კატეგორია: საზოგადოება

ტრანსგენდერი ქრისტი ლაბაძე ლელა მიქელაძეს – “არაბების ბებერო შლიუხავ, დაეშვი დედამიწაზე”

ტრანსგენდერი ქრისტი ლაბაძე ლელა მიქელაძეს - “არაბების ბებერო შლიუხავ, დაეშვი დედამიწაზე”

ბიზნესვუმენ ლელა მიქელაძეს ქართველი ტრანსგენდერი ქალები დაუპირისპირდნენ. ლელა მიქელაძემ რამდენიმე დღის წინ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის სექსუალურ უმცირესობას დაუპირისპირდა და საჯაროდ შეურაცხყოფა მიაყენა: „გორილებს და შიმპანზეებს რომ დაემსგავსებით, როგორ ახსნით რომ ქალები ხართ?“ – ასე მიმართა ლელა მიქელაძემ იმ ტრანსგენდერ ქალებს, ვინც 8 მარტს, იუსტიციის სახლთან აქცია გამართა, პასპორტში, გენდერის გრაფაში ქალის ჩაწერის მოთხოვნით. ლელა […]

გიორგი გაბუნია – “იესო ქრისტე აჭარაში უნდა მოსულიყო და ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, რადგან ყველა ხე ბიძინამ წაიღო”

გიორგი გაბუნია - "იესო ქრისტე აჭარაში უნდა მოსულიყო და ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, რადგან ყველა ხე ბიძინამ წაიღო"

“მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე კი ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი და ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნებოდა გადატანილი ყველა ხე” – ასეთი შესავალი გაუკეთა გადაცემა პოსტკრიპტუმის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრაზე გაკეთებულ სიუჟეტს. “ასე იცოცხლებდა იესო ღრმა […]

ცესკომ ასი ათასობით ლარი გაფლანგა – აუდიტმა დარღვევები გამოავლინა

ცესკომ ასი ათასობით ლარი გაფლანგა - აუდიტმა დარღვევები გამოავლინა

რამდენიმეთვიანი შემოწმების შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში ბევრი დარღვევა გამოავლინა. 2016 წელის საპარლამენტო არჩევნების წინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 90 პლანშეტური კომპიუტერი, 30 ათასი საიდენტიფიკაციო ბეიჯი, 13 ათასი მარკირების სითხე და თვითწებადი პარკები ტენდერის გარეშე შეიძინა. ცესკომ ამაში 325 ათასი ლარი გადაიხადა. აუდიტის დასკვნაში წერია, რომ ამ საქონლის შესყიდვა შესაძლებელი იყო სატენდერო პროცედურების საშუალებით, […]

“დაგმე მიშა, დაგმე მიშა”- ჯილდო სააკაშვილის საჯარო დაგმობისთვის

"დაგმე მიშა, დაგმე მიშა"- ჯილდო სააკაშვილის საჯარო დაგმობისთვის

ქართული ოცნების სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შემდეგ მღვდელ ნიკოლოზ ჩხიკვაძეს დეკანოზის ხარისხი მიანიჭეს. კურიერის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მღვდელს წყნეთში ძვირადღირებული მიწა გადასცა. 2015 წელს მამა ნიკოლოზმა სოფელ დიღომში ქვესადგურის გვერდით 675 კვადრატული მეტრის მიწა 20 ათას ლარად შეიძინა და ტერიტორია შვილის, ლაშა ჩხიკვაძის, სახელზე გააფორმა. მოგვიანებით იგივე მიწა მღვდლის საბუთებში ქონება მღვდლის ცოლზე, თამარ […]

ნიკა გვარამია – “პატრიარქმა მკითხა, ხომ არ იცი, რატომ არ არის ამდენი ხანი დეკანოზი შეწყალებულიო”

ნიკა გვარამია - "პატრიარქმა მკითხა, ხომ არ იცი, რატომ არ არის ამდენი ხანი დეკანოზი შეწყალებულიო"

– დარწმუნებული ვარ, როგორც პროფესიონალი იურისტი, დეკანოზი გიორგი მამალაძე არის უდანაშაულო,“ – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მან საპატრიარქოში ვიზიტის შესახებ ილაპარაკა, როდესაც ის ილია II-ს შეხვდა და ციანიდის საქმეზე ისაუბრეს. – მან მითხრა, რომ არ ვიცი ბოლომდე ეს საქმე იმიტომ, რომ ბევრი ახსნა და სიმართლე მივიღე, ბევრი პოზიცია მოვისმინე და მაინტერესებს, […]

ქალთა სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ზვიად დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა

ქალთა სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ზვიად დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა

ქალთა მოძრაობის მიმართვის პასუხად, რომელმაც ის რამდენიმე ქალის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, CiDA-ს დირექტორმა, ზვიად დევდარიანმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის ხსნის საკუთარ კანდიდატურას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან. დევდარიანი ამ პოზიციაზე 16 მარტს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ წარადგინა. “გუშინ მთელი ღამის განმავლობაში პირადად ჩემზე, ჩემს ოჯახსა და […]

ნინო ლომჯარიას წარდგენილ ზვიად დევდარიანს ქალები სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ

ნინო ლომჯარიას წარდგენილ ზვიად დევდარიანს ქალები სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ

ქალთა მოძრაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად ომბუდსმენის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ზვიად დევდარიანს ქალთა მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს და ამის შესახებ სპეციალურ მიმართვას უგზავნის პარლამენტს და სახალხო დამცველს. განცხადება მოძრაობის Facebook-ის გვერდზე ვრცელდება. “16 მარტს, მას შემდეგ, რაც ომბუდსმენმა დევდარიანის კანდიდატურა წარადგინა, ქალთა მოძრაობის სამუშაო ჯგუფში, მოძრაობის წევრები ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების, სექსუალური ხასიათის არასასურველ ფიზიკურ […]

გუდაურში დაშავებული 1 პირი რეანიმაციაშია

გუდაურში დაშავებული 1 პირი რეანიმაციაშია

გუდაურში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული 5 პაციენტი ამ დროისთვის ღუდუშაურის საავადმყოფოში იმყოფება. ერთ მათგანს გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაშია. ექიმის განცხადებით მისი მდგომარეობა დინამიკაში სტაბილურია და მას რამდენიმე საათში აპარატიდან მოხსნიან. აღნიშნულ პირს ოპერაცია ხერხემალზე გაუკეთდა ასევე დაზიანებული ჰქონდა მხარი და ლავიწი. დანარჩენი 4 დაშავებული პირის მდგომარეობა სტაბილურია მათ განსაკუთრებუკლი სამედიცინო ჩარევა არ […]

მერეთელი გია ზარიძის დაკარგული 400 ლარი მარიამ პაპიაშვილმა იპოვნა და უკან დაუბრუნა

მერეთელი გია ზარიძის დაკარგული 400 ლარი მარიამ პაპიაშვილმა იპოვნა და უკან დაუბრუნა

ორი დღის წინ, მერეთში მცხოვრებმა გია ზარიძემ გორში ფული დაკარგა. პროდუქტების ყიდვის დროს, საფულე ძირს დაუვარდა. მიკროავტობუსით ისე გაემგზავრა სახლში, რომ არც კი შემოუწმებია ჯიბე. იუსტიციის სახლთან, გურამიშვილის ქუჩაზე საფულე ხიდისთავში მცხოვრებმა მარიამ პაპიაშვილმა იპოვა. ფეისბუქის ჯგუფში ,,ჩემი გორი” პირადობის ასლი გამოაქვეყნა და გორელებს სთხოვა, რომ აღნიშნული პიროვნების მოძებნაში დახმარებოდნენ. ვიდრე ბატონი გია თანხის დაკარგვის […]

“თაღლაურას”, ”ოქროს კათხას”, ”კრუიზს” და სხვა რესტორნებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

"თაღლაურას”, ”ოქროს კათხას”, ”კრუიზს” და სხვა რესტორნებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დოკუმენტური შემოწმება და ინსპექტირება ჩაატარა თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, 19 რესტორანსა და კაფე-ბარში. სააგენტოს ინფორმაციით, 7 მათგანს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა (კრიტიკულია ისეთი შეუსაბამობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და მისი აღმოფხვრა კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე შეუძლებელია). სააგენტომ საწარმოო პროცესი შემდეგ რესტორნებს შეუჩერა: “თაღლაურა”; “ძველი ქალაქი”; “კრუიზი”; “პლაზა ჰოლი”; კაფე […]