ჩაუტარდებათ

საატესტატო გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია - მოსწავლეებს პრეტესტი 19 მაისს ჩაუტარდებათ

EDU.ARIS.GE-ის ინფორმაციით, 2017-2018 სასწავლო წლის მე–12 კლასის მოსწავლეებს საატესტატო გამოცდების პრეტესტი გამოცდებამდე ერთი დღით ადრე შაბათ დღეს, 19 მაისს ჩაუტარდებათ. მოსწავლეებს პრეტესტი, ისევე როგორც გამოცდები, თავისსავე სკოლაში ჩაუტარდებათ. აღნიშნულის შესახებ მათ ინფორმაციას სკოლა მიაწვდის. გთავაზობთ 2017-2018 სასწავლო წლის მე-12 კლასის სკოლის გამოსაშვები გამოცდების განრიგს. 20 მაისი – ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული, როგორც მეორე ენა; […]

ბათუმის შემოვლითი გზის მუშები გაიფიცნენ

ბათუმის შემოვლითი გზის მუშები გაიფიცნენ

ბათუმში შემოვლითი გზის სამუშაოების შემსრულებელი ერთ-ერთ თურქულ კომპანიაში დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. ისინი სამუშაო საათების გაზრდას აპროტესტებენ, ამბობენ, რომ სამუშაო დრო ერთი საათით გაეზარდათ, თვეში ორი დღე ისვენებენ და ანაზღაურება შეუსაბამოა. გაფიცულები ავტობანზე დასაქმებულებისთვის ხელვაჩაურში კოტეჯებსა და ოფისებს აშენებენ. შეკრებილები შრომითი უფლებები დარღვევაზე საუბრობენ და საგზაო დეპარტამენტისგან, როგორც სამუშაოების დამკვეთისგან დახმარებას ითხოვენ. იმედინიუსი