“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ნიუპოსტთან” ადასტურებს, რომ გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა. გვარამია შეხვედრის ინიციატორს არ ასახელებს, მაგრამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ილია II-თან “მათ შორის ციანიდის საქმეზე იყო საუბარი”. შეგახსენებთ, რომ პატრიარქთან შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ნიკა გვარამია ბრალდებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს შეხვდა და მისი უფლებადამცველი გახდა. პატრიარქთან შეხვედრას წინ უძღოდა საპატრიარქოში […]
კატეგორია: საზოგადოება
დავით სერგეენკო: შვედეთის მოქალაქეს, რომელიც ორსულადაა, აღენიშნება ტკივილები წელის არეში, უკრაინის მოქალაქეს კი ხელის ღია მოტეხილობა აქვს
– გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული შვედეთის მოქალაქეს, რომელიც ორსულადაა, აღენიშნება ტკივილები წელის არეში, უკრაინის მოქალაქეს კი ხელის ღია მოტეხილობა აქვს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომელიც დანარჩენებთან შედარებით, აღნიშნული 2 პაციენტის მდგომარეობას საყუდაღებოდ მიიჩნევს. მინისტრის ინფორმაციით, ამ წუთის მდგომარეობით, 8 ადამიანმა მიმართა გუდაურის გადაუდებელი დახმარების კლინიკას, საიდანაც 7 მათგანი ადგილზე […]
პარლამენტი საცობების შესახებ კანონს მიიღებს
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები განიხილა, რომლის მიზანსაც თბილისში მოძრაობის განტვირთვა და მოწესრიგებაა. ცვლილებები დედაქალაქის მთავრობის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს, კერძოდ: გასცეს ნებართვა მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანაზე, დაადგინოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ავტობუსები გაჩერდებიან მხოლოდ გაჩერებებზე. წარმოდგენილი ცვლილებებით, თბილისში ტრანზიტული მოძრაობის წესის დარღვევაზე ჯარიმა 20 ლარიდან 500 ლარამდე იზრდება. […]
„სითი პარკმა“ აგრესია მოქალაქეებზე გადაიტანა, მისი მიზანია, მაქსიმალური საჯარიმო თანხა ამოიღოს მძღოლებისგან
კომპანია „სითი პარკი“ იმყოფება სამართლებრივ დავაში მერიასთან, თუმცა მერიაზე უკმაყოფილოებმა, მთელი აგრესია მოქალაქეებზე გადაიტანეს, – ამის შესახებ „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ განცხადებაშია ნათქვამი. ორგანიზაციის განცხადებით, მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ “სითი პარკთან” დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის (10 აპრილიდან)შესახებ განაცხადა, კომპანიის თანამშრომლები გადავიდნენ აგრესიულ მენეჯმენტზე. „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ მიმართავს თბილისის მერიას, მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ […]
სომხური ეპარქია აღმაშენებლის 38 ნომერში მდებარე ეკლესიისთვის იბრძვის
საქალაქო სასამართლოში სადაო ეკლესიის პრეცედენტული საქმის განხილვები დაიწყო. მეცხრამეტე საუკუნის 50-იანი წლების რუკაზე, რომელიც სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის ხელმძღვანელმა მოიძია, ახლანდელი მარჯანიშვილის ტერიტორიაა ასახული. რუკის მიხედვით, სადაო ეკლესია ყოფილი კუკიის, ახლანდელი აღმაშენებლის 38 ნომერში მდებარეობს. მიხაელ ავაქიანი ამბობს, რომ საქართველოს საპატრიარქომ სახელმწიფო სტრუქტურები შეცდომაში შეიყვანა. საპატრიარქო ამტკიცებდა, რომ აღმაშენებლის 38 ნომერში რამდენიმე საუკუნის წინ ჯვრის გამოჩინების მართლმადიდებლური […]
”იგეგმება ბინძური კამპანიის წარმოება პატრიარქის წინააღმდეგ” – საპატრიარქოს განცხადება
საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელიც საზოგადოებას პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გააცნო. “არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენებმა აჩვენა, რომ პროცესები მიზანმიმართულ მწვავე სახეს იღებს, რისი გამოვლინებაცაა თუნდაც 25 მილიონის და ჯიპების თემა, საარჩევნო კამპანიის მთელი პერიოდის მანძილზე რესპუბლიკური პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებები და, რა თქმა უნდა, […]
სალომე ზანდუკელი: “დიდუბეში, ჩამათრიეს გამგეობის უკან და გამაუპატიურეს. ამ ყველაფერს პატარა ბავშვს აყურებინებდნენ”
სოციალური პროექტი “ქალები საქართველოდან” წარმოგიდგენთ 22 წლის სალომე ზანდუკელი ისტორიას. რა მოხდა ქუჩაში „ზუსტად ორი წლის წინ, 2016 წლის 20 თებერვალს მოხდა ეს ამბავი. ახალი დაწყებული მქონდა სამსახური, პარალელურად ბავშვებს ვამზადებდი ინგლისურსა და მათემატიკაში, ამიტომ საღამოობით გვიან ქავთარაძიდან სოლოლაკში მიწევდა ხოლმე წასვლა, ღამე კი, დაახლოებით 12 საათისთვის დიღმის მასივში, სახლში დაბრუნება. იმ დღესაც, დიდუბის მეტროდან […]
“სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში საგანგაშო ვითარებაა” – კვირიკაშვილმა ლომჯარიას მადლობა უთხრა და სერგეენკო გააფრთხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მიმართა, სამედიცინო დაწესებულებებში სადაც უმწეო ადამიანები მკურნალობენ, განსაკუთრებული კონტროლი დაწესდეს. მთავრობის მეთაური მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია ამ დაწესებულებაში შექმნილ აბსოლუტურად სავალალო მდგომარეობაზე მიუთითებს. გიორგი კვირიკაშვილმა სახალხო დამცველს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა. ნინო […]
მეტრო გურამიშვილი 15 მარტს არ გაიხსნება – გახსნის თარიღმა აპრილის ბოლოს გადაიწია
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგური „გურამიშვილი“ დაგეგმილი 15 მარტის ნაცვლად, მგზავრებისთვის მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს გაიხსნება. “თარიღის გადაწევა დამატებითმა ექსპერტიზის ჩატარებამ გამოიწვია, რომლის დასრულებამდე, მეტროსადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დროებით შეჩერდა. მიმდინარე წლის 30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში შეკიდული ჭერის ჩამოშლის შემდეგ, თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მგზავრთა […]
ქართველი მეზღვაური ნუკრი ხოხბა ლიბიელებმა პატიმრობიდან გაათავისუფლეს
ლიბიაში დაკავებული მეზღვაური, ნუკრი ხოხბა პატიმრობიდან გათავისუფლდა. იგი საქართველოში გუშინ დაბრუნდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბათუმის აეროპორტში მას საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის, აჭარის მთავრობის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები და ოჯახის წევრები დახვდნენ. „ნუკრი ხოხბას გათავისუფლების საფუძველი გახდა ბრალდების ნაწილში ხომალდის ეკიპაჟის რიგითი წევრების ჩართულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობა, რომელთა შორის […]










