არეულობა ისანში – პოლიციასთან დაპირისპირებისას ქალი დაშავდა

არეულობა ისანში - პოლიციასთან დაპირისპირებისას ქალი დაშავდაისნის ძველი სამხედრო ჰისპიტალის შენობაში მცხოვრები მოსახლეობა თელასისგან მრიცხველების დაყენების მოთხოვნით აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რომლის დროსაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების შედეგად ქალი დაშავდა.

აქციის მონაწილეების თქმით, თუ ისინი ხუთშაბათამდე 33 ათასი ლარის დავალიანებას არ გადაიხდიან, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ.

იმედინიუსი