ლადო გოგოლაძემ წამოაყენა წინადადება, მოსკოვის გამზირს დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის სახელი. შესამაბისი განცხადებით მან თბილისის მერიას მიმართა. – არჩილ ტატუნაშვილის ქუჩა ყველაზე ლამაზი გახდება მთელს დედაქალაქში და იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ ლამაზდება ჩვენი ქვეყანა მაშინ. როცა მოსკოვის გავლენიდან გამოდის, ამბობს ლადო გოგოლაძე. მანიფესტ.ჯი
კატეგორია: საზოგადოება
გერმანიიდან საქართველოს 52 მოქალაქე გამოაძევეს
ვიზალიბერალიზაციის ნორმების დარღვევის გამო, გერმანიიდან საქართველოს 52 მოქალაქე გამოაძევეს. სპეციალური რეისით, თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი საათის წინ დაეშვა. არალეგალი მიგრანტების უმეტესობა კომენტარს არ აკეთებდს. არ არის გამორიცხული დეპორტაციის მორიგი ტალღა აპრილში განხორციელდეს. 15 მარტს უვიზო რეჟიმის დარღვევის გამო, ავსტრიიდან საქართველოს რამდენიმე მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. თებერვლის მონაცემებით, რეადმისიის საშუალებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 2 000-ზე მეტი მოქალაქე დააბრუნეს. […]
მარგველაშვილი – ”ვუერთდებით ჭრელი წინდების კამპანიას #წინდამინდა!” – 21 მარტი დაუნის სინდრომის ადამიანთა მსოფლიო დღეა
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ფეისბუქის თავის გვერდზე დაწერა: ვუერთდებით ჭრელი წინდების კამპანიას #წინდამინდა! #რასვმატებსაზოგადოებას #LOTSOFSOCKS #WDSD18 პრეზიდენტმა მეუღლის, მაკა ჩიჩუას და მათი ვაჟის, პატარა თემო მარგველაშვილის ფოტო გამოაქვეყნა. 21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღეა. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ საქართველოში დაიწყო კამპანია #წინდამინდა!, რომელსაც უამრავი ადამიანი შეუერთდა.
მასწავლებელი სტუდენტი, რომელიც ლექციებზე შვილთან ერთად დადის
3 თვის ალექსანდრეს დედა, 32-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მასწავლებელი და ილიას უნივერსიტეტის მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტი თათია ლაბაძე, ლექციებზე შვილთან ერთად დადის. EDU.ARIS.GE თათიას ლექციაზე ესტუმრა. ამბობს, რომ მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამაზე სწავლა მაშინ დაიწყო, როდესაც ფეხმძიმედ იყო, თუმცა არ დაუხევია უკან იმის გამო, რომ ბავშვის გაჩენა მალე უწევდა. იცოდა, რომ მეორე სემესტრის გატარება ბავშვთან […]
სარფის საბაჟო დროებით მუშაობას შეწყვეტს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 22 მარტს, 09:00-21:00 საბაჟო გამშვები პუნქტი სარფი, დროებით მუშაობას შეწყვეტს. “22 მარტს, დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ მიმდინარე სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ დროებით ფუნქციონირებას შეწყვეტს. შესაბამისად, აღნიშნული დროის განმავლობაში თურქეთ-საქართველოს შორის მგზავრთა, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლა, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის […]
საპატრიარქო: “რუსთავი 2-ის სიუჟეტი თავისი უტიფრობით, სარკაზმითა და ცინიზმით საზოგადოებისთვის ღია გამოწვევად იქცა”
– სამწუხაროდ, ბოლო დროს კიდევ უფრო გაძლიერდა მორწმუნე საზოგადოების გრძნობების შეურაცხყოფისა და ღვთის გმობის გამოვლინებები. სახეზეა არაერთი შემთხვევა, თუმცა კომპანია „აიისას“ და მისი დირექტორის უზნეო თავგასულობა და „რუსთავი – 2“- ის ა.წ. 18 მარტის სიუჟეტი თავისი უტიფრობით სარკაზმითა და ცინიზმით საზოგადოებისთვის ღია გამოწვევად იქცა. ამას შედეგად მოყვა ცალკეული მოქალაქეების, „ქართული მარშის“ და ზოგიერთი სასულიერო პირის […]
ოჯახის გადაწყვეტილებით, არჩილ ტატუნაშვილს შაბათს დაკრძალავენ
– ოჯახის გადაწყვეტილებით, დაკრძალვა შაბათ დღეს იქნება, – ამის შესახებ ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. „არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 26–დღიანი მძიმე მოლოდინის შემდეგ გადმოეცა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ცხედრის დათვალიერება მოხდება. გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენა რამდენად იქნება შესაძლებელი, ამის თქმა ძალიან ძნელია, რადგან გარდაცვალებიდან, თითქმის, ერთი […]
გვარამიამ გაბუნიას დასცინა – “კარგი იქნება, ხუმრობებს თავს თუ დაანებებს”
რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ შეაფასა გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადება იესო ქრისტეს შესახებ. „ამ ხუმრობით მან იმას მიაღწია, რომ აღმოჩნდა, რომ არცთუ ისე საინტერესო იუმორი აქვს. ყველა შეთანხმდა, რომ არ არის სასაცილო მისი ხუმრობები და კარგი იქნება, თუ დაანებებს ამას თავს,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გიორგი გაბუნია – ”ბოდიშს არ მოვიხდი”
რუსთავის 2-ის წამყვანი გიორგი გაბუნია დღეს შეეხო იმ სკანდალს, რაც მის გამონათქვამს მოჰყვა იესო ქრისტეს შესახებ. – თუ ვინმემ ჩემი განცხადება შეურაცხყოფად მიიღო, და ეს პირველად არ მომხდარა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მას შეურაცხყოფა მივაყენე. ამიტომ, მე ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ და არც მოვიხდი ბოდიშს, – განაცხადა ტელეკომპანიის ჟურნალისტმა.
არეულობა ისანში – პოლიციასთან დაპირისპირებისას ქალი დაშავდა
ისნის ძველი სამხედრო ჰისპიტალის შენობაში მცხოვრები მოსახლეობა თელასისგან მრიცხველების დაყენების მოთხოვნით აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რომლის დროსაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების შედეგად ქალი დაშავდა. აქციის მონაწილეების თქმით, თუ ისინი ხუთშაბათამდე 33 ათასი ლარის დავალიანებას არ გადაიხდიან, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ. იმედინიუსი










