კატეგორია: საზოგადოება

სიკვდილის გზა – რა ხდება გარდაბანი-რუსთავის ტრასაზე – ვიდეო

სიკვდილის გზა - რა ხდება გარდაბანი-რუსთავის ტრასაზე - ვიდეო

გარდაბანი-რუსთავის დამაკავშირებელ გზაზე ბოლო თვეების მანძილზე რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. თუ ამ გზაზე მოძრაობთ ადვილად შეამჩნევთ გზის პირას, გარდაცვლილი ადამიანების საპატისაცემოდ დადგმულ ჯვრებს და ხეებზე მიმაგრებულ ყვავილებს. გზა, რომელიც ერთი შეხედვით მოასფალტებულია და თითქოს მძღოლები უსაფრთხოდ უნდა გადაადგილდებოდნენ სინამდვილეში ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია. აღსანიშნავია რომ რამდენიმე დღის წინ სწორედ დაზიანებული გზის საფარის გამო მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის […]

“21 დღეს კომაში ვიყავი, ხელი მომკვეთეს. სახლში რომ მოვედი, დაცარიელებული დამხვდა, ქმარი ქირით თბილისში გადასულა…”

"21 დღეს კომაში ვიყავი, ხელი მომკვეთეს. სახლში რომ მოვედი, დაცარიელებული დამხვდა, ქმარი ქირით თბილისში გადასულა..."

სოციალური პროექტი “ქალები საქართველოდან” წარმოგიდგენთ 34 წლის მარინა ბურდულის ისტორიას. მარინა ბურდული, 34 წლის, ქვეშეთი „23 წლის ვიყავი. ეს ამბავი ზუსტად 12 წლის წინ, 7 ივნისს მოხდა. ჩემი 1 წლის და 3 წლის გოგონები დედასთან დავტოვე და ქმართან ერთად მაზლის ქორწილში წავედით, მაყარში. მძღოლი ნასვამი იყო. უშუალოდ ავარიის მომენტი არ მახსოვს. ისეთი ძლიერი შეჯახება ყოფილა, […]

ილია II-მ წილკანში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა – ”ნათელში იყოს არჩილის სული, მისი სული ცოცხალია და მას სჭირდება ლოცვები”

ილია II-მ წილკანში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა - ”ნათელში იყოს არჩილის სული, მისი სული ცოცხალია და მას სჭირდება ლოცვები”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-ატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში პანაშვიდის დასრულების შემდეგ მცირე განცხადება გააკეთა. – ნათელში იყოს არჩილის სული. ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. ეს არის მწუხარება მთელი საქართველოსი. ნათელში იყოს მისი სული. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მისი სული ცოცხალია და მას სჭირდება ლოცვები, – განაცხადა უწმინდესმა.

დოდო გუგეშაშვილმა წილკანში ტატუნაშვილებს მიუსამძიმრა – ”ეს ყმაწვილი არის გმირი, მაგალითი სამშობლოსთვის”

დოდო გუგეშაშვილმა წილკანში ტატუნაშვილებს მიუსამძიმრა - ”ეს ყმაწვილი არის გმირი, მაგალითი სამშობლოსთვის”

ოკუპანტების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში მისასამძიმრებლად თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი ჩავიდა. დოდო გუგეშაშვილის თქმით, არჩილ ტატუნაშვილი სამაგალითო გმირია, რუსეთის ქმედებისთვის კი, რომელმაც ოჯახს ცხედარი რამდენიმე დღით დაუმალა, სახელის დარქმევა ძნელია: – ეს ყმაწვილი არის გმირი, მაგალითი სამშობლოსთვის, მაგალითი იმ დროისთვის, როდესაც თითქოს ღიად არ მიმდინარეობს ომი, მაგრამ ოკუპანტი რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ […]

ზვიად კვაჭანტირაძე ავტოსადგომიდან გაიპარა – დეპუტატმა პარკინგის საფასური, 20 თეთრი არ გადაიხადა

ზვიად კვაჭანტირაძე ავტოსადგომიდან გაიპარა - დეპუტატმა პარკინგის საფასური, 20 თეთრი არ გადაიხადა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ოზურგეთის ყოფილი მაჟორიტარი 2012-16 წლებში და წინა მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე, ქალაქ ოზურგეთში, აპოლონ წულაძის ქუჩაზე განთავსებული ავტოსადგომიდან საკუთარ მანქანიანად, პარკინგის საფასურის, 20 თეთრის გადახდის გარეშე გაიპარა. ამის შესახებ  “გურიის მოამბეს” ამავე ავტოსადგომის მორიგეებმა, ე.წ. “სტაიანშიკებმა” უთხრეს. ინცინდენტი ზემოაღნიშნულ ადგილზე დღეს, დაახლოებით 16 საათსა და 30 წუთზე მოხდა: – ორ […]

ასლან აბაშიძის რძალს ბათუმში უკანონო მიშენება მოაშლევინეს

ასლან აბაშიძის რძალს ბათუმში უკანონო მიშენება მოაშლევინეს

ასლან აბაშიძის რძალს, სალომე ბაჯელიძეს, რომელიც ვაჟა-ფშაველას N16-ში ახალაშენებულ მრავალბინიან სახლზე დაშენების სამუშაოებს უკანონოდ აწარმოებდა, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა აშენებული ფართობი მოაშლევინა. ამის შესახებ გაზეთი “ბათუმელები” წერს. მესაკუთრე ჯერ გააფრთხილეს, შემდეგ კი პროექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მითითება მისცეს, რაც მესაკუთრემ შეასრულა. უკანონოდ დაშენებული ფართობი უკვე მონგრეულია, ის სივრცე კი, რომელზეც დაშენების სამუშაოებს ატარებდნენ, პირვანდელ მდგომარეობაშია […]

დედა თამარი: „თუ ამოიღებ ხმას, დაზარალდებიო… რისი უნდა მეშინოდეს, ერთი შვილი მყავდა და მაგისნაირებმა უკვე ჩამიწვინეს მიწაში“

დედა თამარი: „თუ ამოიღებ ხმას, დაზარალდებიო... რისი უნდა მეშინოდეს, ერთი შვილი მყავდა და მაგისნაირებმა უკვე ჩამიწვინეს მიწაში“

ჯვრის მამის მონასტერში მოღვაწე დედა თამარი აცხადებს, რომ პატრიარქის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ მისი მკურნალობა საპატრიარქოს ფონდიდან დაფინანსებულიყო, არ სრულდება. სასულიერო პირი საპატრიარქოსა და მეუფე იაკობის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებს. – თუ ამოიღებ ხმასო, მითხრეს დაზარალდები ძალიანო. სიცოცხლესაც არ ვითხოვ, ვითხოვ ტკივილის შემსუბუქებას. დანიშნული მაქვს ნარკოტიკები, იმდენად მძიმე ტკივილები მაქვს. მეუბნებიან რა მოხდაო, იტანო შენო… მეუფე […]

გიორგი გაბუნიას მანქანიდან გადაღებული რუსთავი 2-ზე თავდასხმის ახალი ვიდეოკადრები – „ეს ნამდვილი ტყვეობა იყო… ნახევარსაათიანი კოშმარი!“

გიორგი გაბუნიას მანქანიდან გადაღებული რუსთავი 2-ზე თავდასხმის ახალი ვიდეოკადრები - „ეს ნამდვილი ტყვეობა იყო... ნახევარსაათიანი კოშმარი!“

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი მისი ავტომობილის შიგნიდან გადაღებულ ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც ასახულია მასზე და გიორგი გაბუნიაძე „ქართული მარშის“ წევრების მხრიდან მომხდარი თავდასხმა. “ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ტყვედ ამიყვანდნენ. როცა ჩემს გადაღებულ ვიდეოებს ვუყურებ, ვრწმუნდები რომ ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება და რომ ეს ნამდვილი ტყვეობა იყო. ნახევარსაათიანი კოშმარი! ნახევარსაათიანი მხოლოდ იმიტომ, რომ მე […]

გიგა ოთხოზორიას ოჯახი ტატუნაშვილებთან სამძიმარზე მივიდა

გიგა ოთხოზორიას ოჯახი ტატუნაშვილებთან სამძიმარზე მივიდა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის პანაშვიდზე მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან მიდიან. სამძიმრის გამოსახატად წილკანში ჩავიდა ასევე ოკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახიც.

“პედაგოგი მოსწავლეებს გაკვეთილზე ლოცვას აიძულებს” – რა ხდება რუსთავის მე-4 სკოლაში

"პედაგოგი მოსწავლეებს გაკვეთილზე ლოცვას აიძულებს" - რა ხდება რუსთავის მე-4 სკოლაში

რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი მოსწავლეებს  გაკვეთილების მიმდინარეობისას ლოცვას აიძულებს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას “ინფო რუსთავი” ორივე მხარესთან შეეცადა, როგორც მეოთხე სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეების მშობლები აცხადებენ, დაწყებითი კლასის პედაგოგი გაკვეთილებს ლოცვით იწყებს და ასევე ლოცვით ამთავრებს, გარდა ამისა გოგონებს კაბების ჩაცმას სთხოვს, რადგან შარვლის ტარება ეკლესიურად, ცოდვად […]