მედიაჰოლდინგი „გაზპრომ მედია“ ქართულ ბაზარზე შემოდის – კომპანია საქმიანობას ბრენდით НТВ-Плюс-ით გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
არსებული ინფორმაციით, კომპანიის პარტნიორი საქართველოში შპს „მედია ჯგუფი“ იქნება. „მედია ჯგუფის“ წილებს დავით ნაკაშიძე და გულნარა ხეჩოშვილი ფლობენ.
NTV-PLUS-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ საქართველოში შემოსვლა არ უკავშირდება მხოლოდ ბიზნეს ინტერესებს.
„გეოგრაფიული ექსპანსია ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტებს შორისაა. საქართველო, რა თქმა უნდა, პერსპექტიული ბაზარია, მაგრამ მაუწყებლობის დაწყებას ჩვენ მხოლოდ ბიზნეს-ქეისად არ განვიხილავთ. ეს ჩვენთვის დიდწილად სოციალური მისიაც არის. მომავალში ჩვენ არ გამოვრიცხავთ დსთ-ს ქვეყნების ბაზარზე შესვლასაც, სადაც ტექნიკურად შესაძლებელი იქნება NTV-PLUS-ის სიგნალის მიღება“, – აღნიშნა მიხაილ დიომინმა.

